მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში
უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში

ბოლო დროს ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა ხში­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი, ამო­მა­ვა­ლი მსოფ­ლიო სუ­პერ­ძა­ლა, რო­მე­ლიც მზარ­დი ეკო­ნო­მი­კით და სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რო­გორც წესი, პო­ტენ­ცი­უ­რად თუ რე­ა­ლუ­რად სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფე­ბი კი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბით ცდი­ლო­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" კვლე­ვის: "ვინ გან­სა­ზღვრავს ცივი ომის შემ­დგო­მი მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რიგს? - ჩი­ნე­თის გავ­ლე­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბი აკა­დე­მი­ა­ში, მე­დი­ა­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში: სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი", - თა­ნახ­მად, სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით ქვეყ­ნის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ცაა, სა­დაც უკვე იგ­რძნო­ბა ჩი­ნე­თი­დან წა­მო­სუ­ლი გარ­კვე­უ­ლი იმ­პულ­სე­ბი.

მა­ინც, კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სო ჩი­ნე­თის­თვის? ამა­ზე"სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის” თავ­მჯდო­მა­რე და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

  • რა­ტომ ჩი­ნე­თი?

"სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ა­ში" უკვე სამი წე­ლია, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთი ფო­კუ­სი სა­გა­რეო გავ­ლე­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბია, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პრო­პა­გან­და­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში, ასე­ვე, ეკო­ნო­მი­კურ ექ­სპან­სი­ა­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ებ­ში, აკა­დე­მი­ურ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სეგ­მენ­ტში გავ­ლე­ნის გაზ­რდა­ში. მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, მო­ახ­დი­ნოს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის დე­ვალ­ვა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ესა თუ ის სა­ხელ­მწი­ფო ვი­თარ­დე­ბა და სა­კუ­თა­რი მო­ახ­ვი­ოს თავს. სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი ქვეყ­ნის­თვის რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი:

პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვე­ყა­ნაა, სა­ბო­ლო­ოდ ფორ­მი­რე­ბუ­ლი ჯერ არაა, თუ რო­გორ სა­ხელ­მწი­ფო­ში გვინ­და ცხოვ­რე­ბა; მტრებ­თან და მე­გობ­რებ­თან, სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან და არა­პარტნი­ო­რებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ახლა ყა­ლიბ­დე­ბა. ასე­თი ტი­პის ქვეყ­ნებ­ში ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­აქ­ციო, თუკი სწო­რად მო­იქ­ცე­ვი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­გეგ­მავ. რუ­სე­თის შემ­თხვე­ვა­ში თუკი ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, ჩი­ნეთ­ზე ვმუ­შა­ობთ და ხში­რად ვა­წყდე­ბით ხოლ­მე შე­კი­თხვას - "რა­ტომ ჩი­ნე­თი?" უმ­თავ­რე­სია ის, რომ ჩი­ნე­თი დღეს ის მზარ­დი ქვე­ყა­ნაა, არა მარ­ტო ეკო­ნო­მი­კის და მო­სახ­ლე­ო­ბის სი­დი­დის გამო, არა­მედ იმი­ტომ, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლად მსოფ­ლიო დო­მი­ნა­ცი­ის პრე­ტენ­ზია აქვს. ჩი­ნე­თი იქცა ქვე­ყა­ნად, რო­მელ­საც ღიად აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფო­ო­ბის პრე­ტენ­ზია და კონ­კუ­რენ­ცი­ა­შია შე­სუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­შირ­თან, აშშ-სთან, იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ით­ვლე­ბო­და, რომ დო­მი­ნა­ცი­ის სეგ­მენ­ტში კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყავ­დათ. დღეს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, დიდი და პა­ტა­რა იკ­ვლევს, რას­თან აქვს საქ­მე და რა არის ის ფორ­მე­ბი, რომ­ლი­თაც ჩი­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა სა­კუ­თა­რი დო­მი­ნა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ახ­დენს. გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებს ჩი­ნე­თი იმი­ტო­მაც, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, არა­მედ, ერ­თპარ­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­აა იმა­ზე უფრო დიდი ხა­ნია, ვიდ­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო. ეს ქმნის იმის წი­ნა­პი­რო­ბას, რო­მე­ლიც საფრ­თხის გან­ცდას უჩენს ძა­ლი­ან ბევრ სა­ხელ­მწი­ფოს. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვყე­ნებ­ში დღეს აღა­რა­ვინ და­ვობს, რომ ისი­ნი ჩი­ნუ­რი ექ­სპან­სი­ის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე არი­ან, თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ და­სავ­ლურ და უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებს. ამი­ტო­მა­ცაა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გავ­ლე­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნავს ხი­და­შე­ლი.

  • რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო ჩი­ნე­თის­თვის სა­ქარ­თვე­ლო?

სა­ერ­თოდ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი პა­ტა­რა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით - უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად, არ­ცთუ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ჩი­ნე­თის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო? ხი­და­შე­ლის თქმით, არ­სე­ბობს ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჩი­ნე­თის ყუ­რა­დღე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სის რა­დარ­ში მოვ­ხვდით. ერთი მათ­გა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაა, მე­ო­რე კი - სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან...

"პირ­ვე­ლი, ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი და ბევ­რჯერ ნათ­ქვა­მი ჩვე­ნი გე­ოგ­რა­ფი­აა. სა­ვაჭ­რო, სარ­კი­ნიგ­ზო, სა­ჰა­ე­რო და ენერ­გე­ტი­კუ­ლი გზე­ბის კვე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი წერ­ტი­ლი ვართ, სატ­რან­სპორ­ტო გზებ­ზე მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა ვართ, დეს­პო­ტუ­რი და ტი­რა­ნუ­ლი რუ­სე­თის ალ­ტერ­ნა­ტი­ვის შე­საქ­მნე­ლად;

მე­ო­რე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზე­ზია ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აშშ-სთან. ჩვენ არ ვართ უბ­რა­ლოდ ქვე­ყა­ნა სწორ გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა სწორ და სა­ინ­ტე­რე­სო გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, რო­მელ­საც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აქვს იმ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ვის­თა­ნაც ჩი­ნე­თი დღეს ლა­მის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. იმის­თვის, რომ ამ სტრა­ტე­გი­ულ გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე გავ­ლე­ნა არ და­კარ­გოს, ჩი­ნე­თის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მათ მხა­რეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის ან ნე­ბის­მი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან, აშშ-სთან.

მა­გა­ლი­თად, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტი­პენ­დი­ის პროგ­რა­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 30 წე­ლია, მოქ­მე­დებს, ქარ­თვე­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, აშშ-ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, თურ­ქეთ­ში მი­დი­ან, ეს არას­დროს ყო­ფი­ლა წუ­ხი­ლის სა­გა­ნი და ახლა, ჩი­ნეთ­ში რომ მი­დი­ან, რა­ტო­მაა წუ­ხი­ლის სა­გა­ნიო? პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი, ის, რომ ჩი­ნე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო არაა, აკა­დე­მი­ურ სეგ­მენ­ტში ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მა ცენ­ზუ­რა­გავ­ლი­ლია. საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდილ­მა თა­ო­ბამ კარ­გად ვი­ცით, რას ნიშ­ნავს, რო­დე­საც კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია შენი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კუ­რი­კუ­ლუმს ად­გენს და გან­სა­ზღვრავს, რა შე­იძ­ლე­ბა გას­წავ­ლონ და რა - არა. ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გაჩ­ნდე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ამ ტი­პის, ცენ­ზუ­რა­გავ­ლი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მე­ო­რე, რი­თიც ამე­რი­კას­თან კონ­კუ­რენ­ცია ჩანს, ისაა, რომ, კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით გე­უბ­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯა­მუ­რად ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა მუ­შა­ობს, რაც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ცალ-ცალ­კე მოქ­მე­დებს. ეს ძა­ლი­ან კარ­გად აჩ­ვე­ნებს, რომ ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ამო­ცა­ნა იმ დის­ბა­ლან­სის აღ­მო­ფხვრაა, რო­მე­ლიც აშშ-ს 30-წლი­ა­ნი და­წი­ნა­უ­რე­ბი­თაა შექ­მნი­ლი, ვგუ­ლის­ხმობ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და­სავ­ლურ გა­ნათ­ლე­ბას 30 წე­ლია იღე­ბენ. ჩი­ნე­თი ცდი­ლობს, ეს უპი­რა­ტე­სო­ბა რა­ო­დე­ნო­ბით გა­და­წო­ნოს, იმ­დე­ნი სტუ­დენ­ტი წა­იყ­ვა­ნოს ერთჯე­რა­დად და ყო­ველ­წლი­უ­რად, რომ რა­ო­დე­ნო­ბით და­ე­წი­ოს ყვე­ლა იმ და­სავ­ლურ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც აქ მუ­შა­ობ­და; გარ­და ტი­პი­უ­რი სას­წავ­ლო სტი­პენ­დი­ე­ბი­სა, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ზუს­ტად ისე, რო­გორც აშშ ადრე აკე­თებ­და, 2-3 კვი­რი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბით მიჰ­ყავთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აკა­დე­მი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სწო­რედ იმი­სათ­ვის, რომ აჩ­ვე­ნონ, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რა­ო­დენ სა­სა­ცი­ლო­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა. ანუ, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გა­ტა­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის მი­ყიდ­ვა ხდე­ბა იმ ქარ­თვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩა­ნან, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არი­ან. ესეც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც მე­სა­მე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფორ­მაა", - აღ­ნიშ­ნავს "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" თავ­მჯდო­მა­რე AMBEBI.GE-სთან.

  • აკა­დე­მი­უ­რი სივ­რცე, რო­გორც რის­კი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის?

ხი­და­შე­ლი ყუ­რა­დღე­ბას იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე ამახ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, პირ­და­პი­რაა ჩარ­თუ­ლი ჩი­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