მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში დაარწმუნა პუტინმა ფაშინიანი და როგორია ვითარება მთიან ყარაბაღში - კონფლიქტის მე-11 დღე
რაში დაარწმუნა პუტინმა ფაშინიანი და როგორია ვითარება მთიან ყარაბაღში - კონფლიქტის მე-11 დღე

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

  • რას ამ­ბო­ბენ სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, არცრუნ ჰო­ვა­ნი­ცი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ქა­ლაქ სტე­პა­ნა­კერტსა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ზე თავ­დას­ხმას გა­ნაგ­რძო­ბენ.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, ვაჰ­რან პო­ღო­სი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის "თავ­დაც­ვის არ­მი­ის მიერ მტრის ტე­რო­რის­ტუ­ლი არ­მი­ის ულ­მობ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბის“ შე­სა­ხებ.

  • რას აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც აცხა­დე­ბენ, რომ ფრონ­ტის ხაზ­ზე ბრძო­ლა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა ძა­ლებ­მა საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

"გუ­შინ მტრის წი­ნა­აღ­მდეგ გახ­სნი­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის შე­დე­გად მე -5 პოლ­კის თავ­დაც­ვის რა­ი­ო­ნის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პუნ­ქტი გა­ნად­გურ­და. და­ღუ­პუ­ლე­ბი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რია,“- აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა ძა­ლებ­მა სომ­ხე­თის ერთი ტან­კი და სამი ქვე­მე­ხი გა­ა­ნად­გუ­რეს.

  • ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის და­ბომბვის მცდე­ლო­ბა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გვი­ან ღა­მით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის და­ბომბვის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ. უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ნავ­თობ­სა­დე­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ევ­ლა­ხის რა­ი­ონ­ში გა­დის.

"ნავ­თობ­სა­დე­ნი იკა­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხში, წარ­მო­ად­გენს რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე დიდ სტრა­ტე­გი­ულ პრო­ექტს. ჩვე­ნი არ­მი­ის გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბის შე­დე­გად, ტე­რო­რის ეს მცდე­ლო­ბა აღიკ­ვე­თა“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არცრულ ოვა­ნი­სი­ან­მა გა­ა­კე­თა.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ცდი­ლობ­დნენ ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დენ­ზე დარ­ტყმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლია. ჩვენ არა­ერ­თხელ გაგ­ვი­ცხა­დე­ბია, რომ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ წარ­მო­ად­გენს ჩვენ სა­მიზ­ნეს“, - წერს ოვა­ნი­სი­ა­ნი.

  • რუ­სე­თის როლი

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. ფა­ში­ა­ნი­ნი ამ­ბობს, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს არ სურს, სომ­ხე­ბი ყა­რა­ბაღ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

"აზერ­ბა­ი­ჯანს არ სურს, რომ სომ­ხე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ამი­ტომ, ის ტე­რო­რის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით თავს და­ეს­ხა ყა­რა­ბაღს. რას გვთა­ვა­ზო­ბენ? მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სომ­ხებ­მა უნდა თქვან, "კარ­გი, რად­გან ტე­რო­რის­ტე­ბი ხართ, უარს ვი­ტყვით ჩვენს ფეს­ვებ­ზე,“- ეს არას­დროს მოხ­დე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

კი­თხვა­ზე, ლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უბ­რის დროს, და­ა­დას­ტუ­რა თუ არა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ებს და­არ­ტყა­მენ, სომ­ხე­თი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა უპა­სუ­ხა:

"ამ კი­თხვა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ვერ გი­პა­სუ­ხებთ, თუმ­ცა გე­ტყვით: რუ­სეთ­მა დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ის შე­ას­რუ­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს,“- აღ­ნიშ­ნა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ.
25

ვის რაში სჭირდება სომხეთზე დარტყმა? ყარაღიდან გამოდევნიან ოკუპანტებს და მორჩა კინო

ვინცხა
23

სომხეთი დაიწყებს მიზან მიმართულად აზერბაიჯანის ტერიტორიებისა და მშვიდობინი მოქალაქეების დამბომბვას, მანამ საპასუხო ცეცლს არ მიიღებს შუაგულ სომხეთში, ამით რუსეთს მიცემს საშვალებას რომ, მას დაეხმაროა. ეს არის სომხების გემა, სხვა შანსი ამ ომში არ გააჩნით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რაში დაარწმუნა პუტინმა ფაშინიანი და როგორია ვითარება მთიან ყარაბაღში - კონფლიქტის მე-11 დღე

რაში დაარწმუნა პუტინმა ფაშინიანი და როგორია ვითარება მთიან ყარაბაღში - კონფლიქტის მე-11 დღე

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული შეტაკებები კვლავ გრძელდება.საომარი მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  • რას ამბობენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში?

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანიციანის განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები ქალაქ სტეპანაკერტსა და მთიანი ყარაბაღის სხვა სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობენ.

სომხური მედიის ცნობით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაჰრან პოღოსიანმა გაავრცელა ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის არმიის მიერ მტრის ტერორისტული არმიის ულმობლად განადგურების“ შესახებ.

  • რას აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში?

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზზე ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა ძალებმა საბრძოლო ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით განახორციელეს.

"გუშინ მტრის წინააღმდეგ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად მე -5 პოლკის თავდაცვის რაიონის სადამკვირვებლო პუნქტი განადგურდა. დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა ბევრია,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ძალებმა სომხეთის ერთი ტანკი და სამი ქვემეხი გაანადგურეს.

  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობა

აზერბაიჯანის პროკურატურამ გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის.

"ნავთობსადენი იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, წარმოადგენს რეგიონის ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტს. ჩვენი არმიის გადამწყვეტი ზომების შედეგად, ტერორის ეს მცდელობა აღიკვეთა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისი კომენტარი "ფეისბუქის“ გვერდზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრულ ოვანისიანმა გააკეთა.

"აზერბაიჯანის განცხადება, რომ სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელებას, უტიფარი ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს ჩვენ სამიზნეს“, - წერს ოვანისიანი.

  • რუსეთის როლი

მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ფაშიანინი ამბობს, რომ აზერბაიჯანს არ სურს, სომხები ყარაბაღში ცხოვრობდნენ.

"აზერბაიჯანს არ სურს, რომ სომხები მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ და ამიტომ, ის ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა ყარაბაღს. რას გვთავაზობენ? მთიანი ყარაბაღის სომხებმა უნდა თქვან, "კარგი, რადგან ტერორისტები ხართ, უარს ვიტყვით ჩვენს ფესვებზე,“- ეს არასდროს მოხდება,“- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში.

კითხვაზე, ლადიმერ პუტინთან საუბრის დროს, დაადასტურა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, სომხეთი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა:

"ამ კითხვაზე პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით: რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ ამ შემთხვევაში ის შეასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს,“- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

თავდასხმა ავტომობილზე, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ და ცეცხლი სტეპანაკერტში - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

კორონავირუსი ტელეფონის ეკრანსა და ზოგიერთ სხვა ზედაპირზე 28 დღე ძლებს - ავსტრალიელ მეცნიერთა ახალი კვლევა

"არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ. როგორც ჩანს, იმუნური ვარ" - დონალდ ტრამპი