პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს", - არეშიძე
"თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს", - არეშიძე

თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი სომ­ხე­თის სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა, ასეთ დროს, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო კო­რი­დო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ინ­დო­მებს; ეს უკვე ნიშ­ნავს რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ას და ამ სცე­ნარ­ში სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტმა, კონ­ფლიქ­ტო­ლოგ­მა მა­მუ­კა არე­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ექ­სპერ­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ომში ჩარ­თულ­მა ქვეყ­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბის მო­წყო­ბა მო­ინ­დო­მონ.

"უფრო რბი­ლი თემა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი, ეს არის რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი, ეს არის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ჩე­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ ძა­ლი­ან ვართ მიბ­მუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კა­ზე, რაც ნიშ­ნავს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კა­ტას­ტორ­ფას იმი­ტომ, რომ დევ­ნი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი­ან.

ასე­ვე, სომ­ხე­თის მო­მა­რა­გე­ბა სურ­სა­თით ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ომში ჩარ­თულ­მა ქვეყ­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ინ­დო­მონ ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბის მო­წყო­ბა, ენერ­გო­კო­რი­დო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სცე­ნა­რი ბევ­რია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ამ უნდა სძლი­ოს სი­ტუ­ა­ცი­ას. ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ცხელ, ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­დას­ვლა ეს არის კა­ტას­ტრო­ფა რე­გი­ო­ნის­თვის და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

კონ­ფლიქ­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ყვე­ლას ინ­ტე­რეს­შია და თუ მსხვილ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მა ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მეს, მათ შე­უძ­ლი­ათ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რონ.

"მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ყვე­ლა­ზე უკე­თე­სია ცე­ცხლის შე­წყვე­ტა და გა­ყინ­ვა იმ სტა­დი­ა­ში, რო­მელ­შიც ახ­ლაა. ძა­ლი­ან რთუ­ლია დად­გინ­დეს, მა­გა­ლი­თად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რის­თვის ზუს­ტი ამო­ცა­ნე­ბი. უნ­დათ მათ იმ 5 რა­ი­ო­ნის დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ყა­რა­ბა­ღის გარ­შე­მოა და და­კა­ვე­ბუ­ლია სომ­ხუ­რი შე­ნა­ერ­თე­ბის მიერ თუ ისი­ნი ყა­რა­ბაღ­ზე შე­ტე­ვას აპი­რე­ბენ, თუ მხო­ლოდ 5 რა­ი­ო­ნის და­კა­ვე­ბა სურთ?! ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტას უნდა ვე­ლო­დოთ მას შემ­დეგ, რაც ამ 5 რა­ი­ონს და­ი­კა­ვე­ბენ. იმი­სათ­ვის, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ამ­ბი­ცია ნა­წი­ლობ­რივ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს და სათ­ქმე­ლი ჰქონ­დეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ გა­მარ­ჯვე­ბას.

თუ მათი ამო­ცა­ნა ყა­რა­ბა­ღის და­კა­ვე­ბაა, ეს ნიშ­ნავს იმ გზით წას­ვლას, რაც ხდე­ბა სი­რი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სი­რი­ა­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თუ მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი არი­ან და თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ეს ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბა. აქაც არის გან­სხვა­ვე­ბა - აქ არის თურ­ქე­თი და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, სხვა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, მაგ­რამ ისე­თი რა­დი­კა­ლიზ­მი, რო­გო­რიც სი­რი­ა­შია ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის.

ამი­ტომ, მე მა­ინც ვთვლი, რომ თუ მსხვილ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მა ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მეს, მათ შე­უძ­ლი­ათ, რომ შე­ა­ჩე­რონ პრო­ცე­სი. თუ მათ რი­ტო­რი­კას და­ვეყ­რდნო­ბით ევ­რო­პის რი­ტო­რი­კა, რუ­სე­თის რი­ტო­რი­კა და აშშ-ის რი­ტო­რი­კა ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა, მაგ­რამ ამ რი­ტო­რი­კებ­შიც არის გან­სხვა­ვე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა მოხ­და, რუ­სეთს უნდა, რომ თა­ვი­სი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი ჩა­ა­ყე­ნოს მთელ პე­რი­მეტრზე სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­პი­რირსპი­რე­ბის. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა კავ­კა­სი­ა­ში ერ­თი­ა­თად გა­იზ­რდე­ბა. ეს არის რუ­სე­თის ამო­ცა­ნა - ცე­ცხლის შე­წყვე­ტა, ოღონდ ამ პი­რო­ბით. და­სავ­ლეთს სხვა ამო­ცა­ნე­ბი აქვს, მაგ­რამ ისი­ნიც ცე­ცხლის შე­წყვე­ტას ემ­ხრო­ბი­ან. ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცე­ცხლის შე­წყვე­ტა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის კო­რი­დო­რი არ ჩა­ი­კე­ტოს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ცნო­ბის­თვის, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. გუ­შინ სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბი­დან, აზერ­ბა­ჯა­ნულ­მა მხა­რემ და­ახ­ლო­ე­ბით, 1300 ჯა­რის­კა­ცი, 95 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი, 12 შვე­ულმფრე­ნი, 181 ტან­კი და ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, 5 საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი, 2 Smerch-ის ტი­პი­სა და 3 TOS1A-ს ტი­პის მძი­მე სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მე­ბი და­კარ­გა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
12

რუსეთი საქართველოს ტერიტორიას ვერ გამოიყენებს იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ მაშინ მართლა აგრესორის სახელს დაიმკვიდრებს,ხოლო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებლობის " აღიარება უკან უნდა წაიღოს.

რუსეთი ამ ორი რეგიონის აღიარებას იმით ხსნის ,რომ საქართველო იყო აგრესორი,ხოლო ისევ,თუ შემოვიდა მაშინ რითი ახსნის აგრესიას ?

დადგა დრო,როცა საქართველო ნატოში ,მაპით უნდა მიიღონ,რადგანაც საქართველომ დაამტკიცა,რომ არის დასავლეთის ერთგული პარტნიორი.

ახლა სათავეში "ცხელი თავები" არ გვინდა,ახლა გვინდა გაწონასწორებული,დალაგებული პოლიტიკის გამტარებელი მთავრობა.

ანნა
0

კონსტანტინე გამსახურდია თავის ნაწარმოებებში იყენებდა ტერმინს მუცლითმეზღაპრენი , სწორედ მათ მაგონებს დღევანდელი ქართველი და უცხოელი ექსპერტები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს", - არეშიძე

"თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს", - არეშიძე

თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, ასეთ დროს, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს; ეს უკვე ნიშნავს რუსეთთან კონფრონტაციას და ამ სცენარში საქართველო ძალიან ცუდად იქნება ჩართული, - ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ომში ჩართულმა ქვეყნებმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობა მოინდომონ.

"უფრო რბილი თემა, მაგრამ არანაკლებ კატასტროფული, ეს არის რეგიონის ეკონომიკური კოლაფსი, ეს არის საინვესტიციო გარემოს პრაქტიკულად შეჩერება, ეკონომიკური აქტივობის შემცირება. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ვართ მიბმული აზერბაიჯანის და თურქეთის ეკონომიკაზე, რაც ნიშნავს ჰუმანიტარულ კატასტორფას იმიტომ, რომ დევნილები აუცილებლად იქნებიან.

ასევე, სომხეთის მომარაგება სურსათით ძალიან რთული იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ომში ჩართულმა ქვეყნებმა საქართველოს ტერიტორიაზე მოინდომონ ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობა, ენერგოკორიდორების წინააღმდეგ. სცენარი ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასავლეთის პოზიციამ უნდა სძლიოს სიტუაციას. ყარაბაღის კონფლიქტის ცხელ, ძალიან აქტიურ ფაზაში გადასვლა ეს არის კატასტროფა რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კონფლიქტოლოგის შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტა ყველას ინტერესშია და თუ მსხვილმა მოთამაშეებმა ძალიან მოინდომეს, მათ შეუძლიათ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების პროცესი შეაჩერონ.

"მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი შეიძლება იყოს. ყველაზე უკეთესია ცეცხლის შეწყვეტა და გაყინვა იმ სტადიაში, რომელშიც ახლაა. ძალიან რთულია დადგინდეს, მაგალითად აზერბაიჯანის მხარისთვის ზუსტი ამოცანები. უნდათ მათ იმ 5 რაიონის დაბრუნება, რომელიც ყარაბაღის გარშემოა და დაკავებულია სომხური შენაერთების მიერ თუ ისინი ყარაბაღზე შეტევას აპირებენ, თუ მხოლოდ 5 რაიონის დაკავება სურთ?! ეს ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც ამ 5 რაიონს დაიკავებენ. იმისათვის, რომ აზერბაიჯანის ამბიცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და სათქმელი ჰქონდეს აზერბაიჯანის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას.

თუ მათი ამოცანა ყარაბაღის დაკავებაა, ეს ნიშნავს იმ გზით წასვლას, რაც ხდება სირიაში. სამწუხაროდ, სირიაში რეგიონალური თუ მსოფლიო პოლიტიკური მოთამაშეები არიან და თავისი ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. აქაც არის განსხვავება - აქ არის თურქეთი და რუსეთის ინტერესები, შეერთებული შტატების ინტერესები, სხვა რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები, მაგრამ ისეთი რადიკალიზმი, როგორიც სირიაშია ჯერჯერობით არ არის.

ამიტომ, მე მაინც ვთვლი, რომ თუ მსხვილმა მოთამაშეებმა ძალიან მოინდომეს, მათ შეუძლიათ, რომ შეაჩერონ პროცესი. თუ მათ რიტორიკას დავეყრდნობით ევროპის რიტორიკა, რუსეთის რიტორიკა და აშშ-ის რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ამ რიტორიკებშიც არის განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ იმ შემთხვევაში თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა, რუსეთს უნდა, რომ თავისი სამშვიდობოები ჩააყენოს მთელ პერიმეტრზე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირირსპირების. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლობა კავკასიაში ერთიათად გაიზრდება. ეს არის რუსეთის ამოცანა - ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ ამ პირობით. დასავლეთს სხვა ამოცანები აქვს, მაგრამ ისინიც ცეცხლის შეწყვეტას ემხრობიან. ყველასთვის მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა, თუნდაც იმიტომ, რომ ენერგომატარებლების კორიდორი არ ჩაიკეტოს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. გუშინ სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, აზერბაჯანულმა მხარემ დაახლოებით, 1300 ჯარისკაცი, 95 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 შვეულმფრენი, 181 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 5 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 Smerch-ის ტიპისა და 3 TOS1A-ს ტიპის მძიმე საარტილერიო სისტემები დაკარგა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი