ავტორი:

"ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს და მისამართებს, სადაც ვალაგებდი" - რას ყვება ნარკორეალიზატორი

"ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს და მისამართებს, სადაც ვალაგებდი" - რას ყვება ნარკორეალიზატორი

ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით ვაჭრობა დღემდე ურთულესი გამოწვევაა სამართალდამცავებისთვის. მართალია სისტემატურად ხდება ასეთი დამნაშავეების გამოვლენა და დაკავება, მაგრამ ამის მიუხედავად, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ალბათ ყველა თქვენგანს მოსვლია ტელეფონებზე მსგავსი შინაარსის შეტყობინება. ისევ სთავაზობენ ადამიანებს კლუბურ თუ სხვა სახის ნარკოტიკს.

საკმაოდ გავრცელებულია ასეთი სქემა: მომხმარებელი უკავშირდება ინტერნეტით იმ პირს, რომელიც სთავაზობს ნარკოტიკს, მისგან ყიდულობს სასურველ ნივთიერებას, მოლაპარაკების შემდეგ მითითებულ ანგარიშზე რიცხავს შესაბამის თანხას, ხოლო ამის შემდეგ რეალიზატორი ვალდებულია შეძენილი ნივთიერება კონკრეტულ ლოკაციაზე მოათავსოს. რეალიზატორი დაფასოებული ნივთიერების მოთავსების შემდეგ ფოტოს უგზავნის შემძენს, შემდეგ "გუგლ მაფის" (google map) საშუალებით მარშრუტის სქემას აძლევს, თუ როგორ უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილას და აიღოს ნარკოტიკი.

რეალიზატორები ხშირად ქირაობენ ადამიანებს და მათი დახმარებით კონკრეტულ მისამართებზე ხდება ინტერნეტით გამოწერილი ნივთიერებების დალაგება.

"ე.წ ნარკობიზნესში დასაქმებული ვიყავი და თვეში ამ გზით საშუალოდ 2000 ლარამდე თანხა გამომდიოდა. პირადად არ ვიცნობდი რეალიზატორებს, ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, მანამდე შეხება არ მქონია არასოდეს წამალთან. მან მითხრა, რომ ჩართული იყო თბილისის მასშტაბით ნარკოტიკის გასაღებაში, საიდანაც გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა. შემომთავაზა მასთან ერთად მემუშავა, მითხრა რომ გადამიხდიდა 2 კვირაში 1000 ლარს. იმის გამო რომ მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვიჭირდა და მინდოდა თანხა ბინის საგირავებლად, შემოთავაზებულ წინადადებას დავთანხმდი და დავიწყე მასთან ერთად მუშაობა, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს, მაძლევდა მისამართებს და იმ ადგილებზე ვალაგებდი. ასე ვიმუშავე რამდენიმე თვე და მერე პოლიციამ დამაკავა", - ეს გახლავთ ფრაგმენტი ერთ-ერთი გამსაღებლის ჩვენებიდან. საქმე ძალიან გახმაურებული იყო და მაშინ სამართალდამცავებმა მასთან ერთად რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ოჯახის 4 წევრი იყო და სწორედ მათ ედავებოდნენ ძალოვნები დიდი ოდენობით ნივთიერების შეძენა-შენახვა გასაღებას. სქემაც გაიშიფრა და მტკიცებულებებიც საქმეში იდო. ჩვენი ინფორმაციით, ყველა მათგანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. გაგარძელეთ კითხვა

"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ლაგოდეხის პოლიციამ დააკავა პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმალვა სცადა

ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?