ავტორი:

გორში ათობით ბავშვი მოიწამლა

გორში ათობით ბავშვი მოიწამლა

"მთავარი არხის“ ინფორმაციით, გორში 50 ბავშვი მოიწამლა. მოზარდები დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანაში" წუხელ შეიყვანეს.

ექიმების თქმით, პაციენტებს დიარეა და გულისრევის სიმპტომები აქვთ. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო, როგორც საკვები, ასევე სასმელი წყალი.

"მთავარის“ ინფორმაციით ყველა ბავშვი კლინიკაში ერთი ლოკაციიდან, კომბინატის დასახლებიდანაა შეყვანილი.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ყოველივე წყალს უკავშირდება, რადგანაც წყლის ხარისხში მათ აქამდეც ეჭვი შეჰქონდათ

"მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში" - გამყრელიძე ბოლო დღეების ეპიდვითარებას აჯამებს

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ თამაში ჩატარდეს მაყურებლის გარეშე", - ამირან გამყრელიძე საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე