მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან" - სტოლტენბერგისა და გახარიას შეხვედრა ბრიუსელში და საუბრის დეტალები
"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან" - სტოლტენბერგისა და გახარიას შეხვედრა ბრიუსელში და საუბრის დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი და შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბა იყო ძი­რი­თა­დი თე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც დღეს ბრი­უ­სელ­ში, ნატო-ს შტა­ბ­ბი­ნა­ში გა­ი­მარ­თა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ბოლო წლებ­ში, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი და ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა კი ნა­ტოს მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას ადას­ტუ­რებს.

სა­უბ­რი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც შავი ზღვის ფარ­თო რე­გი­ო­ნის ნა­წილს, შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა იენს სტოლ­ტენ­ბერგს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რის­თვის და ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

"უფრო მეტი ნა­ტოა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოც უფრო მე­ტად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნატო-ში", - აღ­ნიშ­ნა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა. - ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია მო­გე­სალ­მოთ ნა­ტოს სა­თაო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მე ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ იმ ძლი­ერ და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს­თან აკავ­ში­რებს და ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რომ მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ნა­ტოს სა­თაო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ეს იმას ადას­ტუ­რებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ო­ბა თქვენ­თვის და ჩვენ­თვის. სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია. ჩვენ უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში და ბევრ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, მათ შო­რის სწავ­ლე­ბებ­ში ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში. ჩვენ ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ ამაყ­ნი ამის­თვის და თქვენც შე­გიძ­ლი­ათ ამა­ყობ­დეთ იმ წვლი­ლის გამო, რო­მე­ლიც შე­გაქვთ ნა­ტოს უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, ნა­ტოს მი­სი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნა­ტოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში. მო­კავ­ში­რე­ე­ბი ვთან­ხმდე­ბით, რომ კი­დევ უფრო მე­ტად ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­როთ ავი­ატ­რა­სე­ბის, რა­და­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, ვი­თა­ნამ­შრმ­ლოთ ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შავი ზღვის რე­გი­ონ­ში.

ნა­ტოს მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ, არის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში. ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ აფხა­ზე­თი­სა და “სამ­ხრეთ ოსე­თის” რე­გი­ო­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და მი­ვეს­ლა­მე­ბით იმ წინსვლას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია. თქვე­ნი ქვე­ყა­ნა უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია და აძ­ლი­ე­რებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­გი­წო­დებთ სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან კი­დევ უფრო და­ახ­ლოვ­დეთ ნა­ტოს­თან და მო­ემ­ზა­დოთ წევ­რო­ბის­თვის. ჩვენ იმე­დი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბი უმაღ­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ასე­ვე ნა­ტოს­თვის. დიდი მად­ლო­ბა ჩა­მობ­რძა­ნე­ბის­თვის, შეხ­ვედ­რის­თვის და მად­ლო­ბა თქვე­ნი პი­რა­დი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის ალი­ან­სის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რო­ბა ჩვენ­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­აა...

სა­ქარ­თვე­ლო ახ­ლაც გა­დის წინსვლას და მი­ვე­სალ­მე­ბით კი­დევ უფრო მეტ აქ­ცენტს რე­ფორ­მებ­ზე. ჩვენ ამა­ზე ვი­სა­უბ­რეთ შეხ­ვედ­რის დროს. კარ­გი ის არის, რომ ვხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლო და ნატო კი­დევ უფრო მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ვიდ­რე ადრე და რო­გორც ვახ­სე­ნეთ, უფრო მეტი ნა­ტოა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოც უფრო მე­ტად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნატო-ში. ეტა­პობ­რი­ვად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, კი­დევ უფრო მეტს ვა­კე­თებთ ერ­თად. ახ­ლა­ხანს აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თეთ შავი ზღვის რე­გი­ონ­ზე, სა­ზღვაო პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სა­ზღვაო ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, ნატო-ს და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა­ზე და ასე­ვე, სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ასე­ვე ვა­ღი­ა­რებთ და შეხ­ვედ­რი­სას ვახ­სე­ნეთ, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შავი ზღვის რე­გი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ნატო-სთვის და ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბის­თვის. ამი­ტომ, მი­ვე­სალ­მე­ბით ყვე­ლა­ფერს, რა­საც ერ­თად გა­ვა­კე­თებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჩვენ ახლა გან­ვი­ხი­ლავთ, რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ და­მა­ტე­ბით, რა ელე­მენ­ტე­ბი და­ვუ­მა­ტოთ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და ეს გუ­ლის­ხმობს, ავი­ა­მი­მოს­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბის გაც­ვლას. ჩვენ უნდა გავცვა­ლოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია, ავი­ატ­რა­ფი­კის შე­სა­ხებ. ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა და ნატო-ს ალი­ან­სის წევ­რე­ბის­თვი­საც.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბრძა­ნა, ვმუ­შა­ობთ არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. ამ­დე­ნად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ჩვენ კი­დევ უფრო მეტს ვა­კე­თებთ ერ­თად და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, იმ ძლი­ე­რი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში, ჩვე­ნი მი­სი­ის ფარ­გლებ­ში კეთ­დე­ბა. ჩვენს მი­სი­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო, ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი რან­გის წვლი­ლის შემ­ტა­ნია და ნამ­დვი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ერ­თგუ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს, იმი­ტომ, რომ ეს არის სა­უ­კე­თე­სო მე­ქა­ნიზ­მი ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. მი­ვე­სალ­მე­ბით მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გვი­ხა­რია ის წინსვლა, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ახორ­ცი­ე­ლებს. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­ლო­დინ­ში ვართ,“ - აღ­ნიშ­ნა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ხაზი გა­უს­ვა, რომ ნატო მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

„ნატო მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს მის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, შე­წყვი­ტოს აფხა­ზე­თი­სა და „სამ­ხრეთ ოსე­თის“ რე­გი­ო­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა და გა­იყ­ვა­ნოს სა­კუ­თა­რი ჯარი,“ - აღ­ნიშ­ნა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნატო მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­ულ პროგ­რესს.

„მი­ვე­სალ­მე­ბით პროგ­რესს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით აღ­წევს. თქვენ­მა ქვე­ყა­ნამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წია და მო­გი­წო­დებთ, გა­აგ­რძე­ლოთ თქვე­ნი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ ნა­ტოს კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დეთ და მისი წევ­რო­ბის­თვის მო­ემ­ზა­დოთ“, - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია.

"ამ ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­ულ შეხ­ვედ­რა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ, მათ შო­რის ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს დი­ნა­მი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რა და 2019 წლის ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს წვრთვნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩა­ტა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე ისა­უბ­რეს ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბით პა­კეტ­ზე და იმა­ზე, რომ ეს პა­კე­ტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გაღ­რმა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი.

"ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რათა ნატო-ს სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბის­თვის მო­ვემ­ზა­დოთ. შეხ­ვედ­რა­ზე ხაზი გა­ვუს­ვით სა­ქარ­თვე­ლოს მზად­ყოფ­ნას ავ­ღა­ნეთ­ში მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გარ­და ამი­სა, პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­ვუს­ვით ხაზი შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ნატო-ს აღ­მო­სავ­ლე­თის ფლან­გის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში. ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს როლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ვიწ­რო პა­რა­დიგ­მა­ში და ხაზი გა­ვუს­ვით შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უფრო ფარ­თო გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ჩვენს აქ­ტუ­ა­ლურ როლს. კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვით ნატო-ს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­ვი­ხი­ლეთ და მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­მოვ­ხა­ტო ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მი­მართ იმ უწყვე­ტი დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი არის გა­მო­ხა­ტუ­ლი. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს წინსვა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინერტრა­ცი­ის გზა­ზე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emigranti
29

მოუწოდა რუსეტს რომ ჯარები გაიყვანოსო??? აბა რას იზამს სანამ გახარია დაბრუნდება საქართველოში ჯარები წასულიც იქნება უკლებლივ.

.....
22

ძალიან შეშფოთებული ჩანს ბატონი სტოლტენბერგი.სიტყვა თქვა ქვას გახეთქავს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან" - სტოლტენბერგისა და გახარიას შეხვედრა ბრიუსელში და საუბრის დეტალები

"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან" - სტოლტენბერგისა და გახარიას შეხვედრა ბრიუსელში და საუბრის დეტალები

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. - ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ნატოს სათაო დაწესებულებაში. მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორეობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრ სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის სწავლებებში ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ამაყნი ამისთვის და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებაში, ნატოს მისიების წარმატებაში. ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს გავუზიაროთ ავიატრასების, რადარების მონაცემები, ვითანამშრმლოთ ერთობლივი წვრთნების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონში.

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში და მივესლამებით იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. ამ მიმართულებით მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს საქართველოში არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიაა...

საქართველო ახლაც გადის წინსვლას და მივესალმებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრის დროს. კარგი ის არის, რომ ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად. ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატო-ს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატო-სთვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით.

ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია, ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატო-ს ალიანსის წევრებისთვისაც.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსთვის, იმ ძლიერი ერთგულებისთვის, რომელიც ავღანეთში, ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება. ჩვენს მისიებში, საქართველო, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო მექანიზმი ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

„მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თქვენი ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ და მისი წევრობისთვის მოემზადოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

"ამ ძალიან პროდუქტიულ შეხვედრაზე ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის შეხვედრა და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთვნების წარმატებული ჩატარება, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და იმაზე, რომ ეს პაკეტი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ, რათა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის მოვემზადოთ. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს მზადყოფნას ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას გავუსვით ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს თანამშრომლობაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში და ხაზი გავუსვით შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო განზომილებაში ჩვენს აქტუალურ როლს. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განვიხილეთ და მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ნატო-ს გენერალური მდივნის მიმართ იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული. ასევე განვიხილეთ საქართველოს წინსვა ევროატლანტიკური ინერტრაციის გზაზე და დემოკრატიული რეფორმების პროცესში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავი ზღვა არ იყოს რეგიონი, რომელშიც დომინირებს ერთი ქვეყანა, რუსეთი" - ნატოს გენმდივანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"