ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და უზბეკური "ფახთაქორის" მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზ წერს.
"ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - წერს არველაძე.
შოთას კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდასტურდა.