სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ" - სააკაშვილის თქმით, რაც დავითგარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა
"ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ" -  სააკაშვილის თქმით, რაც დავითგარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უცხო ქვეყ­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო 2020 წლის 17 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი არა­მარ­თლზო­მი­ე­რად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ შე­თან­ხმდა.

ამ სა­კი­თხე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, ის, რაც და­ვით გა­რეჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში აცხა­დებს, ის ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე აყე­ნებ­და სა­კითხს, რომ სა­ბო­ლო­ოდ მომ­ხდა­რი­ყო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია და და­ვით გა­რე­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ად და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი­ყო.

"ის, რაც იკად­რეს ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგლის, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი ად­გი­ლის, გა­რე­ჯის მი­მართ, ეს არის დიდი ხნის წინ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია. სხვა­თა შო­რის, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა. მინ­და გი­თხრათ, რა აქვთ მათ ამ პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­დე­გი ეტა­პე­ბი - ისი­ნი აპი­რე­ბენ, ჯერ ალა­პა­რა­კონ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე მან­ჯგა­ლა­ძე, რო­მე­ლიც იტყვის, რომ მან რა­ღაც და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო ჩემ­გან თუ სხვის­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბის­თვის, შემ­დეგ ისი­ნი აპი­რე­ბენ გა­მო­იყ­ვა­ნონ მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იტყვი­ან, რომ ამ მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბის­თვის ფული გა­და­ი­ხა­დეს, 60 თუ 80 მი­ლი­ო­ნი, რაც და­ი­ბა­დე­ბა ФСВ-ს პრო­პა­გან­დის­ტე­ბის და ივა­ნიშ­ვი­ლის თავ­ში. მერე ამა­ზე აა­გე­ბენ მთელ ამ­ბავს, რომ ჩვენ ქარ­თუ­ლი მიწა გავ­ყი­დეთ.

სი­მარ­თლე არის სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო - ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის დროს ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე ვა­ყე­ნებ­დით სა­კითხს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ბო­ლო­ოდ მომ­ხდა­რი­ყო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია და და­ვით გა­რე­ჯი ყო­ფი­ლი­ყო ბო­ლომ­დე და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია. უფრო მე­ტიც, ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რე­სი გვქონ­და აზერ­ბა­ი­ჯან­თან მი­მარ­თუ­ლე­ბით. მთა­ვა­რი ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, რომ ჩვენს დროს ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­და ქარ­თვე­ლე­ბი არ შე­ეშ­ვათ გა­რე­ჯში და ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის დროს, ქარ­თველ მომ­ლოც­ვე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­უ­კე­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ძეგლ­ში შეს­ვლა, ჩა­უ­კე­ტეს სა­კუ­თარ სიწ­მინ­დებ­თან, სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას­თან, კულ­ტუ­რას­თან შე­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ეს მოხ­და ამათ დროს!

მათ დროს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა ჩვენს მე­ზო­ბელ­თან ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე ჩა­მო­ვი­და და ეს ძა­ლი­ან სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­აა. ის, რომ ეს პრო­ვო­კა­ცია ხდე­ბა იმ და­ძა­ბუ­ლო­ბის და ომის ფონ­ზე, რაც ახლა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც რა თქმა უნდა, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს მოს­კო­ვი, ესეც ხომ არ არის შემ­თხვე­ვი­თი", - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ეს პრობ­ლე­მე­ბი 31 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მილ არ­ჩევ­ნებ­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნდა გა­და­წყდეს, რათა სა­ქარ­თვე­ლომ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან სწრა­ფად და­ა­ლა­გოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

"ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­გორც ყვე­ლამ იცით, ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს სა­ქარ­თვე­ლოს­თან უბა­ტო­ნოდ ლა­პა­რაკს, ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს ქარ­თვე­ლე­ბის დამ­ცი­რე­ბას, ჩვენ­ზე ზე­მო­დან ქვე­მოთ ყუ­რე­ბას იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს ღირ­სე­ბა და ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ჩვენ­თვის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ არის პა­ტა­რა სო­ფე­ლი, ჩვენ­თვის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ არის სხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ჯლი­გი­ნო, ჩვენ­თვის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არის ჩვე­ნი სა­ლო­ცა­ვი და ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა. ჩვენ, ჩვენს ქვე­ყა­ნას და­ვი­ცავთ ყვე­ლა სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­ი­სა­გან და ეს ჩვენ ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოგ­ვი­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არ ბნე­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად გა­თენ­დე­ბა!", - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bubu
88

ქურდს ქუდი ეწვისო

 

აკი
192

მიჰა რომ გამყიდველი ხარ, მაგაში არავის ეჭვი აღარ ეპარება, შენს მომხრე ნაცხროვის უმეტესობასაც კი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ" - სააკაშვილის თქმით, რაც დავითგარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა

"ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ" -  სააკაშვილის თქმით, რაც დავითგარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა

მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამ საკითხე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმითაც, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

როგორც სააკაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, ის ყველა შეხვედრაზე აყენებდა საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიად დაკანონებულიყო.

"ის, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის, გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვათა შორის, ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. მინდა გითხრათ, რა აქვთ მათ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები - ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისებისთვის, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ მიწების გასხვისებისთვის ფული გადაიხადეს, 60 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ФСВ-ს პროპაგანდისტების და ივანიშვილის თავში. მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ.

სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო - ჩემი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს იმის თაობაზე, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან მიმართულებით. მთავარი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენს დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა, ჩაუკეტეს საკუთარ სიწმინდებთან, საკუთარ ისტორიასთან, კულტურასთან შეხების საშუალება და ეს მოხდა ამათ დროს!

მათ დროს ჩვენი ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა და ეს ძალიან საშიში სიტუაციაა. ის, რომ ეს პროვოკაცია ხდება იმ დაძაბულობის და ომის ფონზე, რაც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, სადაც რა თქმა უნდა, აქტიურად მონაწილეობს მოსკოვი, ესეც ხომ არ არის შემთხვევითი", - აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ეს პრობლემები 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, რათა საქართველომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებთან სწრაფად დაალაგოს ურთიერთობები.

"ჩვენი მმართველობის პირობებში, როგორც ყველამ იცით, ვერავინ გაბედავს საქართველოსთან უბატონოდ ლაპარაკს, ვერავინ გაბედავს ქართველების დამცირებას, ჩვენზე ზემოდან ქვემოთ ყურებას იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არ არის პატარა სოფელი, ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არ არის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების საჯლიგინო, ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა. ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა სახის პროვოკაციისაგან და ეს ჩვენ ერთად აუცილებლად გამოგვივა. საქართველოში ნამდვილად არ ბნელა, საქართველოში ნამდვილად გათენდება!", - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

"ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა... დოკუმენტები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს" - ლაშა დარსალია