რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ალიევმა პუტინს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა და ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს კონფლიქტის საკითხიც განიხილეს.
"ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ალიევთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით დიალოგს განაგრძობს,“- აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება.