სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

თბი­ლის­ში ტაქ­სის მძღო­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბის­თვის ორი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ორი პირი - 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.კ. და 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.მ. ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, ცხელ კვალ­ზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შუ­ლი 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თბი­ლის­ში, ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩი­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის კვე­თა­ზე ტაქ­სი­ში ჩას­ხდნენ. ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტაქ­სის მძღოლს - 1972 წელს და­ბა­დე­ბულ ა.ზ.-ს თავ­ში ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყა, ხოლო მე­ო­რემ შე­ბო­ჭა, რის შემ­დე­გაც თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ბას­რი საგ­ნის მუ­ქა­რით მას კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბი გას­ტა­ცეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი - ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ბ” და ”გ” ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zara
1

ტაქსის მძღოლი რა ნამუსით უნდა დააყაჩაღო.კაპიკებზე მუშაობენ ოჯახი რომ არჩინონ.სირცხვილია დიდი და დანაშაული!

ზურა
2

ადამიანის მსგავსი მაიმუნები სამუდამოდ გალიაში უნდა იყვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1968 წელს დაბადებული რ.კ. და 1970 წელს დაბადებული დ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები თბილისში, ასათიანის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე ტაქსიში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული ტაქსის მძღოლს - 1972 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ხოლო მეორემ შებოჭა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბასრი საგნის მუქარით მას კუთვნილი ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები - ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შეიარაღებული დაპირისპირება ქუთაისში - დაჭრილია შუახნის მამაკაცი

შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისმა შვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რა მოხდა მუხრანში?