ავტორი:

მეოთხე ადამიანი ბოლო 24 საათში - ქუთაისში, "ჰოსპიტალსერვისში" კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა

მეოთხე ადამიანი ბოლო 24 საათში - ქუთაისში, "ჰოსპიტალსერვისში" კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში „ჰოსპიტალსერვისში" კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ტარიელ კუხიანიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან შეიყვანა.

„მას ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში, თავიდანვე მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. კრიტიკული მდგომარეობა იყო თავიდანვე, დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის, მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი“, - აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.

ცნობისთვის, დღეს დილით ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსს 54 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცი ქუთაისში მკურნალობდა

ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალში 61 წლის მალხაზ ჯაფარიძეს მესამე დღეა ეძებენ

თემქაზე ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს