მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასეტური ბომბები, დიალოგი პუტინსა და ფაშინიანს შორის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში - რა ხდება ყარაბაღში ომის მე-10 დღეს
კასეტური ბომბები, დიალოგი პუტინსა და ფაშინიანს შორის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში - რა ხდება ყარაბაღში ომის მე-10 დღეს

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბი­დან მე­ა­თე დღეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ყა­რა­ბა­ღის ე.წ. ომ­ბუდსმე­ნის, არ­ტაკ ბეგ­ლა­რი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომს 19 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი ემსხვერ­პლა, რო­მელ­თა შო­რი­საც, ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნია, 7 ქალი, ხოლო 11 კაცი. ბეგ­ლა­რი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ისი­ნი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებ­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლია 80 პირი, მათ­გან 60-ის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი კი ჯებ­რა­ი­ლის რა­ი­ონ­ში სამი სოფ­ლი­სა და რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლის აღე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ჯებ­რა­ი­ლის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი - ში­ხა­ლი აგა­ლი, სა­რი­ჯა­ლი და მეზ­რე და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე. ჩვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­მი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა. ყა­რა­ბა­ღი აზერ­ბა­ი­ჯა­ნია!", - წერს ალი­ე­ვი "ტვი­ტერ­ზე“.

  • სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი პუ­ტინ­სა და ფა­ში­ნი­ანს შო­რის

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს შო­რის. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"მხა­რე­ებ­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს, რო­მელ­მაც მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და ორი­ვე მხა­რის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­კარ­გი გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში,“- აცხა­დე­ბენ კრემლში და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას გა­უს­ვა ხაზი. კრემ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი სომ­ხუ­რი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ლო­დინ­ში

ამას­თან, დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუ აზერ­ბა­ი­ჯან­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მე­დი­ა­ში წე­რენ, ის მთავ­რო­ბის წევ­რებს შეხ­ვდე­ბა და მხა­რე­ე­ბი მთი­ან ყა­რა­ბღში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რე­ბენ.

  • მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ

პა­რა­ლე­ლუ­რად, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­უ­წო­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ მხა­რეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მაიკ პომ­პე­ომ, საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჟან ივ ლე დრი­ან­მა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა, რომ­ლე­ბიც ეუთო-ს მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს.

"მი­ნის­ტრე­ბი მკაც­რად გმო­ბენ ძა­ლა­დო­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო და სა­შიშ ეს­კა­ლა­ცი­ას მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ზო­ნა­ში და მის გა­რეთ. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი თავ­დას­ხმე­ბი, რომ­ლის სა­მიზ­ნე, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მო­ქა­ლა­ქო ცენ­ტრე­ბი იყო - რო­გორც კონ­ტაქ­ტის ხა­ზის გას­წვრივ, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის გა­რეთ - და ასე­თი თავ­დას­ხმე­ბის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი მი­უ­ღე­ბელ საფრ­თხეს უქ­მნის რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მი­ნის­ტრე­ბი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"მი­ნის­ტრე­ბი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დე­ბენ კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ შე­წყვი­ტონ ცე­ცხლი და გა­ნა­ახ­ლონ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ორი­ვე მხა­რის მიერ ცნო­ბი­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • აკ­რძა­ლუ­ლი ია­რა­ღი

"ამ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქა­ლაქ სტე­ფა­ნა­კერ­ტში კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა.

"ამ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლის“კრი­ზი­სუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის ექ­სპერ­ტებ­მა კად­რე­ბის ლო­კა­ცია შე­ა­მოწ­მეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს ის­რა­ე­ლის წარ­მო­ე­ბის M095 DPICM კა­სე­ტუ­რი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ იქნა ნას­რო­ლი,“ - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ამ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლი“ გან­მარ­ტავს, რომ კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლია და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ცუ­ლი უნდა იყოს და მათ წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ან წინ­და­უ­ხე­და­ვი თავ­დას­ხმა არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ წყდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

რატომ,საქართველოში ხომ შერჩათ რუსებს ამ კასეტური ბომბების გამოყენება. აქაც შერჩებათ!

daviti
14

ძაან იცით თქვენ იქ რა ხდება. ჩვენსავით კი არ აყრანტალებენ საიდუმლოებებს. რასაც ამბობენ და საჯაროდ აჩვენებენ 100% მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რაც მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის მხარის შავ პიარს, საკუთარი ხალხის გამხნევებას და სიმართლის დამალვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

კასეტური ბომბები, დიალოგი პუტინსა და ფაშინიანს შორის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში - რა ხდება ყარაბაღში ომის მე-10 დღეს

კასეტური ბომბები, დიალოგი პუტინსა და ფაშინიანს შორის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში - რა ხდება ყარაბაღში ომის მე-10 დღეს

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების განახლებიდან მეათე დღეს საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის ინფორმაციით, ომს 19 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რომელთა შორისაც, ერთი მცირეწლოვანია, 7 ქალი, ხოლო 11 კაცი. ბეგლარიანი ამბობს, რომ ისინი სარაკეტო თავდასხმებსა და საარტილერიო ბრძოლების შედეგად დაიღუპნენ.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილია 80 პირი, მათგან 60-ის მდგომარეობა მძიმეა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი ჯებრაილის რაიონში სამი სოფლისა და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლის აღების შესახებ იუწყება.

"აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ჯებრაილის რაიონის სოფლები - შიხალი აგალი, სარიჯალი და მეზრე და სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე. ჩვენი შესანიშნავი არმიის წარმატებული ოპერაცია გრძელდება. ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - წერს ალიევი "ტვიტერზე“.

  • სატელეფონო საუბარი პუტინსა და ფაშინიანს შორის

პარალელურად, სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის საკითხი განიხილეს, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო და ორივე მხარის სერიოზული დანაკარგი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში,“- აცხადებენ კრემლში და აღნიშნავენ, რომ, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა.

  • აზერბაიჯანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლოდინში

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანში მიემგზავრება. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც აზერბაიჯანულ მედიაში წერენ, ის მთავრობის წევრებს შეხვდება და მხარეები მთიან ყარაბღში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.

  • მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აქტიურად მოუწოდებენ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ. აღნიშნულ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლებიც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"მინისტრები მკაცრად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და საშიშ ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონაში და მის გარეთ. ბოლოდროინდელი თავდასხმები, რომლის სამიზნე, სავარაუდოდ, სამოქალაქო ცენტრები იყო - როგორც კონტაქტის ხაზის გასწვრივ, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ - და ასეთი თავდასხმების არაპროპორციული ხასიათი მიუღებელ საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.

"მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტონ ცეცხლი და განაახლონ მოლაპარაკების პროცესი არსებული ძირითადი პრინციპებისა და ორივე მხარის მიერ ცნობილი შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

  • აკრძალული იარაღი

"ამნესტი ინტერნეიშენალის“ ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ქალაქ სტეფანაკერტში კასეტური ბომბების გამოყენების ამსახველი მასალა.

"ამნესტი ინტერნეიშენალის“კრიზისული რეაგირების ექსპერტებმა კადრების ლოკაცია შეამოწმეს და აღმოაჩინეს ისრაელის წარმოების M095 DPICM კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც, როგორც ჩანს, აზერბაიჯანული ძალების მიერ იქნა ნასროლი,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ამნესტი ინტერნეიშენალი“ განმარტავს, რომ კასეტური ბომბების გამოყენება საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია და მათი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებით სახიფათოა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს და მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული, ან წინდაუხედავი თავდასხმა არ უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება.

თავდასხმა ავტომობილზე, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ და ცეცხლი სტეპანაკერტში - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

კორონავირუსი ტელეფონის ეკრანსა და ზოგიერთ სხვა ზედაპირზე 28 დღე ძლებს - ავსტრალიელ მეცნიერთა ახალი კვლევა

"არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ. როგორც ჩანს, იმუნური ვარ" - დონალდ ტრამპი