საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მარნეულში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარ­ნე­ულ­ში „მთა­ვა­რი არ­ხის“ 2 ჟურ­ნა­ლისტს და 2 ოპე­რა­ტორს, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ოპე­რა­ტორს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

„მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლისტ ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მედ ალის თავი აქვს გა­ტე­ხი­ლი. მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია „მთა­ვა­რი არ­ხის" კა­მე­რა და მიკრო­ფო­ნი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მარ­ნე­ულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის კა­მე­რა და­ამ­ტვრი­ეს და ოპე­რა­ტორს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს მოხ­და.

მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ლაშა გოგ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის მუხ­ლე­ბით.

შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

მის­ვე გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ცი­ას თავ­დამ­სხმელ­თა შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და დამ­ნა­შა­ვე პირ­თა და­სად­გე­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

„გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად და­ვი­წყეთ გივი ქვე­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე 126-ე მუხ­ლით. რაც შე­ე­ხე­ბა ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მედ ალის ცე­მის ფაქტს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ სსკ-ის 154-ე მუხ­ლით, რაც ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირ­თა და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. შსს- ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, ვი­ნა­ი­დან და­ცუ­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი, რო­გორც ქა­ლაქ მარ­ნე­ულ­ში ასე­ვე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მყი­სი­ე­რად ჩა­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა გოგ­ლი­აშ­ვილ­მა

მის­ვე გან­მარ­ტე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც გივი ქვე­ლა­ძე­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტი მოხ­და, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

„პირ­ველ თე­მას რაც შე­ე­ხე­ბა, მა­შინ იქ შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ იყ­ვნენ. შე­ტყო­ბი­ნე­ბის შეს­ვლის­თა­ნა­ვე ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი მყი­სი­ე­რად გა­მო­ცხად­ნენ და და­ვი­წყეთ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო, ისე სამ­ძებ­რო“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა გო­გი­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
260

ნაცებისგან ისწავლეს, თუმცა ნაცებს უფრო მაღალ ხარისხში ჰქონდათ აყვანილი

ქეთი
59

ჯეიჰუნ, გამოჯანმრთელებას გისურვებ. თავდამსხმელებს ვუსურვებ ტვინში ციტა მაინც გამონათებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მარნეულში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულში „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მთავარი არხის" ინფორმაციით, ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის თავი აქვს გატეხილი. მათივე ცნობით, დაზიანებულია „მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგლიაშვილმა განუცხადა, გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მისვე განმარტებით, პოლიციას თავდამსხმელთა შესახებ ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ აქვს და დამნაშავე პირთა დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

„გამოძიება მყისიერად დავიწყეთ გივი ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 126-ე მუხლით. რაც შეეხება ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ცემის ფაქტს, გამოძიება დავიწყეთ სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე ხელის შეშლას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავების მიზნით. შსს- ყველაფერს აკეთებს, ვინაიდან დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, როგორც ქალაქ მარნეულში ასევე მთელ საქართველოში ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდება“, - განაცხადა ლაშა გოგლიაშვილმა

მისვე განმარტებით, მაშინ, როდესაც გივი ქველაძეზე თავდასხმის ფაქტი მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები არ იმყოფებოდნენ.

„პირველ თემას რაც შეეხება, მაშინ იქ შსს-ს წარმომადგენლები არ იყვნენ. შეტყობინების შესვლისთანავე ოპერატიული ჯგუფები მყისიერად გამოცხადნენ და დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები, როგორც საგამოძიებო, ისე სამძებრო“, - განაცხადა ლაშა გოგილაშვილმა.

"დაიჯერეს, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - მარინა ენდელაძე რამდენიმედღიანი პიკის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას პროგნოზირებს

დატოვა თუ არა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ? - ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ

„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა