სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ბიზნესის ზრუნვა გარემოზე
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ბიზნესის ზრუნვა გარემოზე

დღეს­დღე­ო­ბით სამ­ყა­რო დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. მსოფ­ლი­ო­ში იზ­რდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნა ამა თუ იმ პრო­დუქტზე, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ნარ­ჩე­ნად იქ­ცე­ვა. წარ­მო­ე­ბა­ზე მო­თხოვ­ნის ზრდა სა­ჭი­რო­ებს სულ უფრო და უფრო მეტ რე­სურსს, რომ­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც დე­და­მი­წა­ზე შე­ზღუ­დუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნარ­ჩე­ნე­ბის რე­ციკ­ლი­რე­ბა და რე­ციკ­ლი­რე­ბის შე­დე­გად აღ­დგე­ნი­ლი რე­სურ­სე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩაბ­რუ­ნე­ბა.

ნარ­ჩე­ნე­ბის სწო­რი და ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის გა­მოწ­ვე­ვაა და ამ მხრივ, არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი. მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - ეს არის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს 90-იანი წლე­ბი­დან იღებს და მიჩ­ნე­უ­ლია ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­ქა­ნიზ­მად. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს მწარ­მო­ებ­ლე­ბის ჩარ­თვას მათ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა­სა და ამ მხრივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში. ამ სის­ტე­მის და­ნერგვა მო­ი­თხოვს შე­თან­ხმე­ბულ ქმე­დე­ბებს სა­ხელ­მწი­ფოს, მწარ­მო­ებ­ლე­ბის, სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის და მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან, რის გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლია სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო, ის­წრაფ­ვის რა და­ნერ­გოს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლე­ბი, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ევ­რო­კავ­ში­რის, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მი­სა (UNDP) და შვე­დე­თის მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბით შე­მუ­შავ­და მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა; კერ­ძოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ახ­ლა­ხან მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რებს ოთხი სხვა­დას­ხვა ნარ­ჩე­ნის ნა­კა­დე­ბის მარ­თვას მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მის ქვეშ. ესე­ნია: ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზე­თე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი, ბა­ტა­რე­ე­ბი და აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­და 2020 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან. მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის კი­დევ ორი ნა­კა­დის - შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი­სა და ხმა­რე­ბი­დან ამო­ღე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბის მი­ღე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით, ევ­რო­კავ­ში­რის, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მი­სა (UNDP) და შვე­დე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით ასე­ვე შე­მუ­შავ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის ანა­ლი­ტი­კუ­რი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი დამ­ხმა­რე დო­კუ­მენ­ტი და გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნია.

„ამ თვალ­საზ­რი­სით ჩვენ ერ­თად ვმუ­შა­ობთ მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს ევ­რო­კავ­შირ­ში. ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ნერგვა­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია ნარ­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა და პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა და იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გავ­რცე­ლე­ბა მათი პრო­დუქ­ტე­ბის ნარ­ჩე­ნად გა­დაქ­ცე­ვის ეტაპ­ზეც. ჩვენ ასე­ვე ხელს ვუ­წყობთ ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას.“ - ამ­ბობს ალექ­სან­დრე და­რა­სი, კავ­ში­რე­ბის, ენერ­გე­ტი­კის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

“ეს არის უმ­თავ­რე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად ახალ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვანს ქვე­ყა­ნა­ში ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სის­ტე­მას. მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ევ­რო­კავ­ში­რის, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მი­სა და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რა ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სწო­რედ ამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ზი­ა­რებთ იმ სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რაც ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სფე­როს სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა ნინო თან­დი­ლაშ­ვილ­მა, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ხელს უწყობს ნარ­ჩე­ნე­ბის სე­პა­რი­რე­ბულ შეგ­რო­ვე­ბა­სა და რე­ციკ­ლი­რე­ბას, რაც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა გა­რე­მო­ზე - იკ­ლებს ნარ­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნა­გავ­საყ­რე­ლებ­ზე და ხდე­ბა რე­სურ­სე­ბის და­ზოგ­ვა; მცირ­დე­ბა სა­ხი­ფა­თო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რის ალ­ბა­თო­ბა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის რის­კე­ბი.

“თა­ნამდრო­ვე სამ­ყა­როს ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს მომ­ხმა­რებ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ და რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ რე­სურსს მო­იხ­მარს და ძა­ლი­ან ბევრ ნარ­ჩენს წარ­მოქ­მნის. ამი­ტომ ჩვენ უნდა შე­ვი­მუ­შა­ოთ ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლი. მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თი მიდ­გო­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლია. მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მწარ­მო­ე­ბელს სა­კუ­თარ პრო­დუქტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მისი მოხ­მა­რე­ბის შემ­დგომ ეტაპ­ზეც ავ­რცე­ლებს. ეს ის ეტა­პია, სა­დაც უნდა მოხ­დეს პრო­დუქ­ტე­ბის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, რე­ციკ­ლი­რე­ბა ან, ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი კომ­პოს­ტი­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლომ, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. მაგ­რამ ჩვენ ახლა გვინ­და და­ვი­ნა­ხოთ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა­ში, კერ­ძოდ მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნის, მოხ­მა­რე­ბი­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის მი­მართ, ასე­ვე ის, თუ რო­გორ ას­რუ­ლებს კერ­ძო სექ­ტო­რი მას­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.” - ამ­ბობს ლუ­ი­ზა ვინ­ტო­ნი, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (UNDP) მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა ერთ მი­ზანს - და­იც­ვას ადა­მი­ა­ნე­ბი და გა­რე­მო, სა­დაც ვცხოვ­რობთ. იდეა პირ­ვე­ლად 1990 წელს შვე­დეთ­ში გაჩ­ნდა და წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

„შე­ამ­ცი­რე მომ­ხმა­რე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნე ხე­ლახ­ლა და გა­და­ა­მუ­შა­ვე ნარ­ჩე­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ერიკ ილეს­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­დე­თის ელ­ჩის მო­ად­გი­ლემ და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა. „გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ დახ­მა­რე­ბას ვუ­წევთ სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში და ეკო­ნო­მი­კი­სა და ცხოვ­რე­ბის მწვა­ნე წე­სის და­ნერგვა­ში“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ბიზნესის ზრუნვა გარემოზე

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ბიზნესის ზრუნვა გარემოზე

დღესდღეობით სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მსოფლიოში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის შემოსავალი და შესაბამისად, მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ნარჩენად იქცევა. წარმოებაზე მოთხოვნის ზრდა საჭიროებს სულ უფრო და უფრო მეტ რესურსს, რომლის რაოდენობაც დედამიწაზე შეზღუდულია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების რეციკლირება და რეციკლირების შედეგად აღდგენილი რესურსების წარმოების პროცესში ჩაბრუნება.

ნარჩენების სწორი და ეფექტიანი მართვა მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ეს არის კონცეფცია, რომელიც სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს და მიჩნეულია ნარჩენების მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს მწარმოებლების ჩართვას მათ მიერ წარმოებული პროდუქციისგან მიღებული ნარჩენების მართვასა და ამ მხრივ პასუხისმგებლობის განაწილებაში. ამ სისტემის დანერგვა მოითხოვს შეთანხმებულ ქმედებებს სახელმწიფოს, მწარმოებლების, სხვა ეკონომიკური ოპერატორების და მოსახლეობის მხრიდან, რის გარეშეც შეუძლებელია სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება.

საქართველო, ისწრაფვის რა დანერგოს ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელები, აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციასთან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის დახმარებით შემუშავდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა; კერძოდ საქართველოს მთავრობამ ახლახან მიიღო რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც არეგულირებს ოთხი სხვადასხვა ნარჩენის ნაკადების მართვას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ქვეშ. ესენია: ელექტრონული ნარჩენები, გამოყენებული ზეთები, საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები. რეგულაციები ძალაში შევიდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ნარჩენების კიდევ ორი ნაკადის - შესაფუთი მასალის ნარჩენებისა და ხმარებიდან ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებების მართვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება.

კანონმდებლობის განხორციელებისა და სისტემის ამოქმედების მიზნით, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ასევე შემუშავდა სხვადასხვა სახის ანალიტიკური თუ პრაქტიკული დამხმარე დოკუმენტი და განხორციელდა არაერთი შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია.

„ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთად ვმუშაობთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის პოპულარიზაციაზე, რომელიც წარმატებით მუშაობს ევროკავშირში. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვაში, რომლის მიზანია ნარჩენების რაოდენობის შემცირება და პროდუქტების მწარმოებლებისა და იმპორტიორების პასუხისმგებლობის გავრცელება მათი პროდუქტების ნარჩენად გადაქცევის ეტაპზეც. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ნარჩენების გადამუშავებას.“ - ამბობს ალექსანდრე დარასი, კავშირების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

“ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემას. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეფორმის განხორციელების პროცესში ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ რეფორმების განხორციელების პროცესში ვიზიარებთ იმ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რაც ნარჩენების მართვის სფეროს სამომავლოდ ძალიან წაადგება,“ - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ხელს უწყობს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რეციკლირებას, რაც პირდაპირ აისახება გარემოზე - იკლებს ნარჩენების რაოდენობა ნაგავსაყრელებზე და ხდება რესურსების დაზოგვა; მცირდება სახიფათო ნივთიერებების გარემოში მოხვედრის ალბათობა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკები.

“თანამდროვე სამყაროს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მომხმარებლური საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც ძალიან ბევრ რესურსს მოიხმარს და ძალიან ბევრ ნარჩენს წარმოქმნის. ამიტომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ასეთი მიდგომის მნიშვნელოვანი შემადგენელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მწარმოებელს საკუთარ პროდუქტზე პასუხისმგებლობას მისი მოხმარების შემდგომ ეტაპზეც ავრცელებს. ეს ის ეტაპია, სადაც უნდა მოხდეს პროდუქტების ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან, ორგანული ნარჩენების შემთხვევაში, მათი კომპოსტირება.

საქართველომ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მაგრამ ჩვენ ახლა გვინდა დავინახოთ რევოლუციური ცვლილებები ადამიანების ქცევაში, კერძოდ მათ დამოკიდებულებაში პროდუქტების შეძენის, მოხმარებისა და ნარჩენების მიმართ, ასევე ის, თუ როგორ ასრულებს კერძო სექტორი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას.” - ამბობს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საბოლოოდ ემსახურება ერთ მიზანს - დაიცვას ადამიანები და გარემო, სადაც ვცხოვრობთ. იდეა პირველად 1990 წელს შვედეთში გაჩნდა და წარმატებით დაინერგა ევროპის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ.

„შეამცირე მომხმარება, გამოიყენე ხელახლა და გადაამუშავე ნარჩენები“, - განაცხადა ერიკ ილესმა, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. „გვეამაყება, რომ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებაში და ეკონომიკისა და ცხოვრების მწვანე წესის დანერგვაში“.

განსაკუთრებული სოსისები, რომლებიც მსოფლიომ შეიყვარა

როგორ არის შესაძლებელი ebay-ის მილიარდზე მეტი პროდუქტის განვადებით გამოწერა?

ფილიპ მორის ინთერნეიშენალი: ტრადიციული სიგარეტი ეპოქის დასასრულს უახლოვდება