მომღერალი და ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს (აქამდე სახლში მკურნალობდა).
"ვინაიდან ვირუსი ურტყამს ფილტვებს, თავის დაზღვევის მიზნით, გადავაყვანინე თავი საავადმყოფოში. სისხლის ანალიზი, წნევა, სიცხე, პულსი, წნევა, კარდიოგრამა, კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლში ჟანგბადის შემცველობა...
სიმპტომები უცვლელია: სიცხე პერიოდულად და ყელის ჩახეხვა. ახლა პალატაში ვარ და ასე აღარ მმოსავს. ამ ეტაპზე პნევმონია არ არის, თუმცა ვირუსს გამოვლენიდან 5-9 დღეში ახასიათებს გამწვავება და თუ რამეა, ბარემ აქ გადავიტან. თუმცა შეიძლება, საერთოდაც არ იყოს ეგრე.
ასე რომ, ორივესთვის მზად უნდა იყო. მთავარია, რომ მაინც გამოძვრები და ამ შედეგზე ფიქრი ძალიანაც დიდი სტიმულია. სხვათაშორის, ეს ფსიქოლოგიური ხრიკი ძალიან ბევრჯერ დამხმარებია (მაგალითად, სამხედრო სამსახურის პერიოდში).
იფიქრეთ მომავალსა და იმაზე, თუ როგორ ღიმილით მოიგონებთ ამ ყველაფერს მერე. ჯანმრთელობა ყველას", - წერს ბალანჩივაძე.