მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან
"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

27 სექ­ტემ­ბერს მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე მას­შტა­ბუ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო. მხა­რე­ე­ბი კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ორი­ვე მხა­რეს სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა თუ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვის, ასე­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის და­ნა­კარ­გის შე­სა­ხებ. მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მხარ­დამ­ჭე­რი ქვეყ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მით ჩა­რე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ვე მხა­რის პო­ზი­ცი­ის მო­სას­მე­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩებს და­უ­კავ­შირ­და.

  • რუ­ბენ სა­დო­ი­ა­ნი, სომ­ხე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში:

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა 27 სექ­ტემ­ბრის გამ­თე­ნი­ი­სას საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა?

- ჩემი აზ­რით, იმ­დე­ნად ნა­თე­ლია, რო­მელ­მა მხა­რემ და­ი­წყო ომი, რომ სხვა და­ნარ­ჩე­ნი, ყო­ველ­გვა­რი ვერ­სია, უბ­რა­ლოდ, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ცხა­დია, რომ 150 000 კა­ცით და­სახ­ლე­ბუ­ლი არ­წა­ხი 10-მი­ლი­ო­ნი­ან აზერ­ბა­ი­ჯანს თავს ვერ და­ეს­ხმე­ბო­და, რო­მელ­საც ყო­ველ­გვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ეხ­მა­რე­ბა 80-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი თურ­ქე­თი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის შემ­ხედ­ვა­რე, თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ია­რა­ღი.

ძა­ლი­ან მარ­ტივ კი­თხვას ვსვამ: ვის სჭირ­დე­ბა ომი? პა­სუ­ხი ცხა­დია - იმ მხა­რეს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობ­და არ­წა­ხის ტე­რი­ტო­რი­ის და­პყრო­ბა­ზე, რომ­ლის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყო­ველ­დღე კბი­ლე­ბამ­დე ია­რაღ­დე­ბა და თით­ქმის ყო­ველ­დღე აცხა­დებს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა და სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა მხო­ლოდ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი არ არის, ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში სამ­ხედ­რო რი­ტო­რი­კის ნახ­ვა, რო­მე­ლიც ალი­ევ­მა და ჰა­სა­ნოვ­მა მრა­ვალ­ჯერ გა­ახ­მო­ვა­ნეს და რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ომში გა­და­ი­ზარ­და. ამ ომში მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან ალი­ე­ვი­სა და ფა­შა­ე­ვის კლა­ნე­ბი. ისი­ნი უკვე ათე­უ­ლი წლე­ბია აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ხალ­ხს სის­ხლს სწო­ვენ, მათი და ქვეყ­ნის ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ხარ­ჯზე გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი სიმ­დიდ­რე და­აგ­რო­ვეს. ახლა კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის რის­ხვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, წა­მო­ი­წყეს ომი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სრუ­ლი კრა­ხით დას­რულ­დე­ბა. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, ომი და­ი­წყო ალი­ევ­მა, რათა თა­ვი­სი ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა შიდა პრობ­ლე­მე­ბი­დან ომზე გა­და­ე­ტა­ნა, თან იმე­დი ჰქონ­და, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­და. თუმ­ცა, სწო­რედ ეს ომი გახ­დე­ბა მისი დიქ­ტა­ტუ­რის და­მარ­ცხე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. ეჭვგა­რე­შეა, რომ სომ­ხუ­რი მხა­რე და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს. ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ხალ­ხს ალი­ე­ვის ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი კლა­ნის კლან­ჭე­ბი­დან და­იხ­სნის.

- აქვს თუ არა ოფი­ცი­ა­ლურ ერე­ვანს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ თურ­ქე­თი მო­ნა­წი­ლე­ობს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში? რა­ტომ მი­აჩ­ნია ოფი­ცი­ა­ლურ ერე­ვანს, რომ თურ­ქე­თი რე­გი­ო­ნის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს?

- თურ­ქე­თი რე­გი­ო­ნის­თვის საფრ­თხეს ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან წარ­მო­ად­გენს, რო­დე­საც მომ­თა­ბა­რე თურ­ქი ტო­მე­ბი ალ­თა­ის მთე­ბი­დან ჩვენს რე­გი­ონ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. სომ­ხებ­თან ერ­თად, რე­გი­ო­ნის სხვა ხალ­ხე­ბის, მათ შო­რის ქარ­თვე­ლე­ბის მწა­რე ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც ამ­ტკი­ცებს, თუ რა არის თურ­ქე­თი და რას წარ­მო­ად­გენს ის რე­გი­ონ­ში, რო­გო­რი როლი ითა­მა­შა მან სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ვი­ნა­ხოთ, რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­ას კარ­გად უნდა გა­ვეც­ნოთ და დღე­ვან­დელ რუ­კას გა­დავ­ხე­დოთ. თურ­ქეთს ყვე­ლა თა­ვის მე­ზო­ბელ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რაც რე­გი­ონ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ხელს უწყობს.

რაც შე­ე­ხე­ბა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში თურ­ქე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, არ­სე­ბობს ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ასო­ბით ფაქ­ტი და ამას სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ეტა­პობ­რი­ვად აცხა­დებს. თურ­ქე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გუ­ლის­ხმობს: სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ მი­წო­დე­ბას; საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში თურ­ქი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი­სა და ოფიც­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თურ­ქეთს აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ი­დან და პა­კის­ტა­ნი­დან ტე­რო­რის­ტი-ჯი­ჰა­დის­ტე­ბი გად­მოჰ­ყავს. ასე­ვე აშ­კა­რაა მის მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ოკუ­პა­ცი­უ­რი რე­ჟი­მის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა დიპ­ლო­მა­ტი­ურ სფე­რო­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თურ­ქულ­მა თვითმფრი­ნავ­მა F16-მა, რო­მე­ლიც არ ირი­ცხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ძა­ლებ­ში, ახ­ლა­ხან სომ­ხუ­რი თვითმფრი­ნა­ვი Cy-25 ჩა­მო­აგ­დო. პი­ლო­ტი და­ი­ღუ­პა; არ­სე­ბობს უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბი, რომ ეს ავი­ა­ცია მოქ­მე­დებს თურ­ქე­თის დის­ტან­ცი­უ­რი სა­კო­მან­დო პუნ­ქტ E7-T (ერ­ზე­რუმ-ყარ­სის მო­ნაკ­ვე­თი) კონ­ტროლ­ქვეშ. გარ­და ამი­სა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი არ­მია იყე­ნებს თურ­ქულ სა­დაზ­ვერ­ვო უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნავ Bayraktar-ებს, რო­მელ­თაც თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

ახ­ლა­ხან აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩა­ტარ­და თურ­ქულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბი, რის­თვი­საც თურ­ქე­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში მძი­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა ჩა­ი­ტა­ნეს. მას თან ახ­ლდნენ ჯა­რის­კა­ცე­ბიც, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ თურ­ქეთ­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან და ახლა ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა თურ­ქე­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში ტე­რო­რისტ-ჯი­ჰა­დის­ტე­ბის გად­მოს­რო­ლას, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ იქ ყოფ­ნას უკვე მოჰ­ყვა არე­უ­ლო­ბა, რად­გან ისი­ნი ითხო­ვენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით იცხოვ­რონ. შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რა საფრ­თხეს შე­უქ­მნი­ან რე­გი­ონს ტე­რო­რის­ტი-ჯი­ჰა­დის­ტე­ბი ომის შემ­დეგ, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რად გა­და­იქ­ცე­ვა რე­გი­ო­ნი, რო­დე­საც ისი­ნი აქ იცხოვ­რე­ბენ და იმოქ­მე­დე­ბენ. ვი­თა­რე­ბა და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბა­მაც მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-თურ­ქუ­ლი ტან­დე­მი არ­წა­ხი­სა და სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით იბ­რძვის. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი რომ ტე­რო­რის­ტებს იყე­ნე­ბენ, ამა­ზე პუბ­ლი­კა­ცი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მე­დი­ე­ბიც - BBC, The Guardian და სხვე­ბი. დღეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არ­წა­ხის ფრონ­ტის ხაზი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ფრონ­ტი ხდე­ბა. არ­წა­ხი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზმს ებ­რძვის. ეს ტე­რო­რიზ­მი თა­ნაბ­რად უქ­მნის საფრ­თხეს სა­ქარ­თვე­ლოს, ამე­რი­კას, ირანს, რუ­სეთს, საფ­რან­გეთ­სა და მთლ მსოფ­ლი­ოს. ამი­ტომ ახლა არ­წა­ხი, სო­მე­ხი ხალ­ხი გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის.

- სჭირ­დე­ბა თუ არა სომ­ხეთს რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ტე­ვის შე­სა­ჩე­რებ­ლად? იგეგ­მე­ბა თუ არა მოს­კო­ვის­თვის ამ თხოვ­ნით მი­მარ­თვა?

- ბრძო­ლა, რო­მელ­საც არ­წა­ხის თავ­დაც­ვის არ­მია აწარ­მო­ებს, გა­მარ­ჯვე­ბის მომ­ტა­ნია და სა­უ­ბა­რი რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბა­ზე ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია. ჩვე­ნი იმე­დია სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცი და ღმერ­თი, ღმერ­თი კი სი­მარ­თლის მხა­რე­საა.

- რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ სომ­ხეთ­მა აღი­ა­როს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა? ექ­სპერტთა ნა­წი­ლის აზ­რით, სომ­ხე­თი ამ ნა­ბიჯს მა­შინ გა­დად­გამს, თუ აზერ­ბა­ი­ჯან­მა სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის თა­ნად­გო­მის იმე­დი გაქვთ ყა­რა­ბა­ღის აღი­ა­რე­ბა­ში? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს.

  • ფაიგ გუ­ლი­ე­ვი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში:

- სომ­ხე­თის ოკუ­პა­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლის უხე­ში დარ­ღვე­ვა და 1949 წლის ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფაა. სომ­ხე­თი უკვე 30-ე წე­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აგ­რე­სი­ულ და სა­ო­კუ­პა­ციო პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ ეთ­ნი­კურ წმენ­და­ში რო­გორც თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­წა­ზე. სომ­ხე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ას­რუ­ლებს 1993 წლის გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ოთხ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, მან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ უნდა გა­იყ­ვა­ნოს სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­ტა­ცე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან. თუმ­ცა ამ ქვეყ­ნის რო­გორც წინა, ასე­ვე ამ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და ეს მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სტა­ტუს-კვოს გა­სამ­ყა­რებ­ლად, რაც ოკუ­პა­ცი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.გარ­და ამი­სა, ბოლო წლებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერევ­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის პა­თოს­ში მუდ­მი­ვად იგ­რძნო­ბო­და, რომ "ყა­რა­ბა­ღი სომ­ხე­თია". ეს გან­წყო­ბა იკი­თხე­ბო­და მათ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ში, თუნ­დაც მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში, რი­თაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი სივ­რცე და­ან­გრი­ეს.

სომ­ხეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნა "ახა­ლი ომი ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის" ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბრის დამ­დეგს გა­ცხად­და, რა­საც რე­ზერ­ვის­ტე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია მოჰ­ყვა. ერთი სი­ტყვით, სომ­ხეთ­მა სამ­ხედ­რო ავან­ტი­უ­რის გზა აირ­ჩია.აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­ას­რუ­ლეს მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა, და­ეც­ვათ სომ­ხე­თის თავ­დას­ხმის საფრ­თხის წი­ნა­შე მყო­ფი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. ისი­ნი გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ დარ­ტყმებს აყე­ნე­ბენ ოკუ­პან­ტებს, რომ­ლებ­საც რო­გორც ცო­ცხა­ლი ძა­ლის, ასე­ვე ტექ­ნი­კის მძი­მე და­ნა­კარ­გი აქვთ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, 30 სექ­ტემ­ბრის დი­ლით ოკუ­პან­ტე­ბის დაჭ­რილ­თა და და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2300 კაცს შე­ად­გენს. 29 სექ­ტემ­ბერს ჩვენ სომ­ხე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი ჩ-300 გა­ვა­ნად­გუ­რეთ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ კონ­ტრშე­ტე­ვით ოპე­რა­ცი­ას გა­ნაგ­რძო­ბენ.

- და­ვა­ზუს­ტოთ - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს გა­აგ­რძე­ლებს მთლი­ან ყა­რა­ბაღ­ზე კონ­ტრო­ლის აღ­დგე­ნამ­დე, თუ არის პი­რო­ბა, რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც ბაქო ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და­თან­ხმდე­ბა?

