სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ. შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ვებ-გვერდზე მითითებულია მოზარდის თაობაზე ინფორმაცია.
ცნობისთვის, ოჯახის განცხადებით, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
შსს-ს განცხადების თანახმად, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.