დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილთა სქესი თითქმის თანაბარი პროპორციით არის განაწილებული - 20 კაცი და 19 ქალი.
ანგარიშში ასევე სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების მიერ საწოლდღეების საშუალო რაოდენობაცაა მითითებული, რომლის მიხედვითაც, საშუალო რაოდენობა 19.9 დღეს შეადგენდა, საწოლდღეების მინიმალური რაოდენობა კი, 2 დღეს.
გატარებული საწოლდღეების საშუალო რაოდენობა უფრო მაღალია თანხმლები დაავადებებით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.
„30 სექტემბრის მდგომარეობით გამოჯანმრთელებულთა პროცენტმა 98,87 შეადგინა, გარდაიცვალა ინფიცირებულთა 1,13%.
COVID-19–ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში ჭარბობენ 70 წელზე ნაკლები პაციენტები (46.2%), ხოლო 70-79 და 79 წელზე მეტი ასაკობრივი სტრუქტურა კი თითქმის, თანაბარი პროპორციით არის განაწილებული, სქესის მიხედვით - 20 კაცი და 19 ქალი.
გარდაცვლილ პაციენტთა ნახევარზე მეტს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის ისტორია სხვა დაავადებების გამო. ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდის დროს COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 58.9.% (95% CI 42.1%-74.4%) აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 23%-ს (95% CI11.1%-39.3%) დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებები.
ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. ძირითად შემთხვევაში (94.8%, 95% CI 82.6%-99.3%) დაავადება გართულებული იყო, პნევმონიით, გარდაცვლილთა 84.6%-ს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა (95% CI69.4%-94.1%), სეპტიცემია აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 38.4%-ს (95% CI 23.3%-55.3%), ხოლო 35.8%-ში განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი (95% CI 24.2%-50.9%)“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ყველას უსიმპტომოს ან მოწყვლადს ერთნაირად შეუძლია ამ კოვიდის მოშორება, რასაც თავად კოვიდთან უსიმპტომოების გაგება ქმნის. მთავარია ადამიანს მიეცეს ეს გაგება და თავად მიხედავს თავს, მაგრამ ადამიანს არ უნდა მიეცეს სხეულის გაგება ესაა მთავარი პრინციპი ანტიადამიანური მედიცინისა.