პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივად" აფასებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივად" აფასებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის სამ­თავ­რო­ბო ყო­ფი­ლი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას „მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვად“ აფა­სებს. ამის შე­სა­ხებ ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით-გა­რე­ჯის სა­კი­თხზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

კი­თხვა­ზე: რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით სა­ზღვრის სა­დე­მარ­კა­ციო ძვე­ლი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას? ჯაღ­მა­ი­ძემ უპა­სუ­ხა: „მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვად“.

„მგო­ნია, რომ შე­იძ­ლე­ბა ასე შე­ფა­სე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იმ შე­დე­გე­ბი­დან, რაც მათ და­დეს. ოქ­მე­ბი, რო­მელ­საც ხელი მო­ე­წე­რა ამ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში მე­ტყვე­ლებს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ბოლო ინ­სტან­ცია არ არის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. კო­მი­სი­ამ მი­ა­კუთ­ვნა ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ჩვენს მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს. რომ ყო­ფი­ლი­ყო იგი­ვე ნება ზედა ინ­სტან­ცი­ებ­შიც, სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გუ­ლი­ყო. თუმ­ცა, დღეს სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ კო­მი­სი­ის მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და ოქ­მე­ბის რე­ვი­ზია, გა­და­ხედ­ვა და ახა­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე სხვა შე­დე­გე­ბის და­დე­ბა. ახალ კო­მი­სი­ას აქვს პრინ­ცი­პუ­ლად შეც­ვლი­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, პრინ­ცი­პუ­ლად სხვა ღრმა კვლე­ვას და ავ­თენ­ტურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ეყ­რდნო­ბა მათი მიდ­გო­მე­ბი, ამი­ტომ გა­ცი­ლე­ბით მე­ტია იმე­დი. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა ვი­ცით, რომ უკავ­შირ­დე­ბო­და იმ რუ­კის მო­პო­ვე­ბას, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა, შარ­შან არ­სე­ბობ­და ამ რუ­კის ასლი, ავ­თენ­ტუ­რო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა და კო­მი­სი­ა­ში ამის გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. სი­ახ­ლე რაც არის ახლა, რა­ზეც გა­კეთ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ცხა­დე­ბა, მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ მო­პო­ვე­ბუ­ლია ის კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ავ­თენ­ტუ­რია და შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, რო­გორც სა­ფუძ­ვე­ლი სა­ზღვრის გავ­ლე­ბი­სა. თა­ვი­დან­ვე ასე უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც გა­უ­გე­ბარ ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და 1938 წლის რუ­კის ამო­ღე­ბა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი­დან და კო­მი­სია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და გა­უ­გე­ბა­რი რუ­კე­ბით. ვერ გე­ტყვით ეს რუკა რა­ტომ ამო­ი­ღეს, რა მო­ტი­ვით, ვინ იდგა მათ უკან და რო­გორ გა­ბე­დეს ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, ამას ძი­ე­ბა გვიჩ­ვე­ნებს და ჩვენც ვე­ლო­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გა­მო­კი­თხვი­სას შე­სა­ბა­მის უწყე­ბას მი­ა­წო­დეს, ჯაღ­მა­ი­ძე ამ­ბობს, მან ამის შე­სა­ხებ არ იცის.

„ზო­გა­დად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­ვით გა­რე­ჯის ლავ­რა­ში მცხოვ­რე­ბი ბე­რე­ბი არი­ან ფაქ­ტი­უ­რად ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მა­ტი­ა­ნე. მათ შე­უძ­ლი­ათ პირ­და­პირ დღე­ე­ბის და თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით აღ­წე­რონ, რო­გორ იც­ვლე­ბო­და სა­სა­ზღვრო სი­ტუ­ა­ცია.

თავ­დაც­ვის უწყე­ბებს არა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბა ჩვენ­თვის არ მო­უ­წო­დე­ბი­ათ. გა­რე­ჯის ლავ­რა­ში პრობ­ლე­მა არ არის, პრობ­ლე­მაა ქედ­ზე მდე­ბა­რე მო­ნას­ტრებ­ში - ჩი­ჩხი­ტუ­რის და უდაბ­ნოს მო­ნას­ტრებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zviadi
21

საპატრიარქო უნდა გაიწმინდოს ყველა მოღალატე ციხეში

beso
54

მივესალმები. ერთხელ მაინც მანახეთ ხილვადობით(შეიცან თავი შენის გაგება სახეზე და ადამიანები ფაქტებით საყუბრობენ) საუბრის შედეგი, თუ არა მორჩით პროჭაობას. თუ ფაქტობრივია და ფაქტობრივის სწორად წაკითხვას არა აქვს ადგილი, ეს სიზუსტით უნდა ითქვას. აქ არავითარი მიკიბ-მოკიბვით საუბარი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივად" აფასებს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივად" აფასებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას „მოღალატეობრივად“ აფასებს. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით-გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე: როგორ შეაფასებდით საზღვრის სადემარკაციო ძველი კომისიის მუშაობას? ჯაღმაიძემ უპასუხა: „მოღალატეობრივად“.

„მგონია, რომ შეიძლება ასე შეფასება გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს. ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწყვეტილებები. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. რომ ყოფილიყო იგივე ნება ზედა ინსტანციებშიც, საბოლოოდ შეიძლება დაკარგულიყო. თუმცა, დღეს სრულიად შესაძლებელია ამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების და ოქმების რევიზია, გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება. ახალ კომისიას აქვს პრინციპულად შეცვლილი სამოქმედო გეგმა, პრინციპულად სხვა ღრმა კვლევას და ავთენტურ დოკუმენტაციას ეყრდნობა მათი მიდგომები, ამიტომ გაცილებით მეტია იმედი. განახლებული კომისიის მუშაობის დაწყება ვიცით, რომ უკავშირდებოდა იმ რუკის მოპოვებას, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, შარშან არსებობდა ამ რუკის ასლი, ავთენტურობის დამტკიცება და კომისიაში ამის გამოყენება ვერ ხერხდებოდა. სიახლე რაც არის ახლა, რაზეც გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება, მდგომარეობს იმაში, რომ მოპოვებულია ის კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ავთენტურია და შესაძლებელია გამოყენებული იყოს კომისიის მუშაობაში, როგორც საფუძველი საზღვრის გავლებისა. თავიდანვე ასე უნდა წარმართულიყო მუშაობა, მაგრამ რატომღაც გაუგებარ ვითარებაში მოხდა 1938 წლის რუკის ამოღება სამუშაო პროცესიდან და კომისია ხელმძღვანელობდა გაუგებარი რუკებით. ვერ გეტყვით ეს რუკა რატომ ამოიღეს, რა მოტივით, ვინ იდგა მათ უკან და როგორ გაბედეს ასეთი რაღაცები, ამას ძიება გვიჩვენებს და ჩვენც ველოდებით“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესს და ინფორმაციას, რაც სასულიერო პირებმა გამოკითხვისას შესაბამის უწყებას მიაწოდეს, ჯაღმაიძე ამბობს, მან ამის შესახებ არ იცის.

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დავით გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ფაქტიურად ბოლო ათწლეულების მატიანე. მათ შეუძლიათ პირდაპირ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია.

თავდაცვის უწყებებს არანაირი მითითება ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. გარეჯის ლავრაში პრობლემა არ არის, პრობლემაა ქედზე მდებარე მონასტრებში - ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებში“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"