სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკარგული რუკების სკანდალური საქმე - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები დაუბრუნა?
დაკარგული რუკების სკანდალური საქმე - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები დაუბრუნა?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბულ წე­რი­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. საქ­მე შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას.

"კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი არა­მარ­თლზო­მი­ე­რად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ შე­თან­ხმდა. მო­ცე­მუ­ლი ეტა­პის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სწავ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის ცალ­კე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ქმე­დე­ბე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის 9 სექ­ტემ­ბერს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში და­ნიშ­ნულ იქნა კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­შიც მოქ­მედ ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი არი­ან აკა­დე­მი­უ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და გე­ო­დე­ზი­ი­სა და კარ­ტოგ­რა­ფი­ის დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით პირი. მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა პე­რი­ო­დუ­ლად მო­ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვით გა­რე­ჯის კო­მი­სი­ის წევ­რის, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ასე­ვე და­ვით-გა­რე­ჯის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის ივერ მე­ლაშ­ვი­ლის ოფის­ში ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა.

ჩხრე­კის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რეს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, თუმ­ცა სხვა დე­ტა­ლებ­ზე არ ისა­უბ­რეს.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში უცხო ქვეყ­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 308-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით არის და­წყე­ბუ­ლი

ამ სა­კი­თხზე და­ვით გა­რე­ჯის ლავ­რის მღვდელმსა­ხუ­რი, არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნიც გა­მო­კი­თხეს. იკი­თხე­ბი­ან კო­მი­სი­ის სხვა წევ­რე­ბიც. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე არ სა­უბ­რობს, მაგ­რამ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ებს ბრა­ლიც წა­უ­ყე­ნონ. ჯერ­ჯე­რო­ბით არც იმა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­მელ წლებ­შია ჩა­დე­ნი­ლი ეს და­ნა­შა­უ­ლი და სა­ერ­თოდ, რო­დის გაქ­რა 1938 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რუკა, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად ასა­ხავს რე­ა­ლურ სუ­რათს და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, დღის წეს­რიგ­ში ყო­ველ­თვის იდგა 1938 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი უფრო მსხვილ­მას­შტა­ბი­ა­ნი (1:50 000) რუ­კე­ბის მო­ძი­ე­ბა. შარ­შან, 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, პრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბა­ქო­ში ვი­ზი­ტამ­დე კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა და უწ­მინ­დე­სი გა­მო­ხა­ტავ­და იმედს, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ჩა­რე­ვით სა­ბო­ლო­ოდ ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც აღ­დგე­ბო­და და სა­კი­თხი გა­და­წყდე­ბო­და.

"1936-1938 წლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კის მი­ხედ­ვით და ორ­მხრი­ვად აღი­ა­რე­ბუ­ლი ამ რუ­კით უდაბ­ნოს და ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტრე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი (გან­სხვა­ვე­ბით ბერ­თუბ­ნი­სა, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­რე­ჯის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს არის მოქ­ცე­უ­ლი)", - წერ­და პატ­რი­არ­ქი.

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბით ძა­ლი­ან დიდი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა.

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

-1996 წელს, რო­დე­საც კო­მი­სია შე­იქ­მნა, თა­ვი­დან­ვე ჩა­დე­ბუ­ლი იყო პა­ტა­რა ნაღ­მი. კერ­ძოდ კო­მი­სი­ამ მო­ა­წე­რა ხელი შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბას, რომ მხა­რე­ე­ბი იმოქ­მე­დებ­დნენ 1938 წლის კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით. გვერ­დი­დან რომ შე­ხე­დო ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გრჩე­ბა, რომ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ნორ­მა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტია, მაგ­რამ გა­მო­ირ­კვა, რე­ა­ლუ­რად ქარ­თულ მხა­რეს ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი არ ჰქონ­და და აქვს მხო­ლოდ ას­ლე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით კი ას­ლე­ბი, რო­მე­ლიც არ არის და­მოწ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­საც არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი შტამ­პი, არ არის მი­სა­ღე­ბი დო­კუ­მენ­ტი. ბუ­ნებ­რი­ვია ეს გა­რე­მო­ე­ბა ეჭვს აჩენს. აქ არის ან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ქარ­თუ­ლი მხა­რის მხრი­დან, ან კი­დევ ღა­ლა­ტი. იცოდ­ნენ ამათ­მა ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი და რუ­კე­ბი არ ჰქონ­დათ და ამის მი­უ­ხე­და­ვად ხელი მა­ინც მო­ა­წე­რეს ასე­თი ტი­პის დო­კუ­მენტს. სწო­რედ ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მა­შინ იყო ჩა­დე­ბუ­ლი ნაღ­მი.

შემ­დეგ გაგ­რძელ­და ეს პრო­ცე­სი, და­ი­წყო სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცია-დე­ლი­მი­ტა­ცია. ქარ­თულ მხა­რეს ბაზა და ორი­გი­ნა­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი არ ჰქონ­და და ისე ლა­პა­რა­კობ­და ეს ჩვე­ნი­აო. სხვა მო­ნაკ­ვე­თებ­ზე კი­დევ იყო რა­ღაც დო­კუ­მენ­ტე­ბი და რა­ღაც­ნა­ი­რად გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის შე­თან­ხმე­ბა მოხ­და. მაგ­რამ რომ და­აკ­ვირ­დე პრო­ცესს, ის კო­მი­სია უც­ვლე­ლი იყო ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იც­ვლე­ბო­და და რო­გორც წესი, ამ კო­მი­სი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ერთ-ერთი მო­ად­გი­ლე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მე შე­მიძ­ლია კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რის გვა­რე­ბი და ვი­ნა­ო­ბა და­ვა­სა­ხე­ლო, მაგ­რამ, არ მინ­და, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუფ­ცია და­ირ­ღვეს. და­ვე­ლო­დოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და იმე­დია, ბო­ლომ­დე მივა და ის და­ად­გენს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბოდ­ნენ, ზოგი ელ­ჩად მი­დი­ო­და, ან მერე მთავ­რო­ბა მი­დი­ო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და ამი­ტომ ახა­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი ჩნდე­ბოდ­ნენ და იც­ვლე­ბო­და კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც. სა­ნამ ახა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერ­კვე­ო­და, დრო იწე­ლე­ბო­და და ეს უკვე არას­წო­რი მიდ­გო­მა იყო. მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის კო­მი­ი­ის თავ­მჯდო­მა­რე 25 წე­ლია ხელმღვა­ნე­ლობს კო­მი­სი­ას, გვა­რად ხა­ლა­პო­ვი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გორ იქ­ნე­ბა ის საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი.

- და­ვით ზალ­კა­ნი­ან­მა თქვა, რომ 2006-2007 წლე­ბის დუ­კუ­მენ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვა უნდა მოხ­დე­სო. შე­გიძ­ლი­ათ დაგ­ვი­კონ­კრე­ტოთ ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში რა ხდე­ბა?

- რაც შე­ე­ხე­ბა 2006-2007 წლის დო­კუ­მენ­ტებს, ქარ­თუ­ლი მხა­რე ცდი­ლობ­და გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გის­თვის მი­ეღ­წია და შე­თან­ხმე­ბა ხდე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის. რაც შე­ა­თან­ხმეს 1996 წელს, ზუს­ტად იმას მო­ე­წე­რა ხელი 2006-2007 წლებ­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რა პირ­ველ რიგ­ში და­ვობს შე­თან­ხმე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის არას­წორ გან­სა­ზღვრას.

რაც არის შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი, მათ შო­რის და­ვით გა­რე­ჯი. ედა­ვე­ბა იმის გა­მოც, რომ იგ­რძნო­ბა პირ­ველ რიგ­ში არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, არაპრო­ფე­სი­უ­ლი მიდ­გო­მა და მე­ო­რე - ღა­ლა­ტი. დე­ტა­ლებს ახლა ვერ ჩა­ვუღ­მავ­დე­ბი, თუმ­ცა უნდა ით­ქვას, სულ მცი­რე, ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც მუ­შა­ობ­და სხვა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, გარ­და ამი­სა, ჩანს სა­ვა­ლა­ლო მიდ­გო­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ თე­მის მი­მართ, მათ შო­რის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­და­ნაც, იმი­ტომ რომ ვერ მიხ­ვდნენ რას აწერ­დნენ ხელს და რომ ამით სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი ზი­ან­დე­ბო­და. ეს გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ფიქ­როთ, იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბი ჰქონ­და მა­შინ მი­ცე­მუ­ლი ჩვენს მე­ზობ­ლის ზო­გი­ერთ ფი­ნან­სურ სტრუქ­ტუ­რას აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ რა­ღა­ცე­ებ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად თვალს ხუ­ჭავ­დნენ, ეტყო­ბა ვალ­ში იყ­ვნენ.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამის სა­ნაც­ვლოდ დიდი თან­ხე­ბია აღე­ბუ­ლი, თქვენც ხომ არ ფლობთ მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- არა­ვინ იცის ეს ამ­ბა­ვი. თან­ხე­ბი იყო ალ­ბათ აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ რა რა­ო­დე­ნო­ბით, რო­გორ იყო აღე­ბუ­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ და­სად­გე­ნია. დიდი თან­ხე­ბი იყო თუ პა­ტა­რა, ამას მე ვერ გე­ტყვით.

- კარ­გა ხა­ნია ეს პრობ­ლე­მა დგას, რა­ტომ დუმ­და მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქამ­დე და თუნ­დაც საქ­მე რა­ტომ არ აღიძ­რა? ბევ­რი იმა­საც ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნებს და­ამ­თხვი­ეს ეს მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი სპე­ცი­ა­ლუ­რად, რათა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნონ.

- მე ერთი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, უბ­რა­ლოდ დრო­ში და­ემ­თხვა ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს. ის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბო­და კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას, რო­გორც ვთქვი, გამ­ქრა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს აქ­რი­ვი­დან და სა­ერ­თოდ ყვე­ლა არ­ქი­ვი­დან, რაც ადას­ტუ­რებს, რომ წი­ნას­წარ იყო ნა­მუ­შე­ვა­რი. იმ დრო­ინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კი კარ­გად იცო­და, რომ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი გამ­ქრა­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც მო­ა­წე­რა ხელი ამ არას­წორ დო­კუ­მენტს იმ ფონ­ზე, როცა რე­ა­ლუ­რად ბაზა, დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი მა­სა­ლა არ ჰქონ­და კო­მი­სი­ას.

ახლა წლე­ბია უკვე ქარ­თუ­ლი მხა­რე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ი­პო­ვოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. ამ საქ­მე­ში მეც ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ჩემი სურ­ვი­ლით და მეც ვე­ძებ­დი ჩემი გზე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დიდი სა­მე­გობ­რო მყავს პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნა­ში, შუა­ა­ზი­ა­ში თუ სხვა­გან, მე ამ დო­კუ­მენ­ტებს ვერ მი­ვა­გე­ნი, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა სხვა ჯგუ­ფი, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტი მო­ი­პო­ვეს. რო­გორ მი­აგ­ნეს ის ვიცი, ვინც გა­ა­კე­თა ეს საქ­მე ისიც ვიცი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი.

მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ ამ საქ­მის სა­თა­ვე­ში იდგა გავ­ლე­ნი­ა­ნი და მდი­და­რი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, არ ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში მან დიდი ფული გა­და­ი­ხა­და. არ შე­იძ­ლე­ბა დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა, თუ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­პო­ვა. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იყო ასე­თი წესი, როცა ორ რეს­პუბ­ლი­კას შო­რის იდე­ბო­და მსგავ­სი შე­თან­ხმე­ბა, ორი­გი­ნა­ლე­ბი იგ­ზავ­ნე­ბო­და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქივ­ში შე­იძ­ლე­ბა იპო­ვო ყირ­გი­ზეთ­სა და უზ­ბე­კეთს შო­რის და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბით მი­წე­ბი რო­გორ გა­ნა­წილ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ინც იქნა მო­ძი­ე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცამ იპო­ვა და აფე­რუმ, მას. რა თან­ხა გა­და­ი­ხა­და ამა­ში, ამის თქმა. კონ­კრე­ტუ­ლად ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა მოხ­და ივ­ლის­ში და უბ­რა­ლოდ დრო­ში და­ემ­თხვა არ­ჩევ­ნებს.

- რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ, ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­ბო­ლო­ოდ შეც­ვლის რე­ა­ლო­ბას და ამ სა­და­ვო სა­კითხს წერ­ტილს და­უს­ვამს?

- იმის ილუ­ზია არ უნდა გვქონ­დეს რომ ერთ დღე­ში შე­იც­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცია. ახლა ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი. აქამ­დე მოქ­მე­დებ­დნენ თით­ქმის ბა­ზის გა­რე­შე, ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი ბაზა აქვთ და ჯერი ახლა ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზეა.

  • ვინ არის ბიზ­ნეს­მე­ნი, ვინც ეს რუ­კე­ბი მო­ი­პო­ვა?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ხი­და­შელ­მა მო­ი­პო­ვა და ამა­ში სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­ი­ხა­და.

"სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა მი­ლი­არ­დელ­მა და­ვით ხი­და­შელ­მა გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­კე­ბი, რომ­ლი­თაც უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა, რომ გა­რე­ჯის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია ბერ­თუ­ბა­ნი­დან ლავ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლოა. რო­გორც ირ­კვე­ვა, რუ­კე­ბი რუ­სეთ­ში ინა­ხე­ბო­და. და­ვით ხი­და­შელ­მა ასე­ვე 1.2 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­რი­ცხა კო­ვიდ-ის დახ­მა­რე­ბის ფონდში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში სო­ლი­დუ­რი თან­ხა და­აბ­რუ­ნა და ამით ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტი მო­ი­პო­ვა", - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძემ.

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, და­ვით ხი­და­შე­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ბერ­ძნუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა. ეს კომ­პა­ნია კი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის რა­დიო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ტე­ლე­კომ მიმ­ღე­ბე­ბი, სერ­ვე­რე­ბი, 4G გა­დამ­ცე­მე­ბი და სხვა. კომ­პა­ნი­ის აუ­დი­ტო­რუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 2018 წელს INTRACOM-ის შე­მო­სა­ვა­ლი - 136.6 მი­ლი­ო­ნი ევრო, წმინ­და მო­გე­ბა კი, 1.7 მი­ლი­ო­ნი ევრო იყო.

ვებგ­ვერ­დზეგა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით, და­ვით ხი­და­შე­ლი 1998-1999 წლებ­ში დსთ-ის ქვეყ­ნებ­ში ფრან­გუ­ლი "ჩას­ტელ როუპ"-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ხოლო 2007-2014 წლებ­ში კი, რუ­სე­თის ერთ-ერთი მსხვი­ლი კორ­პო­რა­ცი­ის АФК "Система”-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის და ინო­ვა­ცი­ე­ბის დარ­გში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი ეკა­ვა.

14 აპ­რილს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ, მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ StopCov-ში შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით, 1.2 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ი­ტა­ნა სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ხი­და­შელ­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "პა­ნა­მის დო­კუ­მენ­ტებ­შიც" იძებ­ნე­ბა და­ვით ხი­და­შე­ლის გვარ-სა­ხე­ლი. ის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED - ის წი­ლის მფლო­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
JUBA
206

ვის ჯერა ამ ზღაპრების საარჩევნოდ გაახსენდათ?

gela
181

12 წელი არ ჩანდა და მაინდამაინც არჩევნებამდე 1 თვით ადრე როგორ გამოჩნდა. სასწაულია პირდაპირ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

დაკარგული რუკების სკანდალური საქმე - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები დაუბრუნა?

დაკარგული რუკების სკანდალური საქმე - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები დაუბრუნა?

რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. საქმე შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

"კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას. საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯის კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში, ასევე დავით-გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერ მელაშვილის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს გენერალურ პროკურატურაში, თუმცა სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს.

  • შეგახსენებთ, რომ გამოძიება საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით არის დაწყებული

ამ საკითხზე დავით გარეჯის ლავრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი კირიონიც გამოკითხეს. იკითხებიან კომისიის სხვა წევრებიც. მართალია, ჯერჯერობით პროკურატურა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს, მაგრამ არ არის გამორიცხული დამნაშავეებს ბრალიც წაუყენონ. ჯერჯერობით არც იმაზეა ლაპარაკი, რომელ წლებშია ჩადენილი ეს დანაშაული და საერთოდ, როდის გაქრა 1938 წლის მნიშვნელოვანი რუკა, რომელიც დეტალურად ასახავს რეალურ სურათს და უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

სპეციალისტების თქმით, დღის წესრიგში ყოველთვის იდგა 1938 წლით დათარიღებული უფრო მსხვილმასშტაბიანი (1:50 000) რუკების მოძიება. შარშან, 2019 წლის ოქტომბერში, პრემიერ გიორგი გახარიას ბაქოში ვიზიტამდე კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილი გამოქვეყნდა და უწმინდესი გამოხატავდა იმედს, რომ გიორგი გახარიას ჩარევით საბოლოოდ ისტორიული სამართლიანობაც აღდგებოდა და საკითხი გადაწყდებოდა.

"1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული რუკის მიხედვით და ორმხრივად აღიარებული ამ რუკით უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით ბერთუბნისა, რომელიც ასევე გარეჯის განუყოფელი ნაწილია, აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული)", - წერდა პატრიარქი.

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტების მოძიებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

მამუკა არეშიძე:

-1996 წელს, როდესაც კომისია შეიქმნა, თავიდანვე ჩადებული იყო პატარა ნაღმი. კერძოდ კომისიამ მოაწერა ხელი შემდეგ გარემოებას, რომ მხარეები იმოქმედებდნენ 1938 წლის კონკრეტული დოკუმენტების მიხედვით. გვერდიდან რომ შეხედო ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ, აბსოლუტურად, ნორმალური დოკუმენტია, მაგრამ გამოირკვა, რეალურად ქართულ მხარეს ამ დოკუმენტების ორიგინალები არ ჰქონდა და აქვს მხოლოდ ასლები. საერთაშორისო სამართლის მიხედვით კი ასლები, რომელიც არ არის დამოწმებული, რომელსაც არ აქვს შესაბამისი შტამპი, არ არის მისაღები დოკუმენტი. ბუნებრივია ეს გარემოება ეჭვს აჩენს. აქ არის ან არაპროფესიონალიზმი ქართული მხარის მხრიდან, ან კიდევ ღალატი. იცოდნენ ამათმა ეს დოკუმენტები და რუკები არ ჰქონდათ და ამის მიუხედავად ხელი მაინც მოაწერეს ასეთი ტიპის დოკუმენტს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მაშინ იყო ჩადებული ნაღმი.

შემდეგ გაგრძელდა ეს პროცესი, დაიწყო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია. ქართულ მხარეს ბაზა და ორიგინალი დოკუმენტები არ ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა ეს ჩვენიაო. სხვა მონაკვეთებზე კიდევ იყო რაღაც დოკუმენტები და რაღაცნაირად გარკვეული ნაწილის შეთანხმება მოხდა. მაგრამ რომ დააკვირდე პროცესს, ის კომისია უცვლელი იყო ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ კომისიის ხელმძღვანელობა იცვლებოდა და როგორც წესი, ამ კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს.

მე შემიძლია კომისიის ყველა წევრის გვარები და ვინაობა დავასახელო, მაგრამ, არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუფცია დაირღვეს. დაველოდოთ პროკურატურას, გამოძიება დაწყებულია და იმედია, ბოლომდე მივა და ის დაადგენს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას.

მინისტრის მოადგილეები ხშირად იცვლებოდნენ, ზოგი ელჩად მიდიოდა, ან მერე მთავრობა მიდიოდა ხელისუფლებიდან და ამიტომ ახალი მოადგილეები ჩნდებოდნენ და იცვლებოდა კომისიის ხელმძღვანელობაც. სანამ ახალი სიტუაციაში ერკვეოდა, დრო იწელებოდა და ეს უკვე არასწორი მიდგომა იყო. მაგალითად, აზერბაიჯანული მხარის კომიიის თავმჯდომარე 25 წელია ხელმღვანელობს კომისიას, გვარად ხალაპოვი და წარმოიდგინეთ როგორ იქნება ის საქმეში ჩახედული.

- დავით ზალკანიანმა თქვა, რომ 2006-2007 წლების დუკუმენტების გადახედვა უნდა მოხდესო. შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ ამ დოკუმენტებში რა ხდება?

- რაც შეეხება 2006-2007 წლის დოკუმენტებს, ქართული მხარე ცდილობდა გარკვეული შედეგისთვის მიეღწია და შეთანხმება ხდებოდა გარკვეული მონაკვეთების. რაც შეათანხმეს 1996 წელს, ზუსტად იმას მოეწერა ხელი 2006-2007 წლებში. პროკურატურა პირველ რიგში დავობს შეთანხმებული მონაკვეთების არასწორ განსაზღვრას.

რაც არის შეუთანხმებელი, მათ შორის დავით გარეჯი. ედავება იმის გამოც, რომ იგრძნობა პირველ რიგში არასერიოზული, არაპროფესიული მიდგომა და მეორე - ღალატი. დეტალებს ახლა ვერ ჩავუღმავდები, თუმცა უნდა ითქვას, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის.

ეს არის სერიოზული ეჭვი, გარდა ამისა, ჩანს სავალალო მიდგომა ხელისუფლების მხრიდან ამ თემის მიმართ, მათ შორის წინა ხელისუფლების მხრიდანაც, იმიტომ რომ ვერ მიხვდნენ რას აწერდნენ ხელს და რომ ამით საქართველოს ინტერესები ზიანდებოდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, იმდენად სერიოზული პრეფერენციები ჰქონდა მაშინ მიცემული ჩვენს მეზობლის ზოგიერთ ფინანსურ სტრუქტურას აქ, საქართველოში, რომ რაღაცეებზე შეგნებულად თვალს ხუჭავდნენ, ეტყობა ვალში იყვნენ.

- ბატონო მამუკა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის სანაცვლოდ დიდი თანხებია აღებული, თქვენც ხომ არ ფლობთ მსგავს ინფორმაციას?

- არავინ იცის ეს ამბავი. თანხები იყო ალბათ აღებული, მაგრამ რა რაოდენობით, როგორ იყო აღებული, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასადგენია. დიდი თანხები იყო თუ პატარა, ამას მე ვერ გეტყვით.

- კარგა ხანია ეს პრობლემა დგას, რატომ დუმდა მაშინ ხელისუფლება აქამდე და თუნდაც საქმე რატომ არ აღიძრა? ბევრი იმასაც ამბობს, რომ არჩევნებს დაამთხვიეს ეს მტკივნეული საკითხი სპეციალურად, რათა წინა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

- მე ერთი შემიძლია გითხრათ, უბრალოდ დროში დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს. ის დოკუმენტები, რომელიც სჭირდებოდა კომისიის მუშაობას, როგორც ვთქვი, გამქრალია საქართველოს აქრივიდან და საერთოდ ყველა არქივიდან, რაც ადასტურებს, რომ წინასწარ იყო ნამუშევარი. იმ დროინდელმა ხელმძღვანელობამ კი კარგად იცოდა, რომ ეს დოკუმენტები გამქრალი იყო, მაგრამ მაინც მოაწერა ხელი ამ არასწორ დოკუმენტს იმ ფონზე, როცა რეალურად ბაზა, დოკუმენტალური მასალა არ ჰქონდა კომისიას.

ახლა წლებია უკვე ქართული მხარე ძალიან აქტიურად ცდილობს ეს დოკუმენტები მოიპოვოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ საქმეში მეც ვიყავი ჩართული ჩემი სურვილით და მეც ვეძებდი ჩემი გზებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სამეგობრო მყავს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის უკრაინაში, შუააზიაში თუ სხვაგან, მე ამ დოკუმენტებს ვერ მივაგენი, მაგრამ გამოჩნდა სხვა ჯგუფი, სხვა ადამიანები, რომლებმაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მოიპოვეს. როგორ მიაგნეს ის ვიცი, ვინც გააკეთა ეს საქმე ისიც ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი.

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ საქმის სათავეში იდგა გავლენიანი და მდიდარი ქართველი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, არ ცხოვრობს საქართველოში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ დოკუმენტებში მან დიდი ფული გადაიხადა. არ შეიძლება დეტალების გასაჯაროვება, თუ რომელ ქვეყანაში მოიპოვა. საბჭოთა პერიოდში იყო ასეთი წესი, როცა ორ რესპუბლიკას შორის იდებოდა მსგავსი შეთანხმება, ორიგინალები იგზავნებოდა ყველა ქვეყანაში. მაგალითად, საქართველოს არქივში შეიძლება იპოვო ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის დადებული შეთანხმებით მიწები როგორ განაწილდა. საბედნიეროდ, მაინც იქნა მოძიებული. ვიღაცამ იპოვა და აფერუმ, მას. რა თანხა გადაიხადა ამაში, ამის თქმა. კონკრეტულად ამ დოკუმენტების აღმოჩენა მოხდა ივლისში და უბრალოდ დროში დაემთხვა არჩევნებს.

- რა მოლოდინები გაქვთ, ეს დოკუმენტები საბოლოოდ შეცვლის რეალობას და ამ სადავო საკითხს წერტილს დაუსვამს?

- იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს რომ ერთ დღეში შეიცვლება სიტუაცია. ახლა ქართულ დიპლომატიაზეა დამოკიდებული ყველაფერი. აქამდე მოქმედებდნენ თითქმის ბაზის გარეშე, ახლა სერიოზული ბაზა აქვთ და ჯერი ახლა ქართულ დიპლომატიაზეა.

  • ვინ არის ბიზნესმენი, ვინც ეს რუკები მოიპოვა?

გავრცელებული ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოიპოვა და ამაში სოლიდური თანხა გადაიხადა.

"საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მილიარდელმა დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს ხელისუფლებას რუკები, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ გარეჯის მთელი ტერიტორია ბერთუბანიდან ლავრამდე საქართველოა. როგორც ირკვევა, რუკები რუსეთში ინახებოდა. დავით ხიდაშელმა ასევე 1.2 მილიონი ლარი გადარიცხა კოვიდ-ის დახმარების ფონდში. არსებული ინფორმაციით, მან ამ დოკუმენტებში სოლიდური თანხა დააბრუნა და ამით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მოიპოვა", - დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხიდაშელი საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ეს კომპანია კი სხვადასხვა სახეობის რადიო მოწყობილობების რეალიზაციით არის დაკავებული, მათ შორის ტელეკომ მიმღებები, სერვერები, 4G გადამცემები და სხვა. კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს INTRACOM-ის შემოსავალი - 136.6 მილიონი ევრო, წმინდა მოგება კი, 1.7 მილიონი ევრო იყო.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული "ჩასტელ როუპ"-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში კი, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК "Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

14 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში შემოწირულობის სახით, 1.2 მილიონი ლარი შეიტანა საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა.

საინტერესოა, რომ "პანამის დოკუმენტებშიც" იძებნება დავით ხიდაშელის გვარ-სახელი. ის მოხსენიებულია, როგორც INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED - ის წილის მფლობელი.

"გუკა ამირხანაშვილს რომ მეგობარი მოეძებნა, 99% ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა" - რას ამბობს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

"ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს ბრალდების ვერსიას, თითქოს 5 ადამიანი იყო მდინარის პირას ჩასული და მათ ჩააგდეს შაქარაშვილი წყალში" - ადვოკატი