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მია იბ­რძვის სამ­შობ­ლოს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, თა­ვი­სი­ვე მი­წა­ზე, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის მიერ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. თავ­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო აგ­რე­სი­ის მო­გე­რი­ე­ბის უფ­ლე­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლია გა­ე­როს წეს­დე­ბის 51-ე მუხ­ლით. სამ­წუ­ხა­როდ, სომ­ხე­თის დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო გრძელ­ვა­დი­ან­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბამ ნა­ყო­ფი არ გა­მო­ი­ღო, ფაქ­ტობ­რი­ვად, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა მარ­ცხის­თვის.

ერე­ვან­ში არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის აზრი, უგუ­ლე­ბელ­ყვეს გა­ე­როს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. მე­ტიც, ეს ქვე­ყა­ნა მუდ­მი­ვად მი­მარ­თავ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ებს და ცე­ცხლს უხ­სნი­და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას.ყო­ვე­ლი­ვე ეს მოწ­მობს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ჟამი დად­გა. სომ­ხე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ფორ­მი­რე­ბებ­მა უნდა და­ტო­ვონ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რია. თუ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ სურთ, ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უნდა გა­ა­კე­თონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამას მათ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აი­ძუ­ლე­ბენ.

- გვა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი კო­მენ­ტა­რი სომ­ხუ­რი მხა­რის ბრალ­დე­ბებ­ზე, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში თურ­ქე­თი მო­ნა­წი­ლე­ობს.

- სომ­ხუ­რი მხა­რე ჯერ კი­დევ კონ­ფლიქ­ტის პირ­ვე­ლი­ვე წლებ­ში არ­ღვევ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის კა­ნო­ნებს, შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბა. ახ­ლაც თა­ვად წა­მო­ი­წყო აგ­რე­სია.ის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით კონ­ფლიქ­ტის უფრო გამ­წვა­ვე­ბას ცდი­ლობს, ლა­პა­რა­კობს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში თურ­ქე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და თა­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა ASALA-ს (თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი სომ­ხე­თის სა­ი­დუმ­ლო არ­მია - ავტ.) იწ­ვევს. სომ­ხუ­რი მხა­რის ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, მით უფრო, რომ თა­ვი­ან­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა აქვთ.

- აპი­რებს თუ არა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბაქო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბას აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თბი­ლის­ში შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ?

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ პო­ზი­ცია უკვე და­ვა­ფიქ­სი­რეთ.თუ სომ­ხე­თი თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მზად ვართ. თუმ­ცა ისე­თი ში­ნა­არ­სის მო­ლა­პა­რა­კე­ბას, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლით ინიღ­ბე­ბა, ჩვენ არ დავ­თან­ხმდე­ბით.ეს არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის ნება და ასე­თია სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცია.

- სომ­ხე­თი არ გა­მო­რი­ცხავს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ბა­ქო­ზე ზე­წო­ლის ერთ-ერთი ბერ­კე­ტია? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
6

კი მაგრამ კითხვა, რატომ არ გაგიჩნდათ ჩვენს ისტორიულ კუთხე აფხაზეთში მოძმე ჰაიასტანის წარმომადგენლები ქართველების წინააღმდეგ ,რატომ იბრძოდნენ და უნდა თუ არა აღიძრას მათ წინააღმდეგ საქმე 

ss
8

ომი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია ორივე მხარეს სამხედროებისა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის, ასევე სამხედრო ტექნიკის დანაკარგის შესახებ. მხარეები ერთმანეთს საბრძოლო მოქმედებებში მხარდამჭერი ქვეყნების სხვადასხვა ფორმით ჩარევაში ადანაშაულებენ. "კვირის პალიტრა" ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ორივე მხარის პოზიციის მოსასმენად საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს დაუკავშირდა.

  • რუბენ სადოიანი, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

- რამ განაპირობა 27 სექტემბრის გამთენიისას საბრძოლო მოქმედებების დაწყება?

- ჩემი აზრით, იმდენად ნათელია, რომელმა მხარემ დაიწყო ომი, რომ სხვა დანარჩენი, ყოველგვარი ვერსია, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ 150 000 კაცით დასახლებული არწახი 10-მილიონიან აზერბაიჯანს თავს ვერ დაესხმებოდა, რომელსაც ყოველგვარი საშუალებით ეხმარება 80-მილიონიანი თურქეთი. აზერბაიჯანის დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შემხედვარე, თვალსაჩინოა, რომ გამოყენებულია შეტევითი ხასიათის იარაღი.

ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ: ვის სჭირდება ომი? პასუხი ცხადია - იმ მხარეს, რომელიც მუდმივად ლაპარაკობდა არწახის ტერიტორიის დაპყრობაზე, რომლის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველდღე კბილებამდე იარაღდება და თითქმის ყოველდღე აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არაფერი ესაქმება და საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ადვილად შეიძლება ინტერნეტში სამხედრო რიტორიკის ნახვა, რომელიც ალიევმა და ჰასანოვმა მრავალჯერ გაახმოვანეს და რომელიც მომავალში ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. ამ ომში მთავარი დამნაშავეები არიან ალიევისა და ფაშაევის კლანები. ისინი უკვე ათეული წლებია აზერბაიჯანელ ხალხს სისხლს სწოვენ, მათი და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ხარჯზე განუსაზღვრელი სიმდიდრე დააგროვეს. ახლა კი ხელისუფლებისა და ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანელი ხალხის რისხვის თავიდან ასაცილებლად, წამოიწყეს ომი, რომელიც აზერბაიჯანის სრული კრახით დასრულდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი დაიწყო ალიევმა, რათა თავისი ხალხის ყურადღება შიდა პრობლემებიდან ომზე გადაეტანა, თან იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა. თუმცა, სწორედ ეს ომი გახდება მისი დიქტატურის დამარცხების მთავარი მიზეზი. ეჭვგარეშეა, რომ სომხური მხარე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ის აზერბაიჯანელ ხალხს ალიევის ავანტიურისტული კლანის კლანჭებიდან დაიხსნის.

- აქვს თუ არა ოფიციალურ ერევანს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თურქეთი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში? რატომ მიაჩნია ოფიციალურ ერევანს, რომ თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს?

- თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს ჯერ კიდევ იმ დროიდან წარმოადგენს, როდესაც მომთაბარე თურქი ტომები ალთაის მთებიდან ჩვენს რეგიონში ჩამოვიდნენ. სომხებთან ერთად, რეგიონის სხვა ხალხების, მათ შორის ქართველების მწარე ისტორიული გამოცდილებაც ამტკიცებს, თუ რა არის თურქეთი და რას წარმოადგენს ის რეგიონში, როგორი როლი ითამაშა მან საუკუნეების განმავლობაში. ეს ყველაფერი რომ დავინახოთ, რეგიონის ისტორიას კარგად უნდა გავეცნოთ და დღევანდელ რუკას გადავხედოთ. თურქეთს ყველა თავის მეზობელთან სერიოზული პრობლემები აქვს, რაც რეგიონში დესტაბილიზაციას ხელს უწყობს.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობას, არსებობს ამის დამადასტურებელი ასობით ფაქტი და ამას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად აცხადებს. თურქეთის მონაწილეობა გულისხმობს: სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ყოველდღიურ მიწოდებას; საბრძოლო მოქმედებებში თურქი ინსტრუქტორებისა და ოფიცრების მონაწილეობას. თურქეთს აზერბაიჯანში ჩრდილოეთ სირიიდან და პაკისტანიდან ტერორისტი-ჯიჰადისტები გადმოჰყავს. ასევე აშკარაა მის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციური რეჟიმის სრული მხარდაჭერა დიპლომატიურ სფეროში.

როგორც ცნობილია, თურქულმა თვითმფრინავმა F16-მა, რომელიც არ ირიცხება აზერბაიჯანის ძალებში, ახლახან სომხური თვითმფრინავი Cy-25 ჩამოაგდო. პილოტი დაიღუპა; არსებობს უტყუარი ფაქტები, რომ ეს ავიაცია მოქმედებს თურქეთის დისტანციური საკომანდო პუნქტ E7-T (ერზერუმ-ყარსის მონაკვეთი) კონტროლქვეშ. გარდა ამისა, აზერბაიჯანული არმია იყენებს თურქულ სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავ Bayraktar-ებს, რომელთაც თურქი სპეციალისტები აკონტროლებენ.

ახლახან აზერბაიჯანში ჩატარდა თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო სწავლებები, რისთვისაც თურქეთიდან აზერბაიჯანში მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს. მას თან ახლდნენ ჯარისკაცებიც, რომლებიც შემდგომ თურქეთში არ დაბრუნებულან და ახლა ომში მონაწილეობენ.

რაც შეეხება თურქეთიდან აზერბაიჯანში ტერორისტ-ჯიჰადისტების გადმოსროლას, არსებობს ინფორმაცია, რომ მათ იქ ყოფნას უკვე მოჰყვა არეულობა, რადგან ისინი ითხოვენ, აზერბაიჯანელებმა შარიათის კანონების მიხედვით იცხოვრონ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა საფრთხეს შეუქმნიან რეგიონს ტერორისტი-ჯიჰადისტები ომის შემდეგ, წარმოგიდგენიათ, რად გადაიქცევა რეგიონი, როდესაც ისინი აქ იცხოვრებენ და იმოქმედებენ. ვითარება დამაფიქრებელია საქართველოსთვისაც. საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც მკაფიოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემი არწახისა და სომხეთის წინააღმდეგ დაქირავებული ტერორისტების დახმარებით იბრძვის. აზერბაიჯანი და თურქეთი რომ ტერორისტებს იყენებენ, ამაზე პუბლიკაციებს აქვეყნებენ ავტორიტეტული მედიებიც - BBC, The Guardian და სხვები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არწახის ფრონტის ხაზი ცივილიზაციის ფრონტი ხდება. არწახი საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის. ეს ტერორიზმი თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს, ამერიკას, ირანს, რუსეთს, საფრანგეთსა და მთლ მსოფლიოს. ამიტომ ახლა არწახი, სომეხი ხალხი გლობალური უსაფრთხოებისთვისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის.

- სჭირდება თუ არა სომხეთს რუსეთის დახმარება აზერბაიჯანის შეტევის შესაჩერებლად? იგეგმება თუ არა მოსკოვისთვის ამ თხოვნით მიმართვა?

- ბრძოლა, რომელსაც არწახის თავდაცვის არმია აწარმოებს, გამარჯვების მომტანია და საუბარი რომელიმე ქვეყნის დახმარებაზე ზედმეტად მიმაჩნია. ჩვენი იმედია სომეხი ჯარისკაცი და ღმერთი, ღმერთი კი სიმართლის მხარესაა.

- რაზეა დამოკიდებული, რომ სომხეთმა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა? ექსპერტთა ნაწილის აზრით, სომხეთი ამ ნაბიჯს მაშინ გადადგამს, თუ აზერბაიჯანმა სამხედრო წარმატებას მიაღწია. რომელი ქვეყნების თანადგომის იმედი გაქვთ ყარაბაღის აღიარებაში? წაიკითხეთ სრულად

ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამომწვევ მიზეზებზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს აზერბაიჯანულ მხარეს.

  • ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

- სომხეთის ოკუპაციური ძალების ქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა და 1949 წლის ჟენევის კონვენციის უგულებელყოფაა. სომხეთი უკვე 30-ე წელია აზერბაიჯანის საწინააღმდეგო აგრესიულ და საოკუპაციო პოლიტიკას ატარებს, რაც გამოიხატება აზერბაიჯანელი მოსახლეობის სრულ ეთნიკურ წმენდაში როგორც თავიანთ ტერიტორიაზე, ასევე აზერბაიჯანის მიწაზე. სომხეთი კატეგორიულად არ ასრულებს 1993 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციას, რომელთა თანახმად, მან დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები აზერბაიჯანის მიტაცებული ტერიტორიებიდან. თუმცა ამ ქვეყნის როგორც წინა, ასევე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენა მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა, მუდმივად ცდილობდა ეს მექანიზმი გამოეყენებინა სტატუს-კვოს გასამყარებლად, რაც ოკუპაციაზეა დაფუძნებული.გარდა ამისა, ბოლო წლებში ოფიციალური ერევნის განცხადებების პათოსში მუდმივად იგრძნობოდა, რომ "ყარაბაღი სომხეთია". ეს განწყობა იკითხებოდა მათ შეიარაღებულ პროვოკაციებში, თუნდაც მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში, რითაც, ფაქტობრივად, მოლაპარაკების შესაძლებლობის ყველანაირი სივრცე დაანგრიეს.

სომხეთში მიღებული სამხედრო დოქტრინა "ახალი ომი ახალი ტერიტორიებისთვის" ჯერ კიდევ სექტემბრის დამდეგს გაცხადდა, რასაც რეზერვისტების მობილიზაცია მოჰყვა. ერთი სიტყვით, სომხეთმა სამხედრო ავანტიურის გზა აირჩია.აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სრული პასუხისმგებლობით შეასრულეს მათ წინაშე არსებული დავალება, დაეცვათ სომხეთის თავდასხმის საფრთხის წინაშე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა. ისინი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებენ ოკუპანტებს, რომლებსაც როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის მძიმე დანაკარგი აქვთ. თავდაცვის სამინისტროს ცნობების თანახმად, 30 სექტემბრის დილით ოკუპანტების დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 2300 კაცს შეადგენს. 29 სექტემბერს ჩვენ სომხეთის მიერ ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში განლაგებული კომპლექსი ჩ-300 გავანადგურეთ. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გამათავისუფლებელ კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობენ.

- დავაზუსტოთ - აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს მთლიან ყარაბაღზე კონტროლის აღდგენამდე, თუ არის პირობა, რისი გათვალისწინებითაც ბაქო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება?

- აზერბაიჯანის არმია იბრძვის სამშობლოს გასათავისუფლებლად, თავისივე მიწაზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ არის აღიარებული. თავდაცვისა და საგარეო აგრესიის მოგერიების უფლება გამყარებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით. სამწუხაროდ, სომხეთის დესტრუქციული ქმედებების გამო გრძელვადიანმა მოლაპარაკებამ ნაყოფი არ გამოიღო, ფაქტობრივად, მან ყველაფერი გააკეთა მარცხისთვის.

ერევანში არ გაითვალისწინეს საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრი, უგულებელყვეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნები. მეტიც, ეს ქვეყანა მუდმივად მიმართავდა შეიარაღებულ პროვოკაციებს და ცეცხლს უხსნიდა მშვიდობიან მოსახლეობას.ყოველივე ეს მოწმობს, რომ სამართლიანობის აღდგენის ჟამი დადგა. სომხეთის საოკუპაციო ფორმირებებმა უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია. თუ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება არ სურთ, ეს ნებაყოფლობით უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აიძულებენ.

- გვაინტერესებს თქვენი კომენტარი სომხური მხარის ბრალდებებზე, რომელთა მიხედვით, აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში თურქეთი მონაწილეობს.

- სომხური მხარე ჯერ კიდევ კონფლიქტის პირველივე წლებში არღვევდა საერთაშორისო სამართლის კანონებს, შეცდომაში შეჰყავდა საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ახლაც თავად წამოიწყო აგრესია.ის იაფფასიანი სპეკულაციებით კონფლიქტის უფრო გამწვავებას ცდილობს, ლაპარაკობს საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობაზე და თავად საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფება ASALA-ს (თავისუფლებისთვის მებრძოლი სომხეთის საიდუმლო არმია - ავტ.) იწვევს. სომხური მხარის ინსინუაციები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მით უფრო, რომ თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებების გასამყარებლად არავითარი მტკიცებულებები არა აქვთ.

- აპირებს თუ არა ოფიციალური ბაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადების მიღებას აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების თბილისში შეხვედრის შესახებ?

- აზერბაიჯანულმა მხარემ პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ.თუ სომხეთი თანახმა იქნება, ჩვენი ტერიტორიიდან ნებაყოფლობით გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები, მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის მზად ვართ. თუმცა ისეთი შინაარსის მოლაპარაკებას, რომელიც ოკუპაციის გაგრძელების სურვილით ინიღბება, ჩვენ არ დავთანხმდებით.ეს არის აზერბაიჯანელი ხალხის ნება და ასეთია სახელმწიფოს პოზიცია.

- სომხეთი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას. როგორ ფიქრობთ, ეს ბაქოზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია? წაიკითხეთ სრულად

"თუ სომხეთი ჩვენს გაზსადენებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, ამას მათთვის ძალიან სასტიკი შედეგი მოჰყვება" - ალიევი

"აქაური სომხები არსად წავლენ, სხვა გაჭირვებულებს დააფინანსებენ და გაუშვებენ" - ოკუპირებული აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეები მიდიან

"პუტინის ვეტო თურქეთს" - რას წერს ყარაბაღის კონფლიქტზე თურქული გამოცემა