სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Porsche-ს პირველმა ელექტრო ავტომობილმა Taycan-მა, თბილისი ბათუმის გზა ერთი დამუხტვით გაიარა
Porsche-ს პირველმა ელექტრო ავტომობილმა Taycan-მა, თბილისი ბათუმის გზა ერთი დამუხტვით გაიარა

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო­ში 2020 წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, პორ­შეს პირ­ვე­ლი სპორ­ტუ­ლი ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლის, Taycan-ის ბა­ზარ­ზე გა­მო­ჩე­ნა იყო, რომ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეც სა­ქარ­თვე­ლო დრო­უ­ლად გახ­და.

ტა­ი­კანს ერთი და­მუხ­ტვით, სა­შუ­ა­ლოდ 450 კმ.-ის გავ­ლა შე­უძ­ლია. ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ერთი და­მუხ­ტვით გა­მავ­ლო­ბის მან­ძი­ლი ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა­ზე, სიჩ­ქა­რე­ზე და გზებ­ზე, ასე­ვე რო­გორ ამინ­დში და დღე/ღა­მის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ში გვი­წევს მგზავ­რო­ბა.

„პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლის­მა“ ტა­ი­კა­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის და­ტესტვა გა­და­წყვი­ტა და თბი­ლი­სი­დან სრუ­ლად და­მუხ­ტუ­ლი ტა­ი­კა­ნით და­იძ­რა. იმის გა­სარ­კვე­ვად თუ რო­გორ გა­არ­თვა თავი ტა­ი­კან­მა ამ გა­მოწ­ვე­ვას, ჩვენ „პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ დი­რექ­ტორს პეტ­რე წა­ქა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

რო­გო­რი იყო ტა­ი­კა­ნის­თვის გზა თბი­ლი­სი­დან-ბა­თუ­მამ­დე, რა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი შეხ­ვდა მას და რო­გორ ჩა­ვი­და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე?

თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ტა­ი­კან­მა ამ გა­მოწ­ვე­ვას ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე უპა­სუ­ხა. ტა­ი­კა­ნის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ო­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბევ­რი დე­ტა­ლია ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის მისი გა­მავ­ლო­ბის რე­სურ­სიც, მაგ­რამ ჩვენ­თვის და ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოც­და იყო.

ტა­ი­კა­ნი „პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სი­დან” 100%-ით და­ტე­ნი­ლი ბა­ტა­რე­ით და­იძ­რა და სრუ­ლი გზა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით და­ფა­რა. მოგ­ვი­წია ქარ­ში და წვი­მა­ში სი­ა­რუ­ლი, ვმგზავ­რობ­დით კლი­მა­ტის შე­სა­ბა­მი­სად და მთე­ლი გზის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი გვქონ­და კლი­მატ კონ­ტრო­ლი, გარ­და ამი­სა, ავ­ტო­მო­ბილს გა­და­ღე­ბე­ბის გამო ბევ­რჯერ მო­უ­წია გა­ჩე­რე­ბა-დაძ­ვრა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვიმ­გზავ­რეთ ღა­მით, რაც თა­ვის­თა­ვად მა­შუ­ქე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ყვე­ლა ეს დე­ტა­ლი მოქ­მე­დებს ბა­ტა­რე­ის რე­სურ­სზე და ავ­ტო­მო­ბი­ლი მეტ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს. ყო­ვე­ლი­ვე ჩა­მოთ­ვლი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ბა­თუმ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ ტა­ი­კანს 86 კმ.-ის გავ­ლის რე­სურ­სი კი­დევ დარ­ჩა.

რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი პორ­შე ტა­ი­კა­ნის და­მუხ­ტვა, რო­გორც ბა­თუმ­ში ისე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში?

„პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლის­მა“ ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო „ლე მე­რი­დი­ა­ნის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნა­თავ­სა პორ­შეს ელექტრო დამ­ტე­ნე­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც ტა­ი­კა­ნის ყვე­ლა მფლო­ბელს ნე­ბის­მი­ერ დროს, სრუ­ლი­ად უფა­სოდ შე­უძ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქა­ლა­ქებს, ან თუნ­დაც ბა­თუმს, ტა­ი­კანს მოჰ­ყვე­ბა სახ­ლის დამ­ტე­ნი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მუხ­ტვას 6-7 სა­ათ­ში ახ­დენს და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მის დე­ნის წყა­როს­თან მი­ერ­თე­ბით.

ტა­ი­კა­ნის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ „პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლის­ში“, დ. აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი მე-12 კმ, №5; ან და­უ­კავ­შირ­დით ქოლ ცენ­ტრს: 032 2 244 911; 591 280 280.

NS

sponsored by ContentRoom
ავტორი:

Porsche-ს პირველმა ელექტრო ავტომობილმა Taycan-მა, თბილისი ბათუმის გზა ერთი დამუხტვით გაიარა

Porsche-ს პირველმა ელექტრო ავტომობილმა Taycan-მა, თბილისი ბათუმის გზა ერთი დამუხტვით გაიარა

საავტომობილო სფეროში 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, პორშეს პირველი სპორტული ელექტრო ავტომობილის, Taycan-ის ბაზარზე გამოჩენა იყო, რომლის თანამონაწილეც საქართველო დროულად გახდა.

ტაიკანს ერთი დამუხტვით, საშუალოდ 450 კმ.-ის გავლა შეუძლია. ელექტრო ავტომობილების ერთი დამუხტვით გამავლობის მანძილი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ავტომობილის მართვაზე, სიჩქარეზე და გზებზე, ასევე როგორ ამინდში და დღე/ღამის რომელ მონაკვეთში გვიწევს მგზავრობა.

„პორშე ცენტრი თბილისმა“ ტაიკანით საქართველოში ყველაზე პოპულარული მიმართულების თბილისი-ბათუმის დატესტვა გადაწყვიტა და თბილისიდან სრულად დამუხტული ტაიკანით დაიძრა. იმის გასარკვევად თუ როგორ გაართვა თავი ტაიკანმა ამ გამოწვევას, ჩვენ „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორს პეტრე წაქაძეს დავუკავშირდით.

როგორი იყო ტაიკანისთვის გზა თბილისიდან-ბათუმამდე, რა დაბრკოლებები შეხვდა მას და როგორ ჩავიდა დანიშნულების ადგილზე?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაიკანმა ამ გამოწვევას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უპასუხა. ტაიკანის შესახებ მსოფლიოშიც და საქართველოშიც ბევრი დეტალია ცნობილი, მათ შორის მისი გამავლობის რესურსიც, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მისი შესაძლებლობების საქართველოში გამოცდა იყო.

ტაიკანი „პორშე ცენტრი თბილისიდან” 100%-ით დატენილი ბატარეით დაიძრა და სრული გზა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სიჩქარით დაფარა. მოგვიწია ქარში და წვიმაში სიარული, ვმგზავრობდით კლიმატის შესაბამისად და მთელი გზის განმავლობაში ჩართული გვქონდა კლიმატ კონტროლი, გარდა ამისა, ავტომობილს გადაღებების გამო ბევრჯერ მოუწია გაჩერება-დაძვრა, გარკვეული პერიოდი ვიმგზავრეთ ღამით, რაც თავისთავად მაშუქების გამოყენებას საჭიროებს, ყველა ეს დეტალი მოქმედებს ბატარეის რესურსზე და ავტომობილი მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ყოველივე ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით ბათუმში ჩასვლის შემდეგ ტაიკანს 86 კმ.-ის გავლის რესურსი კიდევ დარჩა.

როგორ არის შესაძლებელი პორშე ტაიკანის დამუხტვა, როგორც ბათუმში ისე საქართველოს სხვა ქალაქებში?

„პორშე ცენტრი თბილისმა“ ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ ტერიტორიაზე განათავსა პორშეს ელექტრო დამტენები, რომლის გამოყენებაც ტაიკანის ყველა მფლობელს ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ შეუძლია. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ან თუნდაც ბათუმს, ტაიკანს მოჰყვება სახლის დამტენი, რომელიც ავტომობილის დამუხტვას 6-7 საათში ახდენს და მისი გამოყენება შესაძლებელია შესაბამის დენის წყაროსთან მიერთებით.

ტაიკანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „პორშე ცენტრი თბილისში“, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5; ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს: 032 2 244 911; 591 280 280.

NS

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია დროებით შეწყვიტა

რა დეტალები ხდება ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტზე - "გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება"

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან, 416 აჭარაში დადასტურდა - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით