ავტორი:

რას გულისხმობს სწავლების თანამედროვე მეთოდები და რას სთავაზობს ბრიტანული ცენტრი 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს

რას გულისხმობს სწავლების თანამედროვე მეთოდები და რას სთავაზობს ბრიტანული ცენტრი 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს

„ბრიტანული ცენტრი“, მომსახურებას, მათ შორის ყველაზე პატარა მომხმარებლების - 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სწავლებას, დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს. ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორის დაკო ლომიძის თქმით, არსებულ რეალობაში, მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისის, რაც მთავარია, ხარისხიანი სერვისის შეთავაზება უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, „ბრიტანული ცენტრი“ ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს საქართველოში. ცენტრი, უკვე მრავალი წელია, საქართველოს მოსახლეობას მუდმივად სთავაზობს ინგლისური ენის შესწავლის სფეროში არსებულ უახლეს სასწავლო მეთოდებს და სტანდარტებს, ამჟამად ამის გაკეთება კი ონლაინ სივრცეში გვიწევს.

ჩვენი სასწავლო პროგრამებიდან, განსაკუთრებით პოპულარულია 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი კურსები. პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლეს გამოცემას. ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ინგლისური. კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ინტერდისციპლინური თემატიკების (როგორიცაა: მათემატიკა, ლოგიკა, მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა და სხვა) ინგლისურ ენაზე სწავლებას. ამავდროულად, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარებას.

დადგენილია, რომ სწორედ 6-7 წელი გახლავთ უცხო ენის ყველაზე მარტივად და სწრაფად ათვისებისთვის საუკეთესო ასაკი. დღეს, მშობლების უმრავლესობას ჩვენი შვილებისთვის ბილინგვური განათლების მიცემა გვაინტერესებს, რაც მათ საშუალებას აძლევს მშობლიური ენის გარდა, მეორე ენაზეც ანალოგიურად თავისუფლად იაზროვნონ და იმეტყველონ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკიდანვე მოხდეს მეორე ენის სისტემური და საფუძვლიანი შესწავლა.

ჩვენი ბავშვობისგან განსხვავებით, ახალი ათასწლეულის განათლება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოზე ორიენტირებულ და ე.წ. დაზუთხვის მეთოდზე დაფუძნებულ სწავლებას. Super Minds-ის საგაკვეთილო პროცესი, კლასიკური სწავლების გარდა, ბავშვებისთვის საინტერესო უამრავ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს აერთიანებს, როგორიცაა: თეატრალური დადგმები, მხატვრული წერა-კითხვა, კარაოკე, ვიდეოკე და სხვა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობს სამიზნე ენაზე, რის საფუძველზეც სასწავლო მასალა დაუყოვნებლივ გადადის ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში.“

რამდენად რთული აღმოჩნდა აღნიშნული პროგრამით სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადატანა?

„გამომდინარე იქიდან, რომ Super Minds სწავლების უახლეს მეთოდს წარმოადგენს, პროგრამა ისედაც დაფუძნებულია სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.

დღეს, ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იყვნენ დასაქმებული, ჰქონდეთ საკუთარი რუტინა, იყვნენ დაკავებული ახლის შესწავლით, შემეცნებითი და გასართობი საქმიანობით, თანატოლებთან ურთიერთობით, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კურსები ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა.

პროგრამით გათვალისწინებული შემეცნებითი თამაშების ნაწილი, დიდი ხანია საბავშვო ვებ-გვერდზე www.superkids.ge გვაქვს ატვირთული, სადაც ნებისმიერ ბავშვს აქვს შესაძლებლობა ითამაშოს, ისწავლოს ინგლისური და სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოდაც აქციოს კომპიუტერთან გატარებული დრო.”

ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი და საამაყოა თითოეული მომხმარებლის უკუკავშირი, რაც გვაძლევს სტიმულს და მოტივაციას, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით, მივაწოდოთ სწავლების უმაღლესი ხარისხი.

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქამდე მსგავსი კურსებით უარყოფითი გამოცდილება მიუღია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახალ მომხმარებლებს ვთავაზობთ, რეგისტრაციამდე დაესწრონ 3 უფასო საცდელ გაკვეთილს, რათა თავად დარწმუნდნენ მეთოდის ეფექტურობასა და სწავლების ხარისხში.

ლიკა კოჭლაშვილი, მშობელი: „ამ სიტუაციაში, რომ ბავშვი დაკავებული და მობილიზებულია, ესაა პირველ რიგში ბავშვის ფსიქიკის გადარჩენა და მერე მშობლის. რაც შეეხება ხარისხს, ვფიქრობ რომ ჩვენი გაკვეთილები ხარისხით ნამდვილად იდენტურია, რადგან ვარ პასიური დამსწრე და ვხედავ ჩემი შვილის პროგრესს, პლუს კიდევ რაც უჭირს ბავშვს მასაც ნათლად გვაჩვენებს და კიდევ ყველაზე თავდაუზოგავი შრომისთვის უღრმესი მადლობა ჩვენს ქეთი მასწავლებელს

მასწავლებლისთვის კი ეს გაცილებით შრომატევადია. ჩემთვის, მშობლისთვის კი კომფურტული. თვითონ ცენტრის მომსახურებით ვარ ძალიან კმაყოფილი, რადგან არის უსაფრთხო გარემო და ბევრი სითბო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანად ჩამოყალიბებაში. მოტივაციას აძლევენ დიდს და ამით შეაყვარეს ბავშვებს ენაც და სწავლის პროცესიც. სკოლაში მისვლის სურვილი გაუმძაფრდა დათუნას, როცა ამას ტრავმულად აღიქვავენ პირველ ეტაპზე ბავშვები და თქვენს შემდეგ ეს შეიცვალა, რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბრიტანულ ცენტრს, ჩვენს უსაყვარლეს ქეთის და ანის

ბაია გაგნიძე, მშობელი: „მადლობა ბრიტანულ ცენტრს, რომ მოგვეცით საშუალება ონლაინ რეჟიმში გაგვეგრძელებინა სწავლა. ბავშვი დიდი სიხარულით ელოდება გაკვეთილის დაწყებას. იგი აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. როგორც მშობელმა, მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ბრიტანული ცენტრის და მთლიანი კოლექტივის მიმართ. თქვენ ისევ ისეთი შემართებით და იგივე ხარისხით აგრძელებთ სწავლებას. ჩემი შვილი სულმოუთქმელად ელოდება გაკვეთილის დაწყებას. მადლობა იმ სითბოსთვის და ყურადღებისთვის რასაც ჩემი შვილი გრძნობს თქვენგან.

www.bc.ge

ტელ.: 2941111

R