მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის ენციკლოპედიები „გუგლის“ ეპოქაშიც ძალიან პოპულარული?
რატომ არის ენციკლოპედიები „გუგლის“ ეპოქაშიც ძალიან პოპულარული?

„მოკ­ლა“ თუ არა ვი­კი­პე­დი­ამ და „გუ­გლ­მა“ ენ­ციკ­ლო­პე­დია ანუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა? - ამ კი­თხვას დღეს ხში­რად სვა­მენ. ბევრ ჩვენ­განს მი­აჩ­ნია, რომ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ამ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამო­წუ­რა და ციფ­რულ ერა­ში მისი სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ გვიდ­გას.

რე­ა­ლუ­რად, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და ჩვენს თა­რო­ებ­ზე ჯერ კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს და ჩვენს გა­ნათ­ლე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ამ არა­თუ და­კარ­გა თა­ვი­სი ფუნ­ქცია, არა­მედ უფრო და­იხ­ვე­წა, გა­მარ­ტივ­და და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გახ­და.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის პირ­ვე­ლი ტო­მე­უ­ლი -Britannica (British Encyclopedia) 1768 წელს ედინ­ბურ­გში, შოტ­ლან­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. ეს იყო სქელყდი­ა­ნი და მრა­ვალ­ფურ­ცლი­ა­ნი წიგ­ნი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ. რა თქმა უნდა, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი მა­ნამ­დეც იქ­მნე­ბო­და, თუმ­ცა Britannica მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და უძ­ვე­ლე­სია. მისი გვერ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 32 560-ს შე­ად­გენს.

Britannica-ს გა­მო­ცე­მი­დან 2 სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი გა­ვი­და და ბოლო რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლია „ვი­კი­პე­დი­ა­სა“ და „გუ­გლის“ სის­წო­რის იმე­დად აღ­მოვ­ჩნდით. რა­ტომ „იმე­დად“? – „გუ­გლ­ში“ მო­ძი­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ხში­რად გა­და­მოწ­მე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რად­გან „ვი­კი­პე­დი­ა­ში“ არა­სა­მეც­ნი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მიერ და­წე­რილ­მა მა­სა­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა­ში შეგ­ვიყ­ვა­ნოს. რთუ­ლია, ინ­ფორ­მა­ცი­ის ოკე­ა­ნე­ში კა­უ­ჭი სწო­რად გა­მოს­დო იმას, რაც რე­ა­ლუ­რად გჭირ­დე­ბა. მე­ტყვით, „მთა­ვა­რია, ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად მო­ძი­ე­ბა იცო­დეო“ და მარ­თლაც ასეა, მაგ­რამ სწო­რად მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბაც ხში­რად ისევ წიგ­ნებ­ში - ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებ­ში გვი­წევს.

კი­თხვას - წიგ­ნი თუ კომ­პი­უ­ტე­რი უკვე იშ­ვი­ა­თად გა­ი­გო­ნებთ, რად­გან წლე­ბია, შევ­თან­ხმდით, რომ ორი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბის პრო­ცეს­ში. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­სა და „გუ­გლ­სა“ და“ვი­კი­პე­დი­ა­ში“ მო­ძი­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეც.

ახა­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი არა ვრცელ ტექ­სტებ­სა და რთულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ზე, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლურ ნა­წილ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­ტი­ვად გად­მო­ცე­მა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

დღეს, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ბავ­შვო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი. გარ­და იმი­სა, რომ ბავ­შვე­ბი ხე­ლით ეხე­ბი­ან წიგნს და ეჩ­ვე­ვი­ან მისი კი­თხვის კულ­ტუ­რას, ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ვი­ზუ­ა­ლი­თაც.

ამას­თან, მშობ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ბავ­შვი სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს და კარგ ენ­ცი­ლო­პე­დი­ა­ში ფი­ნან­სებს არ ზო­გა­ვენ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რულ ხდე­ბა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი, რო­მე­ლიც მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი და სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მკი­თხვე­ლი ჰყავს. ასე­თი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის, ინ­ტე­რე­სი­სა თუ ჰო­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს.

ასე­თი არის „დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია“, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კის გამო, არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში „იმოგ­ზა­უ­რა“. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ვერ შეხ­ვდე­ბით ფო­ტო­მა­სა­ლას, არა­მედ დე­და­მი­წის, ცხო­ვე­ლე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბი­სა თუ სხვა კა­ტე­გო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თან ახ­ლავს შე­სა­ბა­მი­სი ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც საგ­ნის სკრუ­პუ­ლო­ზუ­ლად გა­მო­სახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. სწო­რედ ამ­გვა­რი და­სუ­რა­თე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლო­ბი­სა და სან­დო­ო­ბის გამო გახ­და გა­მო­ცე­მა მო­თხოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა გა­და­წყვი­ტა, "დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია" 7 ტო­მად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, ხემ­ლი­საწ­ვდომ ფა­სად გა­მოს­ცეს. ეს არის გა­მო­ცე­მა მთე­ლი ოჯა­ხი­სათ­ვის, ყვე­ლა ასა­კი­სა თუ ინ­ტე­რე­სის ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. პირ­ვე­ლი ტომი დე­და­მი­წას, მცე­ნა­რე­ებ­სა და ცხო­ვე­ლებს ეხე­ბა და ის გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად 5 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ვა. მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 10.00 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად 11.50.

ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში თავ­მოყ­რი­ლია 25 000 გან­მარ­ტე­ბა, 8000 დე­ტა­ლუ­რი ილუსტრა­ცია, ყვე­ლა ტერ­მი­ნი ორ ენა­ზე - ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად.

"დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია "შე­იქ­მნა იმი­სათ­ვის, რომ თქვენ ად­ვი­ლად იპო­ვოთ სა­ჭი­რო სი­ტყვე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რატომ არის ენციკლოპედიები „გუგლის“ ეპოქაშიც ძალიან პოპულარული?

რატომ არის ენციკლოპედიები „გუგლის“ ეპოქაშიც ძალიან პოპულარული?

„მოკლა“ თუ არა ვიკიპედიამ და „გუგლმა“ ენციკლოპედია ანუ ინფორმაციის მიღების ტრადიციული საშუალება? - ამ კითხვას დღეს ხშირად სვამენ. ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, რომ ენციკლოპედიამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ციფრულ ერაში მისი საჭიროება აღარ გვიდგას.

რეალურად, ენციკლოპედიები წიგნის მაღაზიებსა და ჩვენს თაროებზე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ჩვენს განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ენციკლოპედიამ არათუ დაკარგა თავისი ფუნქცია, არამედ უფრო დაიხვეწა, გამარტივდა და თანამედროვეობაზე მორგებული გახდა.

მსოფლიოში ცნობილი ენციკლოპედიის პირველი ტომეული -Britannica (British Encyclopedia) 1768 წელს ედინბურგში, შოტლანდიაში გამოქვეყნდა. ეს იყო სქელყდიანი და მრავალფურცლიანი წიგნი ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ. რა თქმა უნდა, ენციკლოპედიები მანამდეც იქმნებოდა, თუმცა Britannica მსოფლიოში ცნობილი, ავტორიტეტული და უძველესია. მისი გვერდების რაოდენობა 32 560-ს შეადგენს.

Britannica-ს გამოცემიდან 2 საუკუნეზე მეტი გავიდა და ბოლო რამდენიმე ათწლეულია „ვიკიპედიასა“ და „გუგლის“ სისწორის იმედად აღმოვჩნდით. რატომ „იმედად“? – „გუგლში“ მოძიებულ ინფორმაციას ხშირად გადამოწმება ესაჭიროება, რადგან „ვიკიპედიაში“ არასამეცნიერო განათლების მქონე პირების მიერ დაწერილმა მასალებმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. რთულია, ინფორმაციის ოკეანეში კაუჭი სწორად გამოსდო იმას, რაც რეალურად გჭირდება. მეტყვით, „მთავარია, ინფორმაციის სწორად მოძიება იცოდეო“ და მართლაც ასეა, მაგრამ სწორად მოძიებული ინფორმაციის გადამოწმებაც ხშირად ისევ წიგნებში - ენციკლოპედიებში გვიწევს.

კითხვას - წიგნი თუ კომპიუტერი უკვე იშვიათად გაიგონებთ, რადგან წლებია, შევთანხმდით, რომ ორივე მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების პროცესში. იგივე შეიძლება ითქვას ენციკლოპედიასა და „გუგლსა“ და“ვიკიპედიაში“ მოძიებულ ინფორმაციაზეც.

ახალი ენციკლოპედიები არა ვრცელ ტექსტებსა და რთულ ტერმინოლოგიაზე, არამედ ვიზუალურ ნაწილსა და ინფორმაციის მარტივად გადმოცემაზეა ორიენტირებული.

დღეს, დიდი პოპულარობით სარგებლობს საბავშვო ენციკლოპედიები. გარდა იმისა, რომ ბავშვები ხელით ეხებიან წიგნს და ეჩვევიან მისი კითხვის კულტურას, ინტერესდებიან ვიზუალითაც.

ამასთან, მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვი სანდო ინფორმაციას იღებს და კარგ ენცილოპედიაში ფინანსებს არ ზოგავენ.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულ ხდება ენციკლოპედიები, რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველი ჰყავს. ასეთი ენციკლოპედიისგან ინფორმაციის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის, ინტერესისა თუ ჰობის მქონე ადამიანს.

ასეთი არის „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“, რომელიც თავისი სპეციფიკის გამო, არაერთ ენაზე ითარგმნა და ფაქტობრივად, მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში „იმოგზაურა“. ენციკლოპედიაში ვერ შეხვდებით ფოტომასალას, არამედ დედამიწის, ცხოველების, მცენარეებისა თუ სხვა კატეგორიების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან ახლავს შესაბამისი ნახატი, რომელიც საგნის სკრუპულოზულად გამოსახვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამგვარი დასურათების, ინფორმაციულობისა და სანდოობის გამო გახდა გამოცემა მოთხოვნადი და პოპულარული.

გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" 7 ტომად გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ხემლისაწვდომ ფასად გამოსცეს. ეს არის გამოცემა მთელი ოჯახისათვის, ყველა ასაკისა თუ ინტერესის ადამიანისათვის. პირველი ტომი დედამიწას, მცენარეებსა და ცხოველებს ეხება და ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად 5 ოქტომბერს გამოვა. მისი სპეციალური ფასი იქნება 10.00 ლარი, გაზეთთან ერთად 11.50.

ენციკლოპედიაში თავმოყრილია 25 000 განმარტება, 8000 დეტალური ილუსტრაცია, ყველა ტერმინი ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად.

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია "შეიქმნა იმისათვის, რომ თქვენ ადვილად იპოვოთ საჭირო სიტყვები.

ჟურნალ "გზასთან" ერთად, სერიის "ომებსა და ადამიანებზე" პირველი წიგნი "შინდლერის სია" გამოვიდა

პროექტები, რომლებმაც საქართველოში შექმნა ლიტერატურული ისტორია

რა ზეგავლენას ახდენს ომი ლიტერატურაზე? - წიგნები, რომლებიც ომის შთაგონებითაა შექმნილი