ავტორი:

''ნაცმოძრაობის'' აქტივისტი არიფ იუსუბოვი, რომლის დაკავების მცდელობას  ხმაური მოჰყვა, წუხელ პოლიციას ჩაბარდა

''ნაცმოძრაობის'' აქტივისტი არიფ იუსუბოვი, რომლის დაკავების მცდელობას  ხმაური მოჰყვა, წუხელ პოლიციას ჩაბარდა

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი, რომლის დაკავების მცდელობას ხმაური მოჰყვა, წუხელ ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. პოლიციის თანამშრომლები მის დაკავებას, ბოლნისის სოფელ ნახიდურში გუშინ ცდილობდნენ, თუმცა ადგილობრივებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მიიღეს სასამართლოს განაჩენი, რომლითაც იუსუბოვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

„მას შემდეგ, რაც მოვიდა ადვოკატი და პოლიციამ მოიტანა სასამართლოს განაჩენი, არიფ იუსუბოვი თვითონ მივიდა ბოლნისის პოლიციის სამმართველოში და ჩაბარდა. ერთ ადამიანს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. მოწმის ჩვენებით მან ესროლა მეორე ადამიანს სკამი. ეს იმ მომენტში, როდესაც თვითონ სცემეს იუსუფოვი და ჩვენებები არსებობს თუ როგორ ურტყა სახეში მას ფეხი გოგი მეშველიანის ძმამ. რადგან სასამართლოს განაჩენია, არიფმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს კანონმორჩილმა მოქალაქემ, რომ ჩაბრდეს და წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ახლა არის ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში და გადაიყვანენ რუსთავის დროებით იზოლატორში. 48 საათში უკვე უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი“, - განაცხადა შაშკინმა.

როგორც შაშკინმა განმარტა, საქმე ეხება აქტივისტს, რომელიც გასულ კვირას სოფელ ნახიდურში „ჩაიხანაში“„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა სცემეს.

"ბუბა კიკაბიძე კარგი გაგებით პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია" - გრიგოლ ლილუაშვილი

"მარნეულის საკრებულოს წევრმა "ოცნებიდან" ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და "ნაცმოძრაობას" შეუერთდა" - კირკიტაძე