საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6 192-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 2324-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში - 5413 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 კოვიდ სასტუმროში - 869
ქვეყანაში კორონავირუსით სულ 36 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
უსიმპტომოები? დღეში თუ ამდენი მაჩვენებელია სადაა ვეძებთ ინფიცირებულებს!
და ამ ვიტარებაში სწავლა იწყება??? გაგიჟდით ... ჯობია აკადემიური წელი გამოაცხადოთ სანამ გვიან არ არის , თორემ ერთ ორ დღეში ეს როცხვი 1000 გაუტოლდება და სრული ქაოსი დაიწყება . საქართველო ამისთვის მზადაა??? რა თქმა უნდა არა. პატარა ბავშვების ჯანმრთელობას სასწორზე ნუ დებთ . გონს მოეგეთ და მოსალოდნელ საფრთხეებზე დაფიქრდით