სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"
The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"

"ძვე­ლი მტრე­ბი ახა­ლი ია­რა­ღით: კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ომის გა­ნახ­ლე­ბით მას­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის ჩაბ­მის საფრ­თხე მა­ტუ­ლობს", - ასე­თი სა­თა­უ­რი აქვს ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "თა­იმსში" («The Times») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გამო და­წყე­ბუ­ლი სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ომის ნე­გა­ტი­ურ პერ­სპექ­ტი­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი (ავ­ტო­რი - ჰანა ლი­უ­სინ­და-სმი­ტი).

"მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი დიდი ხა­ნია ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ვის ობი­ექტს წარ­მო­ად­გენს ორ ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კას - სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის. მის გამო ად­რეც რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და შე­ტა­კე­ბა მხა­რე­ებს შო­რის, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ბრძო­ლე­ბი თა­ვი­სი სა­სიკ­ვდი­ლო ხა­სი­ა­თით წინა სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბებს ვერ შე­ედ­რე­ბა - ამ­ჯე­რად ია­რა­ღი უფრო სრულ­ყო­ფი­ლია და კონ­ფლიქტს ცო­ცხა­ლი ძა­ლაც მეტი ეწი­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში, - თა­ნაც ძა­ლი­ან დი­დია იმის რის­კი, რომ ბრძო­ლებ­ში პირ­და­პირ იქ­ნან ჩაბ­მულ­ნი მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც - რუ­სე­თი, თურ­ქე­თი და სა­ვა­რა­უ­დოდ, საფ­რან­გე­თიც, რაც რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ტე­რი­ტო­რი­ულ და­ვას საკ­მა­ოდ გა­ა­ფარ­თო­ებს - ხმელ­თა­შუა ზღვის აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლის ჩათ­ვლით, სა­დაც თურ­ქეთს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს, ასე­ვე და­არ­ღვევს სი­რი­ა­ში ძალ­თა მყი­ფე ბა­ლანსსაც".

რო­გორც ავ­ტო­რი წერს, ზა­ვის და­დე­ბის მი­მართ სომ­ხე­თი უფრო გან­წყო­ბი­ლია, ვიდ­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. ილ­ჰამ ალი­ე­ვი ზა­ვის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია მა­ნამ, ვიდ­რე იგი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტეტს არ აღად­გენს. მას თურ­ქე­თი აქე­ზებს, რო­მე­ლიც თა­ვის რე­გი­ო­ნულ მო­კავ­ში­რეს ყვე­ლა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბა. თა­ვის მხრივ, რუ­სეთ­მა, რო­მელ­საც სომ­ხეთ­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს და რო­მელ­საც გი­უმ­რი­ში სამ­ხედ­რო ბაზა აქვს (თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს), მომ­ლო­დი­ნე პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა და სურს თა­ვი­სი თავი მშვი­დო­ბის­მყოფ­ლად წარ­მო­ად­გი­ნოს. თუმ­ცა ბაქო ხე­დავს, რომ რუ­სუ­ლი ია­რა­ღი სომ­ხეთ­ში ირა­ნი­დან მა­ინც შე­დის.

თე­ი­რა­ნი და ან­კა­რა ბოლო დრომ­დე მოს­კოვ­ში მო­კავ­ში­რეს ხე­დავ­დნენ იმის გამო, რომ მათ სა­ერ­თო "მტე­რი" ჰყავ­დათ და­სავ­ლე­თის სა­ხით, მაგ­რამ ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტმა ისი­ნი ბა­რი­კა­დე­ბის სხვა­დას­ხვა მხა­რეს მო­აქ­ცია. მოკ­ლედ, ერთი შე­ხედ­ვით ლო­კა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტი, პირ­ვე­ლად შე­იძ­ლე­ბა გას­ცდეს რე­გი­ო­ნის ფარ­გლებს და მას­ში სხვა ქვეყ­ნე­ბიც ჩა­ერ­თონ, - ას­კვნის ავ­ტო­რი. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"

The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"

"ძველი მტრები ახალი იარაღით: კავკასიის რეგიონში ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს", - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ "თაიმსში" («The Times») გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ნეგატიურ პერსპექტივაზეა ლაპარაკი (ავტორი - ჰანა ლიუსინდა-სმიტი).

"მთიანი ყარაბაღი დიდი ხანია ტერიტორიული დავის ობიექტს წარმოადგენს ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მის გამო ადრეც რამდენჯერმე მოხდა შეტაკება მხარეებს შორის, მაგრამ დღევანდელი ბრძოლები თავისი სასიკვდილო ხასიათით წინა სამხედრო დაპირისპირებებს ვერ შეედრება - ამჯერად იარაღი უფრო სრულყოფილია და კონფლიქტს ცოცხალი ძალაც მეტი ეწირება", - აღნიშნულია სტატიაში, - თანაც ძალიან დიდია იმის რისკი, რომ ბრძოლებში პირდაპირ იქნან ჩაბმულნი მსხვილი სახელმწიფოებიც - რუსეთი, თურქეთი და სავარაუდოდ, საფრანგეთიც, რაც რეგიონული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიულ დავას საკმაოდ გააფართოებს - ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის ჩათვლით, სადაც თურქეთს პრეტენზიები აქვს, ასევე დაარღვევს სირიაში ძალთა მყიფე ბალანსსაც".

როგორც ავტორი წერს, ზავის დადების მიმართ სომხეთი უფრო განწყობილია, ვიდრე აზერბაიჯანი. ილჰამ ალიევი ზავის კატეგორიული წინააღმდეგია მანამ, ვიდრე იგი მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენიტეტს არ აღადგენს. მას თურქეთი აქეზებს, რომელიც თავის რეგიონულ მოკავშირეს ყველანაირ დახმარებას ჰპირდება. თავის მხრივ, რუსეთმა, რომელსაც სომხეთთან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და რომელსაც გიუმრიში სამხედრო ბაზა აქვს (თურქეთის საზღვართან ახლოს), მომლოდინე პოზიცია დაიკავა და სურს თავისი თავი მშვიდობისმყოფლად წარმოადგინოს. თუმცა ბაქო ხედავს, რომ რუსული იარაღი სომხეთში ირანიდან მაინც შედის.

თეირანი და ანკარა ბოლო დრომდე მოსკოვში მოკავშირეს ხედავდნენ იმის გამო, რომ მათ საერთო "მტერი" ჰყავდათ დასავლეთის სახით, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტმა ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მოაქცია. მოკლედ, ერთი შეხედვით ლოკალური კონფლიქტი, პირველად შეიძლება გასცდეს რეგიონის ფარგლებს და მასში სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ, - ასკვნის ავტორი. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია - მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი