მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაღუპული და დაჭრილი ათობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე - რა ხდება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს
დაღუპული და დაჭრილი ათობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე - რა ხდება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი კი ბრძო­ლე­ბი­სა და მსხვერ­პლის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ქვეყ­ნის არ­მია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ინ­ტენ­სი­ურ ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს. სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ 27 სექ­ტემ­ბრი­დან დაჭ­რი­ლი და და­ღუ­პუ­ლია 2 300-მდე სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცი, გარ­და ამი­სა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია 130 ტან­კი და სხვა ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, 25-მდე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა, ია­რა­ღის 5 სა­წყო­ბი, 50-მდე ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ­დე­ლი ბრძო­ლის დროს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა ძა­ლებ­მა ხო­ჯა­ლის რე­გი­ონ­ში სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა С-300-ი გა­ა­ნად­გუ­რეს.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესმდივ­ნის შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­მით სომ­ხებ­მა სტე­პა­ნა­კერ­ტში ორი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს. ასე­ვე სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, არცრუნ ჰო­ვა­ნი­სი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის და­წყე­ბი­დან ამ დრომ­დე სომ­ხურ­მა მხა­რემ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 790 ჯა­რის­კა­ცი გა­ა­ნად­გუ­რა.

"გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია 790 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი, მათ­გან 180 - ქალ­ბა­ჯა­რის რა­ი­ონ­ში. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს 1900 და­შა­ვე­ბუ­ლი ჰყავს, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია მათი 137 ტან­კი და ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, 72 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი, 7 ვერ­ტმფრე­ნი და 1 თვითმფრი­ნა­ვი,“- გა­ნა­ცხა­და ჰო­ვა­ნი­სი­ან­მა.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, სომ­ხე­თი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს. ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ერე­ვან­ში რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენს დღის წეს­რიგ­ში ასე­თი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს. ასე­ვე არ­სე­ბობს სომ­ხეთ­სა და მთი­ან ყა­რა­ბაღს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის, ან უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც,“- გა­ნა­ცხა­და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ჯა­რის­კა­ცებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ათო­ბით და და­შა­ვე­ბუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. მხა­რე­ე­ბი მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
45

სომხური მხარის მორიგი დეზინფორმაცია

დვალთელი
7

რუსების დაწყებული პროვოკაცია სადაც რუსმა ცხვირი შეყო ყველგან სისხლი და სიკვდილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დაღუპული და დაჭრილი ათობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე - რა ხდება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

დაღუპული და დაჭრილი ათობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე - რა ხდება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დაპირისპირებული მხარეები კი ბრძოლებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის არმია ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ინტენსიურ ბრძოლას განაგრძობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ 27 სექტემბრიდან დაჭრილი და დაღუპულია 2 300-მდე სომეხი ჯარისკაცი, გარდა ამისა, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 25-მდე საჰაერო თავდაცვითი სისტემა, იარაღის 5 საწყობი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გუშინდელი ბრძოლის დროს აზერბაიჯანულმა ძალებმა ხოჯალის რეგიონში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ი გაანადგურეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, ღამით სომხებმა სტეპანაკერტში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ასევე სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ამ დრომდე სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის 790 ჯარისკაცი გაანადგურა.

"განადგურებულია 790 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, მათგან 180 - ქალბაჯარის რაიონში. აზერბაიჯანულ მხარეს 1900 დაშავებული ჰყავს, განადგურებულია მათი 137 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი,“- განაცხადა ჰოვანისიანმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც რუსულ მედიაში წერენ, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში რუს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენს დღის წესრიგში ასეთი ვარიანტი არსებობს. ასევე არსებობს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, ან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

დონალდ ტრამპმა საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და მხარდამჭერებს მიესალმა - "კოვიდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერესო რამაა“

"აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს... მათ ტანკებს ვმართავთ, მათი იარაღები ჩვენს ხელშია" - ილჰამ ალიევი