ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს რესტორანში თავს დაესხნენ" - რას წერს უკრაინული მედია

"მიხეილ სააკაშვილს რესტორანში თავს დაესხნენ" - რას წერს უკრაინული მედია

30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან "Fabius"-ში თავს დაესხნენ. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „სტრანას“ პოლიციაში წყარომ განუცხადა.

"უცნობი მამაკაცი შეიპარა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა. ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილისა და რესტორნის დაცვის წევრებმა დამნაშავე დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. თუმცა ის არ დაუკავებიათ. პოლიციის მოსვლამდე მან მიმალვა მოახერხა. თავდასხმის მოტივი ირკვევა“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

გამოცემას ხელში ჩაუვარდა ვიდეო მასალაც. მასში ჩანს, რომ მაგიდასთან, სადაც სააკაშვილი სადილობდა, აუჩქარებლად მიდის მამაკაცი და ესაუბრება. სააკაშვილთან მყოფი ერთ-ერთი პირი მის გაყვანას ცდილობს. შემდეგ კიდევ ორი ადამიანი მოდის და ეღობება სააკაშვილს, რომელიც განაგრძობს მაგიდასთან ჯდომას.

პირი, რომელიც ცდილობდა სააკაშვილთან მისვლას, გვერდით გადის, რომელსაც ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი დაცვის წევრი.

საბოლოოდ პირი ტოვებს რესტორანს.

ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

დაუდასტურდა თუ არა გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

"თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება" - კალაძე