პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპარტნიორო ფონდის" მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით
"საპარტნიორო ფონდის" მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით

"სა­პატ­ნი­ო­რო ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ლურ­ჯი მოც­ვის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას მხარს უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია უჭერს. ფონ­დის ინ­ვეს­ტი­ცი­ით ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის დაბა ლა­ი­თურ­ში, 127 ჰა. მი­წის ნაკ­ვეთ­ზე გა­შენ­და ლურ­ჯი მოც­ვის პლან­ტა­ცია, მო­ე­წყო რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­წარ­მოო ხაზი და სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა.

და­ი­ნერ­გა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი და სა­წარ­მოს მი­ე­ნი­ჭა ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი სერ­ტი­ფი­კა­ტი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ პლან­ტა­ცია 2016 წელს სწო­რედ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­დე­გად გა­ფარ­თოვ­და და ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ლურ­ჯი მოც­ვის პლან­ტა­ცია გახ­და.

წელს, ზა­ფხულ­ში, მოც­ვის პლან­ტა­ცია შპს „ეფ­კომ“ სა­ჯა­რო აუქ­ცი­ო­ნის შე­დე­გად შე­ი­ძი­ნა და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეს არის ქარ­თუ­ლი მულ­ტი-პრო­ფი­ლუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია „ფორ­სა­იტ ინ­ვეს­ტმენტ გრუ­პი“, რომ­ლის მი­ზა­ნი რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ლურ­ჯი მოც­ვის აგ­რო­კომ­პა­ნი­ის შექ­მნაა", - გა­ნა­ცხა­და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ ლურ­ჯი მოც­ვის პლან­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

„გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ მიერ ლურ­ჯი მოც­ვის პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბამ ხელი შე­უ­წყო ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და სტი­მუ­ლი მის­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლურ­ჯი მოც­ვის კულ­ტუ­რი­სა და წარ­მო­ე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას. ასე რომ, დღე­ი­სათ­ვის ქარ­თულ მოცვს უკვე აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, უმ­ნიშ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს არამ­ხო­ლოდ ქარ­თულ, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ექ­სპორ­ტო ბა­ზარ­ზეც და სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც გახ­დეს ლურ­ჯი მოც­ვის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით,“ აღ­ნიშ­ნა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ფონ­დის მიერ ლურ­ჯი მოც­ვის პრო­ექ­ტში ინ­ვეს­ტი­რე­ბულ­მა თან­ხამ 2.2 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ინ­ვეს­ტი­ცი­ით შექ­მნილ სა­წარ­მო­ში მო­იკ­რი­ფა და გა­და­მუ­შავ­და 300 ტო­ნა­ზე მეტი ლურ­ჯი მოც­ვი და რე­გი­ონ­ში შე­იქ­მნა 200-ზე მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ევ­რო­პი­სა და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ლურ­ჯი მოც­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 1.2 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

R

ავტორი:

"საპარტნიორო ფონდის" მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით

"საპარტნიორო ფონდის" მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით

"საპატნიორო ფონდი საქართველოში ლურჯი მოცვის კულტურის განვითარებას მხარს უკვე მრავალი წელია უჭერს. ფონდის ინვესტიციით ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში, 127 ჰა. მიწის ნაკვეთზე გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაცია, მოეწყო რეგიონში ყველაზე დიდი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმოო ხაზი და სამაცივრე მეურნეობა.

დაინერგა საერთაშორისო სტანდარტი და საწარმოს მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატი. საგულისხმოა, რომ პლანტაცია 2016 წელს სწორედ „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა.

წელს, ზაფხულში, მოცვის პლანტაცია შპს „ეფკომ“ საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა და მოხარული ვარ, რომ ეს არის ქართული მულტი-პროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი“, რომლის მიზანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, საერთაშორისო დონის ლურჯი მოცვის აგროკომპანიის შექმნაა", - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ლურჯი მოცვის პლანტაციის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„განსაკუთრებულად სასიამოვნოა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით და სტიმული მისცა საქართველოში ლურჯი მოცვის კულტურისა და წარმოების შემდგომ განვითარებას. ასე რომ, დღეისათვის ქართულ მოცვს უკვე აქვს პოტენციალი, უმნიშნელოვანესი ადგილი დაიკავოს არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო საექსპორტო ბაზარზეც და საქართველო მართლაც გახდეს ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, ფონდის მიერ ლურჯი მოცვის პროექტში ინვესტირებულმა თანხამ 2.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციით შექმნილ საწარმოში მოიკრიფა და გადამუშავდა 300 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვი და რეგიონში შეიქმნა 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთანავე, დიდ ბრიტანეთში, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული ლურჯი მოცვის ღირებულებამ 1.2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

R

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

"ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს... ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა" - 37 წლის ქალის უმძიმესი ცხოვრება და მოგონებები პანსიონატზე