პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს
"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის მძღო­ლი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ "ტვ პირ­ველს" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლევს.

22 წლის გი­ორ­გი ხუ­მა­რაშ­ვი­ლი "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის" ეთერ­ში სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო, რო­მელ­საც მას­ზე თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი, ზუ­რაბ ბე­ქა­უ­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და.

ის იხ­სე­ნებს, რომ 17 სექ­ტემ­ბერს ბე­ქა­ურ­მა სახ­ლში მი­ა­კი­თხა, ჯერ აგი­ნა და შემ­დეგ, დე­დის თვალ­წინ სას­ტი­კად გა­უს­წორ­და.

"და­მი­ძა­ხა, გა­რეთ გა­მო­დიო. სა­ნამ გა­ვი­დო­დი, დე­და­ჩე­მი გა­რეთ დახ­ვდა. ნას­ვა­მი იყო, მეც ცოტა აგ­რე­სი­უ­ლად ვუ­თხა­რი, ჩა­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში, რა სუნი აგ­დის­თქო. ამ სი­ტყვე­ბის მერე ფი­ზი­კუ­რად მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, მეც ანა­ლო­გი­უ­რად ხე­ლით შე­ვე­ხე. მოგ­ვი­ვი­და ჩხუ­ბი" - ამ­ბობს ხუ­მა­რაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ამის შემ­დეგ ბე­ქა­უ­რი და­ე­მუქ­რა.

"მუ­ქა­რით წა­ვი­და, ახლა ნახე რას გი­ზა­მო. ამას გუ­ბერ­ნა­ტორ­თა­ნაც აქვს შე­ხე­ბა, სუს-თა­ნაც... გა­თი­შულ­ზე ვე­ღა­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე. ჩემს უკან ვინც იდგა, ანუ ოჯა­ხი, მათი და­ზი­ა­ნე­ბის უფრო შე­მე­შინ­და" - აღ­ნიშ­ნა ხუ­მა­რაშ­ვილ­მა.

რო­გორც ამ­ბობს, მომ­ხდარ შემ­თხვე­ვამ­დე ზუ­რაბ ბე­ქა­უ­რი მას თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას სთხოვ­და.

"აინ­ტე­რე­სებ­და სად ვი­ყა­ვით, ბა­ტო­ნი თა­მა­ზი სად იყო. დას­ვე­ნე­ბის დღე­საც მი­რე­კავ­და, ხვალ რას აპი­რებთ ზედგ რას აპი­რებთ. ერთი წე­ლია ამ რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობს. თუმ­ცა არა­სო­დეს სინ­ფორ­მა­ცია არ მი­მი­წო­დე­ბია" - გა­ნა­ცხა­და ხუ­მა­რაშ­ვილ­მა.

თი­ა­ნე­თის მე­რის, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის მძღოლ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა 17 სექ­ტემ­ბერს სცა­და. 22 წლის გი­ორ­გი ხუ­მა­რაშ­ვი­ლი სახ­ლში დე­დამ იპო­ვა და სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იმ დროს მძი­მე იყო, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი
31

აი ჩვენი მთავრობის სახე

ანი
9

მეჭიაური სად ბრძანდება ? მაგის ერთგულების გამო ადამიანი თავს იკლავდ და აკეთებს კომენტარს მაინც?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს

"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს

თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თვითმკვლელობა სცადა, გამოჯანმრთელების შემდეგ "ტვ პირველს" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს.

22 წლის გიორგი ხუმარაშვილი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში საუბრისას ამბობს, რომ მძიმე გადაწყვეტილება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიიღო, რომელსაც მასზე თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, ზურაბ ბექაური ახორციელებდა.

ის იხსენებს, რომ 17 სექტემბერს ბექაურმა სახლში მიაკითხა, ჯერ აგინა და შემდეგ, დედის თვალწინ სასტიკად გაუსწორდა.

"დამიძახა, გარეთ გამოდიო. სანამ გავიდოდი, დედაჩემი გარეთ დახვდა. ნასვამი იყო, მეც ცოტა აგრესიულად ვუთხარი, ჩაჯექი მანქანაში, რა სუნი აგდისთქო. ამ სიტყვების მერე ფიზიკურად მომაყენა შეურაცხყოფა, მეც ანალოგიურად ხელით შევეხე. მოგვივიდა ჩხუბი" - ამბობს ხუმარაშვილი.

მისი თქმით, ამის შემდეგ ბექაური დაემუქრა.

"მუქარით წავიდა, ახლა ნახე რას გიზამო. ამას გუბერნატორთანაც აქვს შეხება, სუს-თანაც... გათიშულზე ვეღარაფერი მოვიფიქრე. ჩემს უკან ვინც იდგა, ანუ ოჯახი, მათი დაზიანების უფრო შემეშინდა" - აღნიშნა ხუმარაშვილმა.

როგორც ამბობს, მომხდარ შემთხვევამდე ზურაბ ბექაური მას თამაზ მეჭიაურის გადაადგილებაზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა.

"აინტერესებდა სად ვიყავით, ბატონი თამაზი სად იყო. დასვენების დღესაც მირეკავდა, ხვალ რას აპირებთ ზედგ რას აპირებთ. ერთი წელია ამ რეჟიმში ვცხოვრობს. თუმცა არასოდეს სინფორმაცია არ მიმიწოდებია" - განაცხადა ხუმარაშვილმა.

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა 17 სექტემბერს სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი სახლში დედამ იპოვა და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა იმ დროს მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"ციხის კედლები ვერ მაღიარებინებს იმას, რაც არ გამიკეთებია" - რა წერს ციხიდან დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია

გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები მოზარდის მპოვნელს, ან ბავშვზე ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემენ

"მუსიკა, რომელიც დაპირისპირების მიზეზად იქცა" - "ტვ პირველი" მცხეთის საბედისწერო წვეულების კადრებს ავრცელებს