თბილისში პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარს, მის ოჯახის წევრებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხი" ავრცელებს.
არხის ცნობით, კორონავირუსი ჯვართამაღლების დღესასწაულზე 16 პირს გადაედო.
სანზონაში მდებარე მცირე ზომის ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია. ინფიცირებულები კლინიკებში არიან გადაყვანილნი.