ავტორი:

"ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ორი იმედისმომცემი საშუალება: "რემდესევირი" და მონოკლონური ანტისხეულები" - თენგიზ ცერცვაძე

"ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ორი იმედისმომცემი საშუალება: "რემდესევირი" და მონოკლონური ანტისხეულები" - თენგიზ ცერცვაძე

დიდი ალბათობით, ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება: „რემდესევირი“ და მონოკლონური ანტისხეულები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით მათი გარანტირებული ეფექტურობა, რომ კორონავირუსს კურნავენ, დამტკიცებული არაა. თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, "რემდესევირის" გამოყენების შედეგად მოსალოდნელია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდება.

"ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, „რემდესევირს“, რომელიც არაა დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედის მომცემად, იმდენად რომ ამერიკაში ეს მედიკამენტი ჯერ საკმარისი რაოდენობით არ უწარმოებიათ და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა „რემდესევირი“ და ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ. ევროპის ქვეყნები და ჩვენ ვცდილობთ, რაღაც გზები მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. ორ-სამ კვირაში „რემდესევირი“ ალბათ შემოვა და ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობას, რაც ისედაც მცირეა.

მონოკლონური ანტისხეულები კოვიდის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია, გამოცდა დაიწყო აშშ-სა და რამოდენიმე წამყვან ქვეყანაში. საქართველოს მიეცა საშუალება, რომ კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებში ყოფილიყო. ახლა ტრენინგები მიმდინარეობს გამოყენების შესახებ და ორ-სამ კვირაში მოგვაწვდიან“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება საწოლ ფონდს, როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მობილიზებულია 3 000 საწოლი და ყველა პაციენტი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებითაა უზრუნველყოფილი.

"გადადგომის შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ არ განმიცხადებია, ჩემთვის ვფიქრობდი" - თენგიზ ცერცვაძე

სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს

ზიპლაინი, თოკების პარკი, სივრცე ლაშქრობისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც იპოდრომის ტერიტორიაზე გაშენდება