თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის, გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა. გორის რაიონში დაბადებული ოსი პოეტი, 1952 წლიდან აქვეყნებდა ლექსებს ქართულ და ოსურ ენებზე. მან ქართულ ენაზე თარგმნა კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედება და პირიქით, ოსურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, ირაკლი აბაშიძის ნაწარმოებები...
46 წლის ასაკში გარდაცვლილი ოსი პოეტი, ცხინვალის სასაფლაოზეა დაკრძალული.
2019 წლის 19-21 დეკემბერს, ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემ, რომელიც საკუთარი ინიციატივით გადავიდა ცხინვალში, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის “სასამართლო პროცესზე” დასასწრებად, გიორგი ბესთაუთის საფლავიც მოინახულა. თბილისში დაბრუნებულის შემდეგ კი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით მიმართა, მისი სახელი დედაქალაქის რომელიმე ქუჩას მინიჭებოდა.
“2020 წლის 1-ლ ოქტომბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა შესაბაბისი კომისიის გადაწყვეტილება და სამგორის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. ვაპირებ, მივმართო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას პოეტის სათანადოდ უკვდავყოფა მოხდეს ცხინვალშიც, რადგან მიმაჩნია, რომ მსგავსი საქმეები ორ ერს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანებაში დაგვეხამრება...” - აცხადებს ბადრი მანჯავიძე.