საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე სასწორშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში
ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში

თქვენ გა­ო­ცე­ბას ნამ­დვი­ლად ვერ შევ­ძლებთ, თუ გე­ტყვით, რომ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ქვევრში ღვი­ნოს აყე­ნებს. თუმ­ცა, რას იფიქ­რებთ, როცა გა­ი­გებთ, რომ თეთ­რი­წყა­რო­ში, ქარ­თულ ქვევ­რებ­ში ვის­კის აწარ­მო­ე­ბენ?

ბრენ­დი „ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რი“ აერ­თი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნის, შარ­ბა­თის, ჭა­ჭის, ხი­ლის არ­ყის და რაც მთა­ვა­რია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ვის­კის „ალექ­სან­დრეს“ წარ­მო­ე­ბას. ქვევრში მარ­ცვლე­უ­ლის დის­ტი­ლა­ტის წარ­მო­ე­ბა უნი­კა­ლუ­რია და მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს – უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი სა­ქარ­თვე­ლო­შია და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი, რო­გორც გა­მო­გო­ნე­ბა. გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რი და პა­ტენ­ტმფლო­ბე­ლი კი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, ფი­ზი­კო­სი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტენ­ტრწმუ­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე კვერ­ნა­ძეა.

ექ­სკლუ­ზი­უ­რი ვის­კი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კერ­ძოდ, სო­ფელ ალექ­სე­ევ­კა­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლია იწარ­მო­ე­ბა. ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც მე­უღ­ლე­ებ­მა ნია ნაც­ვლიშ­ვილ­მა და ალექ­სან­დრე კვერ­ნა­ძემ და­ა­ფუძ­ნეს, მიზ­ნად არ ისა­ხავ­და მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის მი­ღე­ბას, არა­მედ ახა­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მნას. როცა თეთ­რი­წყა­რო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ENPARD-ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყეს, ოჯახ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ეს პრო­ექ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­დათ ბიზ­ნე­სი გა­ე­ფარ­თო­ვე­ბი­ნათ და უფრო მარ­ტი­ვად მი­ეწვდი­ნათ ხმა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

„ერთი იყო ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი, გაგ­ვე­ზარ­და წარ­მო­ე­ბა, ხოლო მე­ო­რე იყო ის დიდი შე­დე­გი, რა­საც ჩვე­ნი ზრდა გა­მო­იწ­ვევ­და – ჩვენ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო წარ­მო­ე­ბის მიერ მო­ტა­ნი­ლი სი­კე­თე, რაც რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს. სა­წყი­სი ეტა­პე­ბი­დან LAG-თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით. ეს არის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ქმე­დი­თი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სწრა­ფად და შე­დე­გი­ა­ნად რე­ა­გი­რებს თე­მი­დან წა­მო­სულ პრობ­ლე­მებ­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მათ გა­და­წყვე­ტა­ში“ – ამ­ბობს ნია ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

„ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რის“ საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით სამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად გან­ვი­თარ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად მათი მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დამ­ზად­და თბო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნად­გა­რი/გე­ნე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზე­თით იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ვი­ღოთ ორ­თქლი, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ქვევრში არ­სე­ბუ­ლი მა­სის გა­ხუ­რე­ბის­თვის – ეს ეკო­ლო­გი­უ­რად მარ­თე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნად­გა­რია, რო­მე­ლიც გა­რე­მოს არ აბინ­ძუ­რებს.

პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით ასე­ვე აშენ­და ინო­ვა­ცი­უ­რი მა­რა­ნი (ნედ­ლი მი­წის არ­ქი­ტექ­ტუ­რა), რომ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია ბუ­ნებ­რი­ვი თბო­ი­ზო­ლა­ცია, ტემ­პე­რა­ტუ­რის და ტე­ნი­ა­ნო­ბის მუდ­მი­ვო­ბა, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლო­ბა, სე­ის­მო­მე­დე­გო­ბა და სხვა, გარ­და ამი­სა, მოხ­და ეზოს კე­თილ­მო­წყო­ბა.

„მეღ­ვი­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცია ქვე­მო ქარ­თლის­თვის უცხო არ არის. აქ ნა­პოვ­ნი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აშ­კა­რად მე­ტყვე­ლებს მდი­დარ ტრა­დი­ცი­ებ­ზე. ვფიქ­რობ, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა ხელს უწყობს არამ­ხო­ლოდ ჩვენ ბიზ­ნესს, არა­მედ მთლი­ან რე­გი­ონს, გა­მო­იწ­ვევს ღვი­ნი­სა და აგ­რო­ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რაც თეთ­რი­წყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა“ – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ნია.

ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი სა­წყის ეტაპ­ზე­ვე და­ინ­ტე­რეს­და „ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რით“. რო­გორც თეთ­რის­წა­როს LAG-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ნინო ტი­კუ­რიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, იდეა მარ­თლაც ინო­ვა­ცი­უ­რი იყო, რა­საც ემა­ტე­ბო­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა:

„თეთ­რი­წყა­როს ტუ­რიზ­მის კუ­თხით დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა არ არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. „ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ საქ­მი­ა­ნო­ბა აგრო ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიყ­ვა­ნეთ. სა­წარ­მო­ში და­ი­ნერ­გა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მო­ე­წყო მა­რა­ნი, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი და სას­ტუმ­რო იღებს ტუ­რის­ტებს, მათ შო­რის მკვლევ­რებს, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ან ვის­კის წარ­მო­ე­ბის შე­სას­წავ­ლად და სხვა.“

არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე ქალ­ბა­ტო­ნი ნიაც სა­უბ­რობს:

„ინ­ტე­რე­სი დი­დია, ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე, გაზ­რდი­ლია მათი მო­ტი­ვა­ცია, ინ­ტე­რე­სე­ბი, სურთ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გა­იღ­რმა­ვონ ცოდ­ნა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია მათი ოჯა­ხე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან.“

რაც შე­ე­ხე­ბა „ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რი­სა“ და თეთ­რი­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ქალ­ბა­ტო­ნი ნიას თქმით, ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რე­ბენ:

„LAG-ის იდე­ამ და თეთ­რი­წყა­როს გუნ­დმა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვეს ჩვე­ნი ნდო­ბა. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით თავი და­ი­ხა­სი­ა­თეს, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბულ­მა, აქ­ტი­ურ­მა და თე­მის პრობ­ლე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა თუ გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. შე­დე­გად კი და­იმ­სა­ხუ­რეს ჩვე­ნი ნდო­ბა და სურ­ვი­ლი, რომ სა­მო­მავ­ლო­დაც ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტარიელი
1

მოხარული ვარ და მივესალმები ახალ წამოწყებას. ვუსურვებ წარმატებას, ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

თუმცა არის ერთი და ალბათ აუცილებლათ გასათვალისწინებელი შენიშვნა, კერძოდ დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა ქართულ ენასთან მიმართებაში. ბოთლების ეტიკეტებზე არ არის ქართულენოვანი წარწერები, რაც კანონით სავალდებულოა.თუ ჩვენ ვამაყობთ ქართული ნაწარმით, ასევე საამაყოა (თუ უფრო მეტად არა) ქართული ენა.

იმედია გაითვალისწინებთ და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას.

ჩვენი ინოვაცია ქვევრს ვერ გაცდა
11

მასკი კოლონიებს აშენებს მარსზე და ჩვენ ქვევრში ვართ პირდაპირი და ირიბი გაგებით:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში

ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში

თქვენ გაოცებას ნამდვილად ვერ შევძლებთ, თუ გეტყვით, რომ არსებობს ოჯახი, რომელიც ქვევრში ღვინოს აყენებს. თუმცა, რას იფიქრებთ, როცა გაიგებთ, რომ თეთრიწყაროში, ქართულ ქვევრებში ვისკის აწარმოებენ?

ბრენდი „ალექსანდრე დისტილერი“ აერთიანებს რამდენიმე დასახელების ღვინის, შარბათის, ჭაჭის, ხილის არყის და რაც მთავარია პირველი ქართული ვისკის „ალექსანდრეს“ წარმოებას. ქვევრში მარცვლეულის დისტილატის წარმოება უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს – უნიკალური მეთოდი საქართველოშია დაპატენტებული, როგორც გამოგონება. გამოგონების ავტორი და პატენტმფლობელი კი ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი და ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტი, საქართველოს აკრედიტირებული პატენტრწმუნებული ალექსანდრე კვერნაძეა.

ექსკლუზიური ვისკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ალექსეევკაში რამდენიმე წელია იწარმოება. ბიზნესი, რომელიც მეუღლეებმა ნია ნაცვლიშვილმა და ალექსანდრე კვერნაძემ დააფუძნეს, მიზნად არ ისახავდა მხოლოდ მატერიალური სიკეთის მიღებას, არამედ ახალი პროდუქტის შექმნას. როცა თეთრიწყაროში ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის საგრანტო კონკურსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაიწყეს, ოჯახმა ჩათვალა, რომ ეს პროექტი შესაძლებლობას მისცემდათ ბიზნესი გაეფართოვებინათ და უფრო მარტივად მიეწვდინათ ხმა დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

„ერთი იყო ჩვენი ინტერესი, გაგვეზარდა წარმოება, ხოლო მეორე იყო ის დიდი შედეგი, რასაც ჩვენი ზრდა გამოიწვევდა – ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო წარმოების მიერ მოტანილი სიკეთე, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობდა ხელს. საწყისი ეტაპებიდან LAG-თან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ეს არის მოტივირებული, ქმედითი ჯგუფი, რომელიც სწრაფად და შედეგიანად რეაგირებს თემიდან წამოსულ პრობლემებზე და მაქსიმალურად ეხმარება მოსახლეობას მათ გადაწყვეტაში“ – ამბობს ნია ნაცვლიშვილი.

„ალექსანდრე დისტილერის“ საქმიანობა ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით სამ ძირითად მიმართულებად განვითარდა. სპეციალურად მათი მოთხოვნების გათვალისწინებით დამზადდა თბოენერგეტიკული დანადგარი/გენერატორი, რომელიც გამოყენებული ზეთით იძლევა საშუალებას მივიღოთ ორთქლი, რომელიც საჭიროა ქვევრში არსებული მასის გახურებისთვის – ეს ეკოლოგიურად მართებული ენერგეტიკული დანადგარია, რომელიც გარემოს არ აბინძურებს.

პროექტის მხარდაჭერით ასევე აშენდა ინოვაციური მარანი (ნედლი მიწის არქიტექტურა), რომლის უპირატესობებია ბუნებრივი თბოიზოლაცია, ტემპერატურის და ტენიანობის მუდმივობა, ანტიბაქტერიულობა, სეისმომედეგობა და სხვა, გარდა ამისა, მოხდა ეზოს კეთილმოწყობა.

„მეღვინეობის ტრადიცია ქვემო ქართლისთვის უცხო არ არის. აქ ნაპოვნი არტეფაქტები და ისტორიული ინფრასტრუქტურა აშკარად მეტყველებს მდიდარ ტრადიციებზე. ვფიქრობ, პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარება ხელს უწყობს არამხოლოდ ჩვენ ბიზნესს, არამედ მთლიან რეგიონს, გამოიწვევს ღვინისა და აგროტურიზმის პოპულარიზაციას, რაც თეთრიწყაროს განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა“ – ამბობს ქალბატონი ნია.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საწყის ეტაპზევე დაინტერესდა „ალექსანდრე დისტილერით“. როგორც თეთრისწაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ტიკურიშვილი გვეუბნება, იდეა მართლაც ინოვაციური იყო, რასაც ემატებოდა მუნიციპალიტეტის ტურიზმის მიმართულებით განვითარების აუცილებლობა:

„თეთრიწყაროს ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „ალექსანდრე დისტილერის“ შემთხვევაში ჩვენ საქმიანობა აგრო ტურიზმის მიმართულებით წავიყვანეთ. საწარმოში დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, მოეწყო მარანი, საოჯახო სასტუმრო. პროექტის ფარგლებში არსებული ტექნიკური დეტალები უკვე რამდენიმე თვეა დასრულებულია. საოჯახო მარანი და სასტუმრო იღებს ტურისტებს, მათ შორის მკვლევრებს, რომლებიც ჩამოდიან ვისკის წარმოების შესასწავლად და სხვა.“

არსებული მდგომარეობის ცვლილებაზე ქალბატონი ნიაც საუბრობს:

„ინტერესი დიდია, ჩვენს საქმიანობაში ჩართულია რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე, გაზრდილია მათი მოტივაცია, ინტერესები, სურთ ახალი მიმართულებებით გაიღრმავონ ცოდნა, რაც პირდაპირ კავშირშია მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.“

რაც შეეხება „ალექსანდრე დისტილერისა“ და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სამომავლო გეგმებს, ქალბატონი ნიას თქმით, ისინი თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ:

„LAG-ის იდეამ და თეთრიწყაროს გუნდმა დამსახურებულად მოიპოვეს ჩვენი ნდობა. თავისი საქმიანობით თავი დაიხასიათეს, როგორც განათლებულმა, აქტიურმა და თემის პრობლემებზე ორიენტირებულმა თუ გულშემატკივარმა ადამიანებმა. შედეგად კი დაიმსახურეს ჩვენი ნდობა და სურვილი, რომ სამომავლოდაც ვითანამშრომლოთ, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“.

ლუდი „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“ შეზღუდული სერია საერთაშორისო კონკურსებზეა წარდგენილი

ევროკავშირის და ქედის LAG-ის მხარდაჭერით შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოვებს და ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას მასპინძლობს

ავტონაწილების ელექტრონული გაყიდვების სრული კომპლექტი და Geoparts.ge-ს მარაგი, რომლის წყალობითაც საქართველოში ავტონაწილების დეფიციტი უახლოეს თვეებში არ იქნება