ავტორი:

საზარელი ავარია ბათუმში - ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი

საზარელი ავარია ბათუმში - ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMC-ში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაცით, მოქალაქეებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"7 ახალი შემთხვევიდან, 3 მოსწავლეა, კლასელები არიან, ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთი დედასაც" - რა ვითარებაა გურიის რეგიონში?

გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით, "იავნანას" კიდევ 53 არასრულწლოვანმა პაციენტმა მიმართა - რას ამბობს კლინიკის წარმომადგენელი

მეოთხე ადამიანი ბოლო 24 საათში - ქუთაისში, "ჰოსპიტალსერვისში" კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა