ავტორი:

"აციმციმებული თვალებით მკითხა, მე რომ დავწერო, რომ მიყვარხარ, ყველას შეეძლება ნახვაო?" - ირმა გიგანის ემოციური მილოცვა ბაბუას, რომელიც 89 წლის გახდებოდა

"აციმციმებული თვალებით მკითხა, მე რომ დავწერო, რომ მიყვარხარ, ყველას შეეძლება ნახვაო?" - ირმა გიგანის ემოციური მილოცვა ბაბუას, რომელიც 89 წლის გახდებოდა

ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს 89 წლის გახდებოდა. 2017 წელს ის რამდენიმე თვიიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ჯანსუღ ჩარკვიანმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა.

1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი "ერთი ღამის სიჩუმეში". ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას!" (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია". 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

ცნობილ პოეტს იუბილე ემოციური პოსტით მიულოცა შვილიშვილმა, თაკო ჩარკვიანის შვილმა ირმა გიგანმა:

"ჩვენი სამზარეულო მიყვარს.ბევრი საუბარი მოუსმენია, ემოციითაც გაძეძგილა, საშინლად მიმზიდველია მთელს სახლში ეს ადგილი. ოთახებიდან გამოვდივართ და ზუსტად ვიცით სად უნდა შევიკრიბოთ.

ჩაი სულ არის, შემონახული ზამთრის მურაბაც იქნება, კუთხის მაგიდა სულელური, თავდაჯერებული ყვავილით , ძალიან პუტკუნა ლინდა (ძაღლი) და ჩვენც აქ ვართ.მე და ბაბუს “კოდი” ზარიგვქონდა.კარებზე ზარი რომ ირეკებოდა ზუსტად იცოდა რომ მე ვიყავი-

- ჰოუუუუუ , ჰოუუუუუ, მოვდივარ, მოვდივარ!

რანაირად ხდებოდა რომ სამ წამში ჟრიამული იდგა სახლში არ ვიცი, კარს მიღმა მეცინებოდა და ღილაკს თითს არ ვუშვებდი სანამ კარს არ გამიღებდნენ.

მაქსიმალურისიჩქარით მოდიოდა კართან, მძიმე, შეუპოვარი ნაბიჯებით, მაგრამ ვერავინ დაასწრებდა კარისგაღებას.დღეს მთელი დღეა დავდივარ, დავდივარ, დავდივარ..

არაადეკვატურად ბევრს დავდივარ. ტვინში, თავში,ჩემს სამზარეულოში ვარ და ჩემს თავს ვუყურებ მაგიდასთან მჯდომს ბაბუსთან ერთად.

- რას აკეთებ? - მეკითხება

- Facebook-ზე ვარ

- ეგ კაი რამეა ხო?

- ხან კი, ხან არა.. ეხლა კი! შენი ლექსი დავდე და ნახე რამდენმანახა, სიყვარულს გიგზავნიან!ძალიან გაუხარდა..

-ხოო? მერე, მეც შემიქმენი, ეგ ..გავოცდი და თან გამეღიმა..

- კარგი, შეგიქმნი. რასაც დაწერ ყველას შეეძლება ნახოს. აზრები, ლექსები..ძალიან მოსწონდა ბაბუს ეს სივრცე. უფრო სწორად მოსწონდა რომ არსებობდა ასეთი სივრცე.

მთავარია რომ არსებობს, ბევრი ცუდი მოაქვს, ბევრი კარგი, მაგრამ არსებობს, თავისუფალი სივრცე.სივრცე სწორი და კარგი სიტყვაა, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე, მწერლობაში თუ ცხოვრებაში სივრცისკენ ილტვოდა.

რთულ, ძნელ დროს დაიბადა სადაც ხშირად , სიტყვას და აზრს ისეთ სივრცეში გამოხატავდა სადაც ეს ლტოლვა და ჰაერი ისჯებოდა.თვითონ ჰქმნიდა სივრცეს და აუცილებლად აზიარებდა, განგრევას სცდილობდა, ხან გამოსდიოდა ხან არა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა და ამით ცხოვრობდა.

- ესე იგი, მე რომ დავწერო, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ, სულ ყველას შეეძლება ნახვა და წაკითხვა?? აციმციმებული ბედნიერი თვალებით მეკითხება

- კი, ბა! - მთელს დედამიწას?? (ეცინება)

- მთელს დედამიწას!

მთელი დღეა ვწრიალებ, დავდივარ, დავდივარ. ბურთით ყელში.

საბოლოოდ, ყველანი ერთ დიდ სივრცეში არ ვართ? უსასრულო, ამოუცნობ, ამომწურავ სივრცეში.აქ თუ იქ.ხო და მეც ვწერ, უბრალოდ სივრცეში - დაბადების დღეს გილოცავ ბა. ძალიან მიყვარხარ" - წერს ირმა გიგანი.

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

"სუნთქვის უკმარისობა, ხველება... ყველა ეტაპი გაიარა 5 კვირა და პარალელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა" - რას წერს მანანა მანჯგალაძე ექიმი ძმის შესახებ