ავტორი:

"38 კრიტიკულად მძიმე პაციენტია" - კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 78 თბილისში დაფიქსირდა

"38 კრიტიკულად მძიმე პაციენტია" - კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 78 თბილისში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში - 78 პაციენტია, იმერეთში - 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში - 3, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთში - 1“, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 295-ით გაიზარდა.

დღეს 750 000 ლარი თამაშდება!

"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ლეგნედარული კინოგმირი, ექიმი, განუმეორებელი თამადა და უბრალოდ, "დიდი გულის ადამიანი" თემიკო ჩირგაძე

"ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი 14-დღიან თვითიზოლაციაში გადავა" - ის, რაც მოსახლეობამ ახალ მიდომებზე უნდა იცოდეს