სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი შალახო აკლდათ და ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია" - რომან გოცირიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე
"ერთი შალახო აკლდათ და ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია" - რომან გოცირიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

ერთი შა­ლა­ხო აკ­ლდათ და შემ­დეგ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა - "შენ და­უ­კარ, უპა­ტარ­ძლო ქორ­წი­ლია". სად არის პროგ­რა­მა? - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­სა და პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას.

რო­გორც რო­მან გო­ცი­რი­ძე ამ­ბობს, ეს იყო "ის­ტო­რი­ულ სა­ნაგ­ვე­ში მი­მა­ვა­ლი პარ­ტი­ის რექ­ვი­ე­მი", რო­მელ­საც ხალ­ხის­თვის სათ­ქმე­ლი აღა­რა­ფე­რი აქვს და არც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა გა­აჩ­ნია.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა იყო სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თვა, რო­მელ­საც ის ერთი ბოლო სათ­ქმე­ლიც არ შე­მორ­ჩა, რაც ჰქონ­და ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, როცა შე­ეხ­ვე­წა ხალ­ხს, ერთი წელი მო­მე­ცით და ისე და­ვა­ლა­გებ ამ ქვე­ყა­ნას, რო­გორც და­გი­ბა­რე­ბი­ა­თო, მა­ში­ნაც აღარ და­ა­ყო­ლა ევ­რო­პას და ამე­რი­კას გა­ვაკ­ვირ­ვე­ბო, რო­გორ გა­აკ­ვირ­ვა, კი ვი­ცით ყვე­ლამ - ევ­რო­პაც გა­აკ­ვირ­ვა, ამე­რი­კაც და შოკ­ში ჩა­აგ­დო ქარ­თვე­ლი ხალ­ხი.

ეს არის ის­ტო­რი­ულ სა­ნაგ­ვე­ში მი­მა­ვა­ლი პარ­ტი­ის რექ­ვი­ე­მი. გზებს და­ვა­გე­ბო, რისი გზე­ბის დამ­გე­ბია, 20-ფურ­ცლი­ა­ნი ქა­ღალ­დი ვერ მო­უ­ტა­ნი­ათ იდე­ე­ბით ჩა­მო­წე­რი­ლი. ამი­ტომ მო­ი­ტა­ნონ პროგ­რა­მა, მაგ­რამ მას­ში რა იქ­ნე­ბა? - ისე­თი­ვე სიც­რუე, რაც გვი­ნა­ხავს. რად­გან იმ ფილ­მით და­ვი­წყე - „და­უ­კა­რით, უპა­ტარ­ძლო ქორ­წი­ლი­აო“ - ხალ­ხო, რაც გი­ნა­ხავთ ვე­ღარ ნა­ხავთ,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ­დე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია კი­დევ ერთი თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის.

"გუ­შინ პროგ­რა­მა წარ­მო­ად­გი­ნეს, დიდი ქორ­წი­ლი გა­მარ­თეს და პა­ტარ­ძა­ლი არ იყო. ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მო­რი­გი სიც­რუე და თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა. პროგ­რა­მა კი არ წარ­მო­ად­გი­ნეს, შე­ე­ცად­ნენ თა­ვი­ან­თი 8-წლი­ა­ნი სა­ში­ნე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის გა­მარ­თლე­ბას, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა ჩა­აგ­დო უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში. ილა­პა­რა­კეს წარ­სულ­ზე, 8-წლი­ან წარ­სულ­ზე კი არ ილა­პა­რა­კეს, რო­მელ­მაც უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას, არა­მედ მთე­ლი დრო და­ეთ­მო 8 წლის წი­ნა­მორ­ბე­დი 9-წლი­ა­ნი წარ­სუ­ლის ძა­გე­ბას, ილა­პა­რა­კეს 17 წლის წი­ნან­დელ ამ­ბებ­ზე. რო­მე­ლი 17 წელი?

ის მო­ყე­ვი 17 დღის მერე რა მოხ­დე­ბა და რა ელის ლარს და ფა­სებს. არც ერთი სი­ტყვა ეკო­ნო­მი­კა­ზე, მათ­თვის ძა­ლი­ან მწა­რეა ისე­თი ცნე­ბა, რო­გო­რიც არის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. რო­მელ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზეა სა­უ­ბა­რი, როცა ამ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ტის­ტი­კუ­რი ცდო­მი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში იყო ე.წ. ზრდა, სა­დღაც 2-2.5 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში. და­აქ­ცი­ეს ეკო­ნო­მი­კა, ქვე­ყა­ნა წა­ლე­კა კო­რუფ­ცი­ამ და ბი­უ­ჯე­ტის ძარ­ცვამ. გამ­დიდ­რდა ივა­ნიშ­ვი­ლი და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კას­ტა ბი­უ­ჯე­ტი­დან ნა­პა­რა­ვი ფუ­ლით და ახლა პარ­ლა­მენ­ტის სი­ებ­ში წა­მოყ­ვეს თავი მეღ­ვი­ნე­ებ­მა, რომ კი­დევ ერთხელ მო­ი­პა­რონ ბი­უ­ჯე­ტის ფული. ვერ მო­ეს­წრე­ბი­ან, აქ სხვა პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი.

სა­მარ­ცხვი­ნოა, ვერ მო­ით­მი­ნეს ერთი თვე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ 25 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მოყ­ვეს ათა­სი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სას­ყი­დად, ეს ხომ ხალ­ხის და­ცინ­ვაა? ხალ­ხი მში­ე­რია და ისი­ნი ფიქ­რო­ბენ კომ­ფორ­ტუ­ლად სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ზე, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­თვის არის ეს ფული გა­მო­ყო­ფი­ლი, მი­ნის­ტრებს ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი მო­უნ­დათ,“ - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გუ­შინ სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­სა და პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუპონჩიკ:))
257

შალახო და ჩიტო-გრიტო შენსკენ მოიკითხეეეეეე :))))))))

ვაი კუპონას
157

ისე ნაცებს მეორე ნომრად კუპონა რო გაეშვათ ჯობდა ბუბა ბაბუა და რომან ბაბუა ეჰ შენ თუ ვინმეზე ხმა ამოგეღება მართლა წასულია საქართველოს საქმე გოცირიძევ.

ავტორი:

"ერთი შალახო აკლდათ და ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია" - რომან გოცირიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

"ერთი შალახო აკლდათ და ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია" - რომან გოცირიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

ერთი შალახო აკლდათ და შემდეგ ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია". სად არის პროგრამა? - ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" საარჩევნო სიისა და პროგრამის პრეზენტაციას.

როგორც რომან გოცირიძე ამბობს, ეს იყო "ისტორიულ სანაგვეში მიმავალი პარტიის რექვიემი", რომელსაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი აქვს და არც წინასაარჩევნო პროგრამა გააჩნია.

"ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო სასოწარკვეთილი ადამიანის მიმართვა, რომელსაც ის ერთი ბოლო სათქმელიც არ შემორჩა, რაც ჰქონდა ბოლო არჩევნების დროს, როცა შეეხვეწა ხალხს, ერთი წელი მომეცით და ისე დავალაგებ ამ ქვეყანას, როგორც დაგიბარებიათო, მაშინაც აღარ დააყოლა ევროპას და ამერიკას გავაკვირვებო, როგორ გააკვირვა, კი ვიცით ყველამ - ევროპაც გააკვირვა, ამერიკაც და შოკში ჩააგდო ქართველი ხალხი.

ეს არის ისტორიულ სანაგვეში მიმავალი პარტიის რექვიემი. გზებს დავაგებო, რისი გზების დამგებია, 20-ფურცლიანი ქაღალდი ვერ მოუტანიათ იდეებით ჩამოწერილი. ამიტომ მოიტანონ პროგრამა, მაგრამ მასში რა იქნება? - ისეთივე სიცრუე, რაც გვინახავს. რადგან იმ ფილმით დავიწყე - „დაუკარით, უპატარძლო ქორწილიაო“ - ხალხო, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ,"- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი პრეზენტაცია კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა იყო ქართველი ხალხისთვის.

"გუშინ პროგრამა წარმოადგინეს, დიდი ქორწილი გამართეს და პატარძალი არ იყო. ეს არის "ქართული ოცნების" მორიგი სიცრუე და თვალში ნაცრის შეყრა. პროგრამა კი არ წარმოადგინეს, შეეცადნენ თავიანთი 8-წლიანი საშინელი მმართველობის გამართლებას, რომელმაც ქვეყანა ჩააგდო უკიდურეს სიღარიბეში. ილაპარაკეს წარსულზე, 8-წლიან წარსულზე კი არ ილაპარაკეს, რომელმაც უბედურება მოუტანა ქვეყანას, არამედ მთელი დრო დაეთმო 8 წლის წინამორბედი 9-წლიანი წარსულის ძაგებას, ილაპარაკეს 17 წლის წინანდელ ამბებზე. რომელი 17 წელი?

ის მოყევი 17 დღის მერე რა მოხდება და რა ელის ლარს და ფასებს. არც ერთი სიტყვა ეკონომიკაზე, მათთვის ძალიან მწარეა ისეთი ცნება, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა. რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, როცა ამ 8 წლის განმავლობაში სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში იყო ე.წ. ზრდა, სადღაც 2-2.5 პროცენტის ფარგლებში. დააქციეს ეკონომიკა, ქვეყანა წალეკა კორუფციამ და ბიუჯეტის ძარცვამ. გამდიდრდა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული კასტა ბიუჯეტიდან ნაპარავი ფულით და ახლა პარლამენტის სიებში წამოყვეს თავი მეღვინეებმა, რომ კიდევ ერთხელ მოიპარონ ბიუჯეტის ფული. ვერ მოესწრებიან, აქ სხვა პარლამენტი იქნება და სხვა ადამიანები.

სამარცხვინოა, ვერ მოითმინეს ერთი თვე, წინასაარჩევნოდ 25 მილიონი ლარი გამოყვეს ათასი მსუბუქი ავტომობილის შესასყიდად, ეს ხომ ხალხის დაცინვაა? ხალხი მშიერია და ისინი ფიქრობენ კომფორტულად საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე, სამინისტროებისთვის არის ეს ფული გამოყოფილი, მინისტრებს ახალი მანქანები მოუნდათ,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ საარჩევნო სიისა და პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

"სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას, სამხედრო ტვირთი არ დაფიქსირებულა" - რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

"კვირას ათენში თანამემამულეებს ვხვდები... ივანიშვილმა კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს პროვოკაციის მოწყობა" - სააკაშვილი

"ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?" - გიგი უგულავა