სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ დაცული..." - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა საზოგადოებას, "საპატიო თბილისელის" წოდების მიღების შემდეგ
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ დაცული..." - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა საზოგადოებას, "საპატიო თბილისელის" წოდების მიღების შემდეგ

სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლო­ბა , ალ­ბათ, ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­პა­ტიო წო­დე­ბა, რა­ზეც ქარ­თველ­მა კაც­მა შე­იძ­ლე­ბა იოც­ნე­ბოს. ეს წო­დე­ბა გარ­და დიდი პა­ტი­ვი­სა, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგევბლო­ბაც არის, -ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლე­ბის და­ა­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლო­ბა ის მა­ღა­ლი ორი­ენ­ტი­რია, რო­მელ­ზეც მას და მის კო­ლე­გებს სწო­რე­ბა მო­უ­წევთ. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

"მინ­და, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, პი­რა­დად დე­და­ქა­ლა­ქის მერს და მთელ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლო­ბა, ალ­ბათ, ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო წო­დე­ბა, რა­ზეც ქარ­თველ­მა კაც­მა შე­იძ­ლე­ბა იოც­ნე­ბოს. ჩემ­თვის ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ეს წო­დე­ბა მო­მე­ნი­ჭა დღეს, რო­დე­საც ქა­ლა­ქი, რომ­ლის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­დაც მე და­მა­სა­ხა­ლეს, ივ­სე­ბა ახა­ლი სი­ცო­ცხლით, ახა­ლი ფე­რე­ბით. ჩვენ ყვე­ლა ვხე­დავთ უპ­რე­ცე­დენ­ტო აღმშე­ნებ­ლო­ბას. ეს წო­დე­ბა გარ­და დიდი პა­ტი­ვი­სა, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის. ეს არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ორი­ენ­ტი­რი, რო­მელ­ზეც მე და ჩემს კო­ლე­გებს მოგ­ვი­წევს სწო­რე­ბა და ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა.

და ბო­ლოს, რამ­დე­ნა­დაც დღე­ვან­დე­ლი ჯილ­დოს ფი­გუ­რან­ტე­ბი ვართ ჩვენ, ექი­მე­ბი, ჩემი კო­ლე­გე­ბის სა­ხე­ლით მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის გარ­კვე­უ­ლი მა­ტე­ბი­სა ბოლო 2 კვი­რა­ში, რაც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი და გარ­და­უ­ვა­ლი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დის გაზ­რდი­ლი მო­ბი­ლო­ბი­სა და შიდა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პი­რო­ბებ­ში, არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გაქვთ გან­გა­შის, პა­ნი­კის, რა­მე­თუ სი­ტუ­ა­ცია მთლი­ა­ნად კონ­ტრო­ლის ქვეშ არის.

ბევ­რმა ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქემ არ იცის, ალ­ბათ, და მე მინ­და ვუ­თხრა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ მა­ტე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო მყა­რად ინარ­ჩუ­ნებს მთელს ევ­რო­პა­ში 49 ქვე­ყა­ნა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის, იმ ქვეყ­ნის სტა­ტუსს, რო­მელ­საც ჰყავს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ თქვენ ხართ და­ცუ­ლი, თქვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და ჩვენ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კალ­თან ერ­თად, მო­ვახ­დენთ სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ისე, რომ არ მივ­მარ­თავთ უკი­დუ­რეს ზო­მებს, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, ჩა­კეტვე­ბი, კა­რან­ტი­ნი და სხვა“- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მავნებელო
0

მარტში რატო დაკწტეთ ამდენ ხალხს სამსახურები დააკარგინეთ

aba aba
10

ბატონი ცერქოცაძე ძალიან მაგარი ადამიანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ დაცული..." - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა საზოგადოებას, "საპატიო თბილისელის" წოდების მიღების შემდეგ

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ დაცული..." - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა საზოგადოებას, "საპატიო თბილისელის" წოდების მიღების შემდეგ

საპატიო თბილისელობა , ალბათ, ეს არის ყველაზე მაღალი საპატიო წოდება, რაზეც ქართველმა კაცმა შეიძლება იოცნებოს. ეს წოდება გარდა დიდი პატივისა, უდიდესი პასუხისმგევბლობაც არის, -ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საპატიო თბილისელების დააჯილდოვების ცერემონიალზე განაცხადა.

მისი თქმით, საპატიო თბილისელობა ის მაღალი ორიენტირია, რომელზეც მას და მის კოლეგებს სწორება მოუწევთ. თენგიზ ცერცვაძემ კოვიდ ინფექციის გართულებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"მინდა, ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ყველას, ამ შესანიშნავი საღამოს ორგანიზატორებს, პირადად დედაქალაქის მერს და მთელ ქართულ საზოგადოებას. საპატიო თბილისელობა, ალბათ, ეს არის ყველაზე მაღალი, ყველაზე საპატიო წოდება, რაზეც ქართველმა კაცმა შეიძლება იოცნებოს. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს წოდება მომენიჭა დღეს, როდესაც ქალაქი, რომლის საპატიო მოქალაქედაც მე დამასახალეს, ივსება ახალი სიცოცხლით, ახალი ფერებით. ჩვენ ყველა ვხედავთ უპრეცედენტო აღმშენებლობას. ეს წოდება გარდა დიდი პატივისა, უდიდესი პასუხისმგებლობაც არის. ეს არის ძალიან მაღალი ორიენტირი, რომელზეც მე და ჩემს კოლეგებს მოგვიწევს სწორება და ეს ადვილი არ იქნება.

და ბოლოს, რამდენადაც დღევანდელი ჯილდოს ფიგურანტები ვართ ჩვენ, ექიმები, ჩემი კოლეგების სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ მიუხედავად კოვიდის შემთხვევების გარკვეული მატებისა ბოლო 2 კვირაში, რაც იყო მოსალოდნელი და გარდაუვალი ზაფხულის პერიოდის გაზრდილი მობილობისა და შიდა შეზღუდვების მოხსნის პირობებში, არავითარი საფუძველი არ გაქვთ განგაშის, პანიკის, რამეთუ სიტუაცია მთლიანად კონტროლის ქვეშ არის.

ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ იცის, ალბათ, და მე მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად ამ მატებისა, საქართველო მყარად ინარჩუნებს მთელს ევროპაში 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ დაცული, თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და ჩვენ სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად, მოვახდენთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ არ მივმართავთ უკიდურეს ზომებს, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა, ჩაკეტვები, კარანტინი და სხვა“- განაცხადა ცერცვაძემ.

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა - "ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი დამარცხებულია"

ქუთაისში კორონავირუსი საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ - სკოლა კვლავ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

"გადავაყვანინე თავი საავადმყოფოში...მთავარია, რომ მაინც გამოძვრები", - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე