საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
კორონავირუსისგან კიდევ 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 5235 -ს შეადგენს.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
დღეს ჩემს წინ ავერსის კლინიკაში შემსვლელს სიცხე დაუფიქსირდა ნიღაბი ძლივს ამოაღებინეს ჯიბიდან,მეორედ კიდევ გაისინჯა სიცხე არ ეჯერა,არ შეუშვეს და გგონიათ ეხლა ეს შევა და თვითიზოლაციაში დაჯდება?შედით ნახეთ რა ხდება ავერსის კლინიკის მოსაცდელში,რომელი დისტანცია,პატრონი არ ჰყავთ რომ რამე მოიფიქრონ?ეს კლება სულაც არაფერს არ ნიშნავს.