სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."
პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."

ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა და რო­გორც ჩანს, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ambebi.ge-მ უკვე შე­მოგ­თა­ვა­ზათ სტა­ტია, თუ რო­გორ ამ­ხნე­ვებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ლედი მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს. ახლა კი მო­გიყ­ვე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ოჯახ­ზე.

ანა აკო­ფი­ან­მა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ჯერ კი­დევ ერევ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტო­ბი­სას გა­იც­ნო. 1997 წელს ისი­ნი შე­უღლდნენ და მას შემ­დეგ ცოლი ქმრის ჭირ­სა და ლხინს იზი­ა­რებს. როცა მე­უღ­ლე ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, ანა აკო­ფი­ა­ნის - რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­გორც სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის - როლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უფრო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გახ­და. მას, 42 წლის დე­დას, რო­მელ­საც ოთხი შვი­ლი ჰყავს (სამი გო­გო­ნა და ერთი ვაჟი), უკვე გავ­ლი­ლი აქვს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის კურ­სი - აგ­ვის­ტოს თვე­ში, არ­ცახ­ში (მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში) დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ერთ-ერთ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში, 15 სხვა ქალ­თან ერ­თად. ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ანა აკო­ფი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი მოძ­რა­ო­ბის "ქა­ლე­ბი მშვი­დო­ბი­სათ­ვის" წევ­რე­ბი არი­ან, აქ­ტი­უ­რად მო­ემ­ზად­ნენ სა­ვა­რა­უ­დო ომის­თვის...

და ომ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა: საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთ თვე­საც არ გა­უვ­ლია, რომ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო...

ანა აკო­ფი­ან­მა მე­უღ­ლეს­თან - ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­თან ერ­თად, ვა­ჟის - აშო­ტის ჯარ­ში გაგ­ზავ­ნა გა­და­წყვი­ტა, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში, ფრონ­ტის ხაზ­ზე. აქვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ აშოტ ფა­ში­ნი­ან­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი 2018 წელს გა­ი­ა­რა, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით. 27 სექ­ტემ­ბერს დი­ლით შვი­ლი გა­ა­ცი­ლა, სა­ღა­მოს კი ყა­რა­ბაღ­ში, სტე­ფა­ნა­კერ­ტში დე­დაც ჩა­ვი­და, ქალ­თა ჯგუფ­თან ერ­თად. ანა აკო­ფი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღელ პო­ლი­ტი­კოს ქა­ლებს - ად­გი­ლობ­რი­ვი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს შეხ­ვდა და ესა­უბ­რა:

"სამ­შობ­ლოს­თვის სიკ­ვდი­ლი ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მეა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. დღეს სო­მე­ხი ხალ­ხის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი, გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი დად­გა. სომ­ხებს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი უნდა ჰქონ­დეთ. ჩვენ, ქა­ლე­ბი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლე გა­დავ­ლა­ხოთ. მე პი­რა­დად ამ მძი­მე ჟამს არ­ცა­ხელ სომ­ხებ­თან ერ­თად წინა ხაზ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სო­მე­ხი ქა­ლე­ბის სიმ­ტკი­ცე­ში. ამ ომში სა­ბო­ლო­ოდ ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ.

აქ რომ მოვ­დი­ო­დი, ქმარ­მა მი­თხრა, რომ ჩვე­ნი ვაჟი აშო­ტი, რო­მე­ლიც რე­ზერვშია, წინა ხაზ­ზე უნდა იყო­სო. მეც შვილს ვუ­თხა­რი: - შვი­ლო, აი, სამ­ხედ­რო ფორ­მა, ჩა­იც­ვი... იცო­დე, რომ გაღ­მერ­თებ, მაგ­რამ ამ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არაა იმა­ზე დიდი და კე­თილ­შო­ბი­ლი საქ­მე, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნის მიერ სამ­შობ­ლოს­თვის სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის შე­წირ­ვა. მე ამას მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­ბობ. მე რო­გორც დე­დას, ვე­რა­ნა­ი­რი გა­რე­მო­ე­ბა ვერ შე­მიც­ვლის ამ აზრს ვერც დღეს, ვერც ერთი წლის და ვერც ათი წლის შემ­დეგ. ვიცი, რომ ასე­თი მხო­ლოდ მე არ ვარ. მე ერთ-ერთი ვარ იმ ათა­სო­ბით სო­მეხ ქალ­თა­გან, დე­დებს შო­რის და სწო­რედ ამა­შია ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რი", - ხაზი გა­უს­ვა ანა აკო­ფი­ან­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე დღე­საც სტე­ფა­ნა­კერ­ტშია. მან ქრის­ტი­ნა არუ­თი­ნი­ან­თან - მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პრე­ზი­დენ­ტის არა­იკ არუ­თი­ნი­ა­ნის ცოლ­თან ერ­თად რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი მო­ი­ნა­ხუ­ლა და ომში დაჭ­რი­ლებს შეხ­ვდა. ასე­ვე შე­ა­მოწ­მა ბომბსაფ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­დაც და­ბომბვის დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა­აა თავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი.

ანა აკო­ფი­ა­ნი აქ­ტი­უ­რად სარ­გებ­ლობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით და თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ყო­ველ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს. ასე მა­გა­ლი­თად, 29 სექ­ტემ­ბერს მან "ფე­ის­ბუქ­ში" და­წე­რა, რომ სო­მეხ­მა მე­ცე­ნატ­მა ჯორჯ ბა­გუ­მი­ან­მა ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­რი­ცხა ანა აკო­ფი­ა­ნის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში სა­ხელ­წო­დე­ბით "ჩემი ნა­ბი­ჯი" და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­წი­რუ­ლი თან­ხი­დან ყო­ვე­ლი ცენ­ტი სო­მე­ხი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ იქ­ნე­ბა და­ხარ­ჯუ­ლი..

სხვა­თა შო­რის, ანა აკო­ფი­ა­ნის აქ­ტი­უ­რო­ბა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ი­სათ­ვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა. რო­გორც ბა­ქოს გა­მო­ცე­მა "ვზგლი­ა­დი" იუ­წყე­ბა, "სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ცო­ლის ყოფ­ნა სტე­ფა­ნა­კერ­ტში უც­ნა­უ­რია იმ ფონ­ზე, როცა სომ­ხე­თის ჯა­რე­ბი უკან იხე­ვენ და მარ­ცხს გა­ნიც­დი­ან. ის­მე­ბა კი­თხვა: რა მიზ­ნით გზავ­ნის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი თა­ვის ცოლს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში? ნუთუ მას მარ­თლა ჰგო­ნია, რომ წინა ხა­ზი­დან გაქ­ცე­უ­ლი სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცე­ბი ქა­ლე­ბის თხოვ­ნით ისევ იქ დაბ­რუნ­დე­ბი­ან. პრე­მი­ე­რის ასე­თი გა­უ­გე­ბა­რი ქცე­ვა პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ში სი­ცილს გა­მო­იწ­ვევს. გა­მო­დის, რომ სო­მე­ხი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ჯა­რის­კა­ცე­ბის ნაც­ვლად იბ­რძვი­ან".

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
99

მასხარაა ეს კაცი

ტოტო
12

სამშობლოს დაცვა არასოდეს საქილიკო არ არის, ვინც არ უნდა იყოს და ვისაც არ უნდა ეხებოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."

პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."

ყარაბაღის კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბური ხდება და როგორც ჩანს, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების შეჩერება საკმაოდ რთული იქნება. ambebi.ge-მ უკვე შემოგთავაზათ სტატია, თუ როგორ ამხნევებს აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა სოციალური ქსელებიდან თანამემამულეებს. ახლა კი მოგიყვებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოჯახზე.

ანა აკოფიანმა მომავალი მეუღლე ნიკოლ ფაშინიანი ჯერ კიდევ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტობისას გაიცნო. 1997 წელს ისინი შეუღლდნენ და მას შემდეგ ცოლი ქმრის ჭირსა და ლხინს იზიარებს. როცა მეუღლე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, ანა აკოფიანის - როგორც ჟურნალისტის, როგორც საზოგადო მოღვაწის - როლი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე უფრო საპასუხისმგებლო გახდა. მას, 42 წლის დედას, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს (სამი გოგონა და ერთი ვაჟი), უკვე გავლილი აქვს საბრძოლო მოქმედების კურსი - აგვისტოს თვეში, არცახში (მთიან ყარაბაღში) დისლოცირებული ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, 15 სხვა ქალთან ერთად. ისინი, რომლებიც ანა აკოფიანის მიერ შექმნილი მოძრაობის "ქალები მშვიდობისათვის" წევრები არიან, აქტიურად მოემზადნენ სავარაუდო ომისთვის...

და ომმაც არ დააყოვნა: საბრძოლო მომზადების დასრულებიდან ერთ თვესაც არ გაუვლია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო...

ანა აკოფიანმა მეუღლესთან - ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ვაჟის - აშოტის ჯარში გაგზავნა გადაწყვიტა, მთიან ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე. აქვე შევნიშნავთ, რომ აშოტ ფაშინიანმა სამხედრო სამსახური 2018 წელს გაიარა, მთიან ყარაბაღში, საკუთარი სურვილით. 27 სექტემბერს დილით შვილი გააცილა, საღამოს კი ყარაბაღში, სტეფანაკერტში დედაც ჩავიდა, ქალთა ჯგუფთან ერთად. ანა აკოფიანი ყარაბაღელ პოლიტიკოს ქალებს - ადგილობრივი პარლამენტის წევრებს შეხვდა და ესაუბრა:

"სამშობლოსთვის სიკვდილი ყველაზე კეთილშობილური საქმეა ადამიანისათვის. დღეს სომეხი ხალხისთვის ისტორიული, გარდამტეხი მომენტი დადგა. სომხებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ჩვენ, ქალები, ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ყველა სირთულე გადავლახოთ. მე პირადად ამ მძიმე ჟამს არცახელ სომხებთან ერთად წინა ხაზზე ვიმყოფები. დარწმუნებული ვარ, სომეხი ქალების სიმტკიცეში. ამ ომში საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ.

აქ რომ მოვდიოდი, ქმარმა მითხრა, რომ ჩვენი ვაჟი აშოტი, რომელიც რეზერვშია, წინა ხაზზე უნდა იყოსო. მეც შვილს ვუთხარი: - შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი... იცოდე, რომ გაღმერთებ, მაგრამ ამ ცხოვრებაში არაფერი არაა იმაზე დიდი და კეთილშობილი საქმე, ვიდრე ადამიანის მიერ სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლის შეწირვა. მე ამას მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვამბობ. მე როგორც დედას, ვერანაირი გარემოება ვერ შემიცვლის ამ აზრს ვერც დღეს, ვერც ერთი წლის და ვერც ათი წლის შემდეგ. ვიცი, რომ ასეთი მხოლოდ მე არ ვარ. მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით სომეხ ქალთაგან, დედებს შორის და სწორედ ამაშია ჩვენი გამარჯვების საწინდარი", - ხაზი გაუსვა ანა აკოფიანმა.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე დღესაც სტეფანაკერტშია. მან ქრისტინა არუთინიანთან - მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის არაიკ არუთინიანის ცოლთან ერთად რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრი მოინახულა და ომში დაჭრილებს შეხვდა. ასევე შეამოწმა ბომბსაფრების მდგომარეობა, სადაც დაბომბვის დროს მშვიდობიანი მოსახლეობააა თავშეფარებული.

ანა აკოფიანი აქტიურად სარგებლობს სოციალური ქსელებით და თავისი საქმიანობის ყოველ ფაქტს საზოგადოებას უზიარებს. ასე მაგალითად, 29 სექტემბერს მან "ფეისბუქში" დაწერა, რომ სომეხმა მეცენატმა ჯორჯ ბაგუმიანმა ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა ანა აკოფიანის საქველმოქმედო ფონდში სახელწოდებით "ჩემი ნაბიჯი" და აღნიშნა, რომ შეწირული თანხიდან ყოველი ცენტი სომეხი ხალხის საკეთილდღეოდ იქნება დახარჯული..

სხვათა შორის, ანა აკოფიანის აქტიურობა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მედიისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც ბაქოს გამოცემა "ვზგლიადი" იუწყება, "სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლის ყოფნა სტეფანაკერტში უცნაურია იმ ფონზე, როცა სომხეთის ჯარები უკან იხევენ და მარცხს განიცდიან. ისმება კითხვა: რა მიზნით გზავნის ნიკოლ ფაშინიანი თავის ცოლს მთიან ყარაბაღში? ნუთუ მას მართლა ჰგონია, რომ წინა ხაზიდან გაქცეული სომეხი ჯარისკაცები ქალების თხოვნით ისევ იქ დაბრუნდებიან. პრემიერის ასეთი გაუგებარი ქცევა პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეში სიცილს გამოიწვევს. გამოდის, რომ სომეხი დიასახლისები ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცების ნაცვლად იბრძვიან".

ავტორი: სიმონ კილაძე

"ეს თურქეთის იმპერიის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკაა“ - რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"