სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა
"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა

აფხა­ზუ­რი დრო­შის დაწ­ვის­თვის, ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ირაკ­ლი ბე­ბუა და­ა­კა­ვა. რო­გორც აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, ბე­ბუ­ამ ეს დღე, 30 სექ­ტემ­ბე­რი სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩია, რად­გან ამ დღეს აფხა­ზეთ­ში "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს" აღ­ნიშ­ნა­ვენ.

დრო­შის დაწ­ვის ფაქტს, თა­ვად ირაკ­ლი ბე­ბუ­აც არ უარ­ყოფს. და­კი­თხვა­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ის გან­მარ­ტავს, რომ აფხა­ზე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვს, მე­ტიც, მი­აჩ­ნია, რომ ქარ­თვე­ლე­ბის და აფხა­ზე­ბის და­ყო­ფის თა­რი­ღი არ უნდა აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს და ძვე­ლე­ბუ­რად მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­ხრეა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის ბე­ბუა სო­ხუ­მის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ბუ­ას და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე უკვე და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია "ცხე­ლი ხაზი".

"ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­ხორ­ცი­ელ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ინ­ფორ­მი­რე­ბა და გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი. უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, მო­ახ­დი­ნა ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა პი­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით", - აცხა­დებს უწყე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა და მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია ამ­ჟა­მინ­დე­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

"უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პირი იმ­ყო­ფე­ბა ქა­ლაქ გალ­ში, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - აცხა­დე­ბენ სუს-ში და ადა­მი­ა­ნე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტებ­სა და მათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას აკის­რე­ბენ.

ბე­ბუ­ას ქმე­დე­ბას აფხა­ზეთ­ში მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ად­გი­ლობ­რივ­თა ნა­წი­ლი სო­ხუ­მის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე მის გა­მოყ­ვა­ნას, მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქე­ბა­სა და სა­ხალ­ხოდ დაწ­ვას ითხოვს, ნა­წი­ლი შე­და­რე­ბით ლმო­ბი­ე­რია და მი­აჩ­ნია, რომ ის ოჯახ­თან ერ­თად "თა­ვის ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­და­ა­სახ­ლონ და აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არას­დროს მის­ცენ".

"ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ერთი ავად­მყო­ფის ავად­მყო­ფურ ქმე­დე­ბას სა­დის­ტუ­რი ქმე­დე­ბით უნდა უპა­სუ­ხოთ, არც კი ხართ ღირ­სი აფხა­ზე­თის წმინ­და მი­წა­ზე ცხოვ­რობ­დეთ! 27 წე­ლია ომის შე­დე­გებს ვიმ­კით ორი­ვე მხა­რე და მა­ინც სის­ხლისღვრის­კენ, წა­მე­ბი­სა სიკ­ვდი­ლის­კენ იყუ­რე­ბით, არა­ფე­რი გას­წავ­ლათ ომმა... არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ასე­თი საქ­მის ჩამ­დენს ორ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა, ჰოდა, გა­ა­სა­მარ­თლონ და მო­ი­ხა­დოს, იქ­ნებ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ვარ­სე­ბობთ რო­გორც ცი­ვი­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა", - წერს ალ­ხაზ წვიჟ­ბა.

"ვინც წმინ­და­თაწ­მინ­დას შე­ე­ხე­ბა, უნდა და­ი­სა­ჯოს სა­მა­გა­ლი­თოდ, ისე რომ, ვე­რას­დროს მსგავ­სი ვერ გა­ბე­დონ. გა­მარ­ჯვე­ბის მო­ე­დან­ზე დაწ­ვა ელო­დე­ბა", - წერს ას­ლან აჯა­პუა.

ამ ფაქტს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე ეხ­მი­ა­ნე­ბა აფხა­ზი პუბ­ლი­ცის­ტი და­ვით და­სა­ნია:

"აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ, გა­ლე­ლი მეგ­რე­ლის, ირაკ­ლი ბე­ბუ­ას საქ­ცი­ე­ლით, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის დრო­შა დაწ­ვა. ეს არ არის 15 წლის სო­მე­ხი, რო­მელ­მაც დრო­შა სუ­ლე­ლუ­რად, გა­უ­აზ­რებ­ლად დაწ­ვა. გა­ლე­ლი დამ­ნა­შა­ვე აცხა­დებს, რომ მან დრო­შა სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლად დაწ­ვა და და­კი­თხვა­ზეც ძალ­ზე თავ­ხედ­რუ­ად იქ­ცე­ო­და, რად­გან თა­ვის და­უს­ჯე­ლო­ბა­ში ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო. მისი საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე უნდა მი­ვი­დეს და შე­სა­ბა­მი­სად უნდა და­ი­სა­ჯოს, რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით... თუ ის ავად­მყო­ფია, მა­შინ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­დას­ცენ სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფოს, სა­დაც ისე უმ­კურ­ნა­ლე­ბენ, რო­გორც სურთ, რომ მისი ფეხი არ იყოს აფხა­ზეთ­ში".

"ადრე სო­მეხ­მაც დაწ­ვა აფხა­ზე­თის დრო­შა, მაგ­რამ ასე­თი ამ­ბე­ბი არ აგი­ტე­ხავთ, ნეტა რა­ტომ?! ორ­მაგ სტან­დარ­ტებ­თან ხომ არ გვაქვს საქ­მე?! გა­ლელ ქარ­თველს უფრო მე­ტად მო­ე­თხო­ვე­ბა ჩვე­ნი დრო­შის პა­ტი­ვის­ცე­მა, რო­მე­ლიც 27 წე­ლია ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ვერ ინ­ტეგ­რირ­და თუ სო­მეხს, რო­მე­ლიც წლე­ბია გვაყ­ვედ­რის ეს ჩემი სამ­შობ­ლოა და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის სის­ხლი მეც დავღვა­რეო? მე ქარ­თვე­ლე­ბის დამ­ცვე­ლი არ ვარ, მაგ­რამ მა­შინ რა­ტომ არ გახ­სენ­დე­ბათ მათი მტრო­ბა, სამ­კურ­ნა­ლოდ რომ იქით გა­დარ­ბი­ხართ, გა­ლე­ლებს აყ­ვერ­დით, ჩვენს მი­წა­ზე ცხოვ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი დახ­მა­რე­ბე­ბით სარ­გებ­ლობ­თო, მე-5 კო­ლო­ნა ხარ­თო და აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბი არ უნდა გქონ­დე­თო. სომ­ხე­ბი რა შვრე­ბი­ან? - ნარ­კო­ტი­კებს ყი­დი­ან და ბიზ­ნე­სებს აკონ­ტრო­ლე­ბენ. დაგვღუ­პავს ასე­თი არას­წო­რი მიდ­გო­მა, თუ უკვე არ ვართ და­ღუ­პუ­ლე­ბი", - წერს ბე­სა­რი­ონ კო­ღო­ნია.

აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლი საყ­ვე­დუ­რობს იმ რა­დი­კა­ლურ ნა­წილს, რო­მე­ლიც ბე­ბუ­ას მა­მის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამით მის ოჯახს საფრ­თხეს უქ­მნი­ან.

"ოჯახს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, ერთი "მა­ხინ­ჯი" ყველ­გან გა­მო­ე­რე­ვა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ურა­პატ­რი­ო­ტებ­სა და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სე­ბით და­ტან­ჯუ­ლებს გირ­ჩევთ, რომ­ლე­ბიც მის­თვის თა­ვი­სა და ხე­ლე­ბის მოჭ­რას ითხოვთ, ნუ გა­ა­კე­თებთ ისე, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ე­წი­რონ ამ ამ­ბავს. მო­ი­თხო­ვეთ მისი კა­ნო­ნით დას­ჯა და ეს ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა", - წერს ას­ტე­ლა ად­ლე­ი­ბა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოოოო
4

სულ რომ თავით გავლა დაგჭირდეთ, უნდა გაათავისუფლოთ ეს კაცი!!!!

საქართველოს რიგითი მოქალაქე
5

არც ვიცი რა ვთქვა. ერთის მხრივ სისულელე გააკეთა, მითუმეტეს ამ ყველაფრის მერე იქ რომ დარჩა, მაგრამ მეორეს მხრივ ყოჩაღ ამას. მაგარი სილა თხლიშა აფსუებს. ასეთი არც მახსოვს საერთოდ თუ ვინმეს უთხლიშავს მათთვის. იტოგში ბიჭი უნდა გამოვათრიოთ როგორმე იქედან და ყველაფერი ფქნათ ამისთვის.

ავტორი:

"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა

"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა

აფხაზური დროშის დაწვისთვის, ადგილობრივმა ე.წ. მილიციამ ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა დააკავა. როგორც აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები წერენ, ბებუამ ეს დღე, 30 სექტემბერი საგანგებოდ შეარჩია, რადგან ამ დღეს აფხაზეთში "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავენ.

დროშის დაწვის ფაქტს, თავად ირაკლი ბებუაც არ უარყოფს. დაკითხვაზე გადაღებულ ვიდეოში ის განმარტავს, რომ აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მეტიც, მიაჩნია, რომ ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს და ძველებურად მეგობრული ურთიერთობების მომხრეა. აფხაზური მედიის ცნობით, ამ დროისთვის ბებუა სოხუმის იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბებუას დაკავების ფაქტზე უკვე დაწყებულია მუშაობა, ამოქმედებულია "ცხელი ხაზი".

"ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით", - აცხადებს უწყება.

მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა და მიაწოდეს ინფორმაცია ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქალაქ გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ სუს-ში და ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებსა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებენ.

ბებუას ქმედებას აფხაზეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ადგილობრივთა ნაწილი სოხუმის ცენტრალურ მოედანზე მის გამოყვანას, მუხლებზე დაჩოქებასა და სახალხოდ დაწვას ითხოვს, ნაწილი შედარებით ლმობიერია და მიაჩნია, რომ ის ოჯახთან ერთად "თავის ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში უნდა გადაასახლონ და აფხაზეთში დაბრუნების უფლება არასდროს მისცენ".

"ვისაც მიაჩნია, რომ ერთი ავადმყოფის ავადმყოფურ ქმედებას სადისტური ქმედებით უნდა უპასუხოთ, არც კი ხართ ღირსი აფხაზეთის წმინდა მიწაზე ცხოვრობდეთ! 27 წელია ომის შედეგებს ვიმკით ორივე მხარე და მაინც სისხლისღვრისკენ, წამებისა სიკვდილისკენ იყურებით, არაფერი გასწავლათ ომმა... არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, ასეთი საქმის ჩამდენს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება, ჰოდა, გაასამართლონ და მოიხადოს, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დავამტკიცოთ, რომ ვარსებობთ როგორც ცივილური საზოგადოება", - წერს ალხაზ წვიჟბა.

"ვინც წმინდათაწმინდას შეეხება, უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, ისე რომ, ვერასდროს მსგავსი ვერ გაბედონ. გამარჯვების მოედანზე დაწვა ელოდება", - წერს ასლან აჯაპუა.

ამ ფაქტს სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმიანება აფხაზი პუბლიცისტი დავით დასანია:

"აღშფოთებული ვარ, გალელი მეგრელის, ირაკლი ბებუას საქციელით, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ქვეყნის დროშა დაწვა. ეს არ არის 15 წლის სომეხი, რომელმაც დროშა სულელურად, გაუაზრებლად დაწვა. გალელი დამნაშავე აცხადებს, რომ მან დროშა სრულიად გააზრებულად დაწვა და დაკითხვაზეც ძალზე თავხედრუად იქცეოდა, რადგან თავის დაუსჯელობაში ბოლომდე დარწმუნებული იყო. მისი საქმე სასამართლომდე უნდა მივიდეს და შესაბამისად უნდა დაისაჯოს, რამდენიმეწლიანი პატიმრობით... თუ ის ავადმყოფია, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ საქართველოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც ისე უმკურნალებენ, როგორც სურთ, რომ მისი ფეხი არ იყოს აფხაზეთში".

"ადრე სომეხმაც დაწვა აფხაზეთის დროშა, მაგრამ ასეთი ამბები არ აგიტეხავთ, ნეტა რატომ?! ორმაგ სტანდარტებთან ხომ არ გვაქვს საქმე?! გალელ ქართველს უფრო მეტად მოეთხოვება ჩვენი დროშის პატივისცემა, რომელიც 27 წელია ჩვენს მოსახლეობაში ვერ ინტეგრირდა თუ სომეხს, რომელიც წლებია გვაყვედრის ეს ჩემი სამშობლოა და მისი დამოუკიდებლობისთვის სისხლი მეც დავღვარეო? მე ქართველების დამცველი არ ვარ, მაგრამ მაშინ რატომ არ გახსენდებათ მათი მტრობა, სამკურნალოდ რომ იქით გადარბიხართ, გალელებს აყვერდით, ჩვენს მიწაზე ცხოვრობთ, საქართველოში კი დახმარებებით სარგებლობთო, მე-5 კოლონა ხართო და აფხაზური პასპორტები არ უნდა გქონდეთო. სომხები რა შვრებიან? - ნარკოტიკებს ყიდიან და ბიზნესებს აკონტროლებენ. დაგვღუპავს ასეთი არასწორი მიდგომა, თუ უკვე არ ვართ დაღუპულები", - წერს ბესარიონ კოღონია.

აფხაზების ერთი ნაწილი საყვედურობს იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც ბებუას მამის სახელით მოიხსენიებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით მის ოჯახს საფრთხეს უქმნიან.

"ოჯახს არაფერი დაუშავებია, ერთი "მახინჯი" ყველგან გამოერევა. სოციალური ქსელის ურაპატრიოტებსა და არასრულფასოვნების კომპლექსებით დატანჯულებს გირჩევთ, რომლებიც მისთვის თავისა და ხელების მოჭრას ითხოვთ, ნუ გააკეთებთ ისე, რომ უდანაშაულო ადამიანები შეეწირონ ამ ამბავს. მოითხოვეთ მისი კანონით დასჯა და ეს ყველაზე ღირსეული პასუხი იქნება", - წერს ასტელა ადლეიბა.