აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიკავა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონტროლი ჯებრილის, ფიზულისა და ტერტერის რაიონებში კიდევ 7 სოფელზე დაამყარა.
იქამდე კი, ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი სოფელ მაგადიზშიც აღადგინეს.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება განსაკუთრებით 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
ომი უბედურებაა რა საბაბიც არ უნდა დაედოს მას. ომს მოსდევს თანმდევ დანაშაულთა კასკადი, მაგრამ არის მეორე როგორც მორალურ- პოლიტიკური ისე სამართლებრივი მიდგომა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლა და რატომ არის სხვა სახელმწიფოს ჯარი ამ ტერიტორიაზე მის იქ ყოფნას აქვს თუ არა სამართლებრივი საფუძველი. თუ საერთაშორისო საზოგადოება რეალურადაა დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებით ამ საკითხებს გვერდს ვერ აუვლის