სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა
პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძევრში 11 წლის მო­ზარ­დის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ფ.ა.-ს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. მას ბრალ­დე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის არა­ა­და­მი­ა­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბი­სა და მე­უღ­ლის მი­მართ სის­ტე­მა­ტუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის და დამ­ცი­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძევრში, ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყო­ფი ფ.ა. არას­რულ­წლო­ვან შვილს ა.ა.-ს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბო­და - სის­ტე­მა­ტუ­რად ემუქ­რე­ბო­და მოკ­ვლით, ცე­მით, სახ­ლის და მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის დაწ­ვით. ასე­ვე, ფ.ა. არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რი­სას, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ მე­უღ­ლეს ნ.ა.-ს სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­ცი­რებ­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი მუდ­მი­ვი სტრე­სის და ში­შის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, რის გა­მოც 2020 წლის 23 აგ­ვის­ტოს, მან თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში თავი მო­იკ­ლა.

ფ.ა.-ს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა), 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ სის­ტე­მა­ტუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და დამ­ცი­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით), 11 პრი­მა, 144-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ზ“ ქვე­პუნ­ქტით (პი­რის არა­ა­და­მი­ა­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბას აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ფ.ა. 2020 წლის 23 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს და მას სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

მაგას სასჯელი არ უნდა.

emigranti
3

მე ტუ მკიტხავტ სასჯელი მტავრობებს ეკუტვნის ასეთი კარგი სისტემა რომ შექმნა და ამდენი ოჯახები დაანგრია. ზოგი სახლში დარჩენილი იკლავს თავს ზოგი გარეტ წასული იკლავს ტუ კლავენ თუ კვდება ღმერტმა იცის .ესააა 30 წლის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ტავისუფლება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურის მიერ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ფ.ა.-ს ბრალდება დაუმძიმდა. მას ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებზე წარედგინა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს არაადამიანურად ეპყრობოდა - სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა.

ფ.ა.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ფ.ა. 2020 წლის 23 აგვისტოს დააკავეს და მას სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

"ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს და მისამართებს, სადაც ვალაგებდი" - რას ყვება ნარკორეალიზატორი

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა