ავტორი:

"მომდევნო რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპის მდგომარეობა

"მომდევნო რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპის მდგომარეობა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, მისი მკურნალობისთვის მომდევნო რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადასვლის მომენტში თავს არც ისე კარგად გრძნობდა, ახლა კი მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

„მე უნდა დავბრუნდე, რადგან ჩვენ უნდა გავხადოთ ამერიკა დიადი, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მოუთმენლად ველოდები წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებას ისე, როგორც ის დავიწყეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის და მსოფლიო ლიდერებს თანაგრძნობისთვის.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="und" dir="ltr"><a href="https://t.co/gvIPuYtTZG">pic.twitter.com/gvIPuYtTZG</a></p>&mdash; Donald J. Trump (@realDonaldTrump) <a href="https://twitter.com/realDonaldTrump/status/1312525833505058816?ref_src=twsrc%5Etfw">October 3, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

განგაშის მაქსიმალური დონე და საყოველთაო კარანტინი - ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ დაწესდა

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

დონალდ ტრამპმა საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და მხარდამჭერებს მიესალმა - "კოვიდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერესო რამაა“