სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია" - აპირებს თუ არა შეზღუდვების შემოღებას მთავრობა?
"არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია" - აპირებს თუ არა შეზღუდვების შემოღებას მთავრობა?

ფაქ­ტია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვირუ­სის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვე გა­ვი­და, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ომ ახა­ლი ვე­რა­ფე­რი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ისევ პირ­ბა­დე, ისევ დის­ტან­ცია, ისევ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის არა­სა­ჭი­რო სო­ცი­ა­ლუ­რი თავ­შეყ­რე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა და ა.შ., - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა არის ადაპ­ტა­ცი­ის და მარ­თვის ეტაპ­ზე და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა და­იც­ვან წე­სე­ბი. მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს.

„ჩვენ როცა ვამ­ბობთ, რომ ადაპ­ტა­ცი­ის და მარ­თვის ეტაპ­ზე ვართ, პირ­ველ რიგ­ში უნდა და­ვიც­ვათ ეს წე­სე­ბი. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით მინ­და გი­თხრათ, რომ არა­ვის ეგო­ნოს, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­სურ­სი ამო­უ­წუ­რა­ვია. არ არის ასე, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­სურ­სი ამო­წურ­ვა­დია და ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი. ის წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ პირ­ვე­ლი ტალ­ღი­სას და პირ­ველ ეტაპ­ზე გვქონ­და რომ გა­ვი­მე­ო­როთ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­მე­ო­როთ, ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ ამ სამ­მა კომ­პო­ნენ­ტმა იმუ­შა­ოს ერ­თად - მო­ქა­ლა­ქემ, სა­ხელ­მწი­ფომ და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა, ყვე­ლას ჰქონ­დეს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს ამას, იმი­ტომ რომ ახლა რა­საც ვხე­დავთ, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა და რო­გორც ჩანს კი­დევ უფრო სწრა­ფი ტემ­პე­ბით, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ახლა და­უ­ფიქ­რებ­ლად რა­ღაც შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა შე­მო­ვი­ღოთ. ამას არ ვა­პი­რებთ, ასე­თი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, ასე­თი სა­ჭი­რო­ე­ბაც არ არ­სე­ბობს, ვმარ­თავთ და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ეფექ­ტუ­რი მარ­თვის ის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ აქამ­დე გვქონ­და, ეს უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ და კი­დევ უფრო მეტ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ,“ - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, რათა პრო­ცე­სე­ბი რთუ­ლი სა­მარ­თა­ვი არ გახ­დეს.

„ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­დავ­დგით ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დავ­დგით. ვაგ­რძე­ლებთ ეკო­ნო­მი­კის მუ­შა­ო­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას, მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი და სურ­ვი­ლი დღეს ეს შევ­ზღუ­დოთ, არ გვაქვს, მაგ­რამ, მე­ო­რეს მხრივ, ეს იწ­ვევს იმას, რომ ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, სხვა­ნა­ი­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი სა­მარ­თა­ვი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თერ­მოსკრი­ნინ­გი, უზ­რუნ­ველ­ყონ დე­ზინ­ფექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და კონ­ტრო­ლი თა­ვი­ანთ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, იმის­თვის, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სწრა­ფად მოხ­დეს მე­დი­კო­სე­ბის რე­ა­გი­რე­ბა.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქვს, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­სურ­სი არის შე­უ­ზღუ­და­ვი. ყვე­ლას კარ­გად უნდა ავუხ­სნათ, რომ ნე­ბის­მი­ერ რე­სურსს და პირ­ველ რიგ­ში, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­სურსს აქვს თა­ვი­სი შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მე­ლიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. შე­ზღუდ­ვებს რომ თავი ავა­რი­დოთ, უნდა და­ვიც­ვათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი - პირ­ბა­დე, დის­ტან­ცია, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი და ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რა­ში. ჩვენ არ ვამ­ბობთ არა­ვის­თვის, რომ დარ­ჩით სახ­ლში, მაგ­რამ ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს რომ ვუ­თხრათ, რომ დარ­ჩით სახ­ლში, ახლა არის სწო­რი მო­მენ­ტი ამის­თვის.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ყვე­ლას თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს, უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თერ­მოსკრი­ნინ­გი, უზ­რუნ­ველ­ყონ დე­ზინ­ფექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და კონ­ტრო­ლი თა­ვი­ანთ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, იმის­თვის, რომ სა­დაც არის გან­გაშს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, სწრა­ფად მოხ­დეს მე­დი­კო­სე­ბის რე­ა­გი­რე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, პირ­ველ რიგ­ში სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბა, სწრა­ფი გა­მოვ­ლე­ნა, შემ­დგომ 112-ის და ცხე­ლე­ბის ცენ­ტრე­ბის სწრა­ფი ტრი­ა­ჟის სის­ტე­მა, შემ­დგომ კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ახა­ლი მიდ­გო­მა მსუ­ბუ­ქი და უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი 112-ით, ტე­ლე­მე­დი­ცი­ნით და ჯან­დაც­ვის პირ­ვე­ლა­დი რომ სექ­ტო­რით ვმარ­თოთ, შემ­დგომ კა­რან­ტი­ნე­ბი და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი რა თქმა უნდა ჰოს­პიტ­ლებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგზავრი
7

ბატონო გახარია! თუთაშხიაზე რამდენჯერ ხართ ნაყურები ან წაკითხული??? და თუ ბევრჯე, მაშინ, სინდისმა უნდა შეგაწუხოთ ჯიგრულ პონტში მაინც! კოლხეთიდანხართ ბოლოს და ბოლოს! ტეხავს ამდენი თვალების დახუჭვა ყველაფერზე! პატივისცემით ...!

კოკა
35

სამწუხაროდ, ზოგიერთი ამაზე არც ფიქრობს და საერთოდ ირონიულად ფხუკუნებს სერიოზულ პრობლემაზე. ასეთ ხალხს ალბათ ანალიზის უნარი არ გააჩნია და იჯერებს მხოლოდ იმას, რაც უნდა, რომ დაიჯეროს, ანუ ქვეყნის მტრების ჩაწვეთებულს, რომ ეს არაფერია, რომ სეზონური გრიპია. ვერ იაზრებენ იმასაც, რომ ეს ,,სეზონური" უკვე სამი საზონია ცირკულირებს მთელ პლანეტაზე. ასეთი შეუგნებლების გამო ხდება იძულებული ყველა ქვეყნის მთავრობა, რომ გაამკაცროს წესები. ვისაც ელემენტარულის დაცვა არ უნდა, მიიღებს უარესს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია" - აპირებს თუ არა შეზღუდვების შემოღებას მთავრობა?

"არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია" - აპირებს თუ არა შეზღუდვების შემოღებას მთავრობა?

ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ადაპტაციის და მართვის ეტაპზე და მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები. მისივე თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე, ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, ამისთვის საჭიროა, რომ ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას, იმიტომ რომ ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს, ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე უნდა ვიფიქროთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს.

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის.

დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ სადაც არის განგაშს აუცილებლობა, სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი რომ სექტორით ვმართოთ, შემდგომ კარანტინები და მძიმე პაციენტები რა თქმა უნდა ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს

"ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს"- რას ამბობს პრემიერი კოვიდ-19-ის მომატებულ შემთხვევებზე და როგორ აპირებს მთავრობა ეპიდსიტუაციის მართვას

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"