პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში აცხადებენ, რომ თურქეთის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო - თურქეთი და აზერბაიჯანი ინფორმაციას არ ადასტურებენ
სომხეთში აცხადებენ, რომ თურქეთის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო - თურქეთი და აზერბაიჯანი ინფორმაციას არ ადასტურებენ

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, რომ თურ­ქე­თის ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა "F-16"-მა სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის "სუ-25" გა­ა­ნად­გუ­რა.

სამ­ხედ­რო უწყე­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თურ­ქე­თის თვითმფრი­ნა­ვი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ახორ­ცი­ე­ლებ­და დარ­ტყმებს სომ­ხე­თის ქა­ლაქ ვარ­დე­ნის­ზე.

"დღეს 10:30 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში თურ­ქე­თის ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გან­ჯის აე­როდ­რო­მი­დან აფ­რინ­და და ახორ­ცი­ე­ლებ­და დარ­ტყმებს ქა­ლაქ ვარ­დე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე ორ სო­ფელ­ზე - მეტს მას­ტიკ­სა და სოტკზე. თურ­ქე­თის ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა "F-16"-მა ჩა­მო­აგ­დო სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი "სუ-25“, რო­მე­ლიც საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და. მფრი­ნა­ვი გარ­და­იც­ვა­ლა“, - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვა­ნი, იბ­რა­ჰიმ ქა­ლი­ნი უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქე­თის ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის მიერ სომ­ხე­თის კუთ­ვნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მაც.

"ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. ეს-ეს არის გა­ვი­გე, რომ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლია. თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის F-16-ები სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში არა­ნა­ი­რად არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vas
12

თურქეთი სახიფათო თამაშ თამაშობს, მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას აკეთებს, რუსეთი სომხეთს "დაეხმარება" და გადაიზრდება ფართომაშტაბიან კომფლიქტში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სომხეთში აცხადებენ, რომ თურქეთის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო - თურქეთი და აზერბაიჯანი ინფორმაციას არ ადასტურებენ

სომხეთში აცხადებენ, რომ თურქეთის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო - თურქეთი და აზერბაიჯანი ინფორმაციას არ ადასტურებენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ თურქეთის ავიაგამანადგურებელმა "F-16"-მა სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების "სუ-25" გაანადგურა.

სამხედრო უწყება ირწმუნება, რომ თურქეთის თვითმფრინავი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ახორციელებდა დარტყმებს სომხეთის ქალაქ ვარდენისზე.

"დღეს 10:30 საათის ფარგლებში თურქეთის ავიაგამანადგურებელი განჯის აეროდრომიდან აფრინდა და ახორციელებდა დარტყმებს ქალაქ ვარდენის ტერიტორიაზე, ასევე ორ სოფელზე - მეტს მასტიკსა და სოტკზე. თურქეთის ავიაგამანადგურებელმა "F-16"-მა ჩამოაგდო სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი "სუ-25“, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა. მფრინავი გარდაიცვალა“, - განაცხადეს უწყებაში.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, იბრაჰიმ ქალინი უარყოფს ინფორმაციას თურქეთის ავიაგამანადგურებლის მიერ სომხეთის კუთვნილი თვითმფრინავის განადგურების თაობაზე.

თემაზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.

"ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ეს-ეს არის გავიგე, რომ ასეთი ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც დაუდასტურებელია. თურქეთის შეიარაღებული ძალების F-16-ები საომარ მოქმედებებში არანაირად არ მონაწილეობენ", - განაცხადა ალიევმა.

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."

"დაე, უზენაესმა მისცეს შესაძლებლობა აზერბაიჯანელებს ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბორონ!" - მეჰრიბან ალიევა თანამემამულეებს "ინსტაგრამიდან" ამხნევებს