სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაე, უზენაესმა მისცეს შესაძლებლობა აზერბაიჯანელებს ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბორონ!" - მეჰრიბან ალიევა თანამემამულეებს "ინსტაგრამიდან" ამხნევებს
"დაე, უზენაესმა მისცეს შესაძლებლობა აზერბაიჯანელებს ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბორონ!" - მეჰრიბან ალიევა თანამემამულეებს "ინსტაგრამიდან" ამხნევებს

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. აზერ­ბა­ი­ჯანს მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, გა­მარ­ჯვე­ბამ­დე იბ­რძო­ლოს. პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ომის შე­წყვე­ტის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სომ­ხე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა იქ­ნე­ბა.

სამ­შობ­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში ილ­ჰამ ალი­ევს მხარ­ში უდ­გას მე­უღ­ლე, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა, რო­მე­ლიც ომის და­წყე­ბი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ამ­ხნე­ვებს.

ის აქ­ვეყ­ნებს მი­მარ­თვებს, მო­სახ­ლე­ო­ბას აც­ნობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე­უღ­ლის, უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის გან­ცხა­დე­ბებს და ბრძა­ნე­ბებს.

რო­გორც კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო, 27 სექ­ტემ­ბერს მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვამ თა­ვის Instagram-ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

ასევე დაგაინტერესებთ
10:20 / 30-09-2020

დაღუპული და დაჭრილი ათობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე - რა ხდება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

11:28 / 30-09-2020

"საქართველო, ყარაბაღის წინა ომისას, სწორი დიპლომატიით გადარჩა" - რა შეიძლება მოხდეს ახლა თუ უცხო ძალა ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებში პროვოკაციის მოწყობას შეეცდება

09:48 / 01-10-2020

პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."

10:12 / 02-10-2020

რა ხდება ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების განახლებიდან მეხუთე დღეს - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მია, სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, კონ­ტრშე­ტე­ვით ოპე­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რის შე­დე­გად მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცო­ცხალ ძა­ლა­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას დიდი ზა­რა­ლი მი­ვა­ყე­ნეთ. მტრის ოკუ­პა­ცი­ი­სა­გან უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი“.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ემო­ცი­უ­რად მი­მარ­თავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს და წერს: "ჩვენ არა­ვის მი­წა­ზე თვა­ლი არ გვი­ჭი­რავს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს არა­ვის მი­წა­ზე არა­ნა­ი­რი მი­ზა­ნი არ აქვთ, არც სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რია სურთ, მაგ­რამ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ მტრის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ჩვენს მშობ­ლი­ურ მიწა-წყალს, მუ­დამ და­ვი­ცავთ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ას".

ალ­ბათ, ყო­ვე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და­ე­თან­ხმე­ბა ვიცე-პრე­ზი­დენტს ამ სი­ტყვებ­ში, რომ­ლი­თაც მან, ალა­ჰის სა­ხე­ლით, მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა:

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს არა­სო­დეს არ ჰქონ­და პრე­ტენ­ზია სხვის მი­წა­ზე, არა­სო­დეს არ ჩა­უ­დე­ნია და­ნა­შა­უ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის წი­ნა­შე. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის ჯა­რის­კაცს არა­სო­დეს ფეხი არ და­უდ­გამს უცხო ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­კა­ვებ­ლად, ის მხო­ლოდ იცავს და იბ­რძვის მშობ­ლი­უ­რი მი­წის­თვის! სომ­ხე­თის მო­რიგ პრო­ვო­კა­ცი­ას პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი აქვს: აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­ომ­რე­ბი კონ­სტრშე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ოკუ­პან­ტე­ბი­სა­გან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა ადა­მი­ანს, ორა­გა­ნი­ზა­ცი­ას და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს, რომ­ლებ­მაც პრინ­ცი­პუ­ლად გა­მო­ხა­ტეს თა­ვი­ან­თი სა­მარ­თლი­ა­ნი პო­ზი­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად. პირ­ველ რიგ­ში მინ­და ურღმე­სი მად­ლო­ბა ვუ­თხრა მოძ­მე თურქ ხალ­ხს და პი­რა­დად პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიპ ერ­დო­ღანს. ჩვე­ნი ძმე­ბის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი მტკი­ცე სო­ლი­და­რო­ბა და მხარ­და­ჭე­რა ყო­ველ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს აღაფრ­თო­ვა­ნებს და სი­ა­მა­ყის გრძნო­ბით აღავ­სებს. ვლო­ცუ­ლობ ყო­ვე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი­სა და ოფიც­რის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის, მათი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის.

დღეს ჩვენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ისე რო­გორც არას­დროს, ერ­თი­ა­ნი ვართ ჩვენს აზ­რებ­ში, ჩვენს ფიქ­რებ­ში და ჩვენს ლოც­ვებ­ში. დაე, ღმერ­თი ჰფა­რავ­დეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ხალ­ხს მის წმინ­და­თაწ­მინ­და ომში! დაე, უზე­ნა­ეს­მა მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თი­თო­ე­ულ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს ყა­რა­ბა­ღის წმინ­და მი­წას ეამ­ბო­როს! დაე, ალაჰ­მა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს ჩვე­ნი გმი­რი შა­ჰი­დე­ბის სუ­ლე­ბი! დაე, მსუ­ბუ­ქი იყოს მათ­თვის გულ­ზე დაყ­რი­ლი მშობ­ლი­უ­რი მიწა!“.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ლედი დე­დობ­რი­ვი, ქა­ლუ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­მო­ხა­ტავს თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მი­მართ. 30 სექ­ტემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა ილ­ჰამ ალი­ევ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, ქვეყ­ნის პირ­ველ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი ჰოს­პი­ტალ­ში ბრძო­ლებ­ში დაჭ­რი­ლი ოფიც­რე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ისი­ნი ესა­უბრნენ მათ და ზრუნ­ვა და დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქვეს.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
26

ხალხს თავისი ფული დაუბრუნეთ,რაც შენ ხარჯავ ჩაცმაზე,ნახევარ აზერბაიჯანს დააპურებს.

ზაალი
74

მიჰაც ასე მიიწევდა წინ ცხინვალში და ათავისუფლებდა მტრებისგან ,სანამ რუსეთი ჩაერეოდა,ფრთხილად იყავით აზერებო ალაჰი ვერ გიშველით ბოლოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"დაე, უზენაესმა მისცეს შესაძლებლობა აზერბაიჯანელებს ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბორონ!" - მეჰრიბან ალიევა თანამემამულეებს "ინსტაგრამიდან" ამხნევებს

"დაე, უზენაესმა მისცეს შესაძლებლობა აზერბაიჯანელებს ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბორონ!" - მეჰრიბან ალიევა თანამემამულეებს "ინსტაგრამიდან" ამხნევებს

უკვე რამდენიმე დღეა აზერბაიჯან-სომხეთის ომი მიმდინარეობს. აზერბაიჯანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამარჯვებამდე იბრძოლოს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის ერთადერთი მიზეზი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა იქნება.

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში ილჰამ ალიევს მხარში უდგას მეუღლე, ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა, რომელიც ომის დაწყებიდანვე აქტიურად მონაწილეობს ომთან დაკავშირებულ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ ღონისძიებებში, აქტიურადაა ჩართული სოციალურ ქსელებში და თანამემამულეებს ამხნევებს.

ის აქვეყნებს მიმართვებს, მოსახლეობას აცნობს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის საქმიანობას და რასაკვირველია, მეუღლის, უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებებს და ბრძანებებს.

როგორც კი აზერბაიჯანის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო, 27 სექტემბერს მეჰრიბან ალიევამ თავის Instagram-ში ასეთი ჩანაწერი გამოაქვეყნა:

"აზერბაიჯანის არმია, სამხედრო პროვოკაციის საპასუხოდ, კონტრშეტევით ოპერაციას ახორციელებს. შემიძლია გითხრათ, რომ ოპერაცია წარმატებით ხორციელდება, რის შედეგად მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას დიდი ზარალი მივაყენეთ. მტრის ოკუპაციისაგან უკვე გათავისუფლებულია აზერბაიჯანის რამდენიმე დასახლებული პუნქტი“.

აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემოციურად მიმართავს აზერბაიჯანელებს და წერს: "ჩვენ არავის მიწაზე თვალი არ გვიჭირავს. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს არავის მიწაზე არანაირი მიზანი არ აქვთ, არც სომხეთის ტერიტორია სურთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ მტრის მიერ ოკუპირებულ ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალს, მუდამ დავიცავთ საკუთარ ტერიტორიას".

ალბათ, ყოველი აზერბაიჯანელი დაეთანხმება ვიცე-პრეზიდენტს ამ სიტყვებში, რომლითაც მან, ალაჰის სახელით, მოსახლეობას მიმართა:

"აზერბაიჯანულ სახელმწიფოს არასოდეს არ ჰქონდა პრეტენზია სხვის მიწაზე, არასოდეს არ ჩაუდენია დანაშაული ადამიანურობის წინაშე. აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცს არასოდეს ფეხი არ დაუდგამს უცხო ტერიტორიის დასაკავებლად, ის მხოლოდ იცავს და იბრძვის მშობლიური მიწისთვის! სომხეთის მორიგ პროვოკაციას პასუხი გაცემული აქვს: აზერბაიჯანელი მეომრები კონსტრშეტევას ახორციელებენ და ქვეყნის ტერიტორიას ოკუპანტებისაგან ათავისუფლებენ.

მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ორაგანიზაციას და ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც პრინციპულად გამოხატეს თავიანთი სამართლიანი პოზიცია აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის მხარდასაჭერად. პირველ რიგში მინდა ურღმესი მადლობა ვუთხრა მოძმე თურქ ხალხს და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს. ჩვენი ძმების მიერ გამოხატული მტკიცე სოლიდარობა და მხარდაჭერა ყოველ აზერბაიჯანელს აღაფრთოვანებს და სიამაყის გრძნობით აღავსებს. ვლოცულობ ყოველი აზერბაიჯანელი ჯარისკაცისა და ოფიცრის სიცოცხლისათვის, მათი ჯანმრთელობისათვის.

დღეს ჩვენ, აზერბაიჯანელები, ისე როგორც არასდროს, ერთიანი ვართ ჩვენს აზრებში, ჩვენს ფიქრებში და ჩვენს ლოცვებში. დაე, ღმერთი ჰფარავდეს აზერბაიჯანელ ხალხს მის წმინდათაწმინდა ომში! დაე, უზენაესმა მისცეს შესაძლებლობა თითოეულ აზერბაიჯანელს ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბოროს! დაე, ალაჰმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირი შაჰიდების სულები! დაე, მსუბუქი იყოს მათთვის გულზე დაყრილი მშობლიური მიწა!“.

აზერბაიჯანის პირველი ლედი დედობრივი, ქალური მზრუნველობით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. 30 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ, ქვეყნის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური ჰოსპიტალში ბრძოლებში დაჭრილი ოფიცრები და ჯარისკაცები მოინახულეს. ისინი ესაუბრნენ მათ და ზრუნვა და დახმარება აღუთქვეს.

ავტორი: სიმონ კილაძე

ტრამპი, თუ ბაიდენი? - ვისი გამარჯვება სურთ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორ მოქმედებენ მიზნის მისაღწევად

განგაშის მაქსიმალური დონე და საყოველთაო კარანტინი - ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ დაწესდა

დონალდ ტრამპმა საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და მხარდამჭერებს მიესალმა - "კოვიდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერესო რამაა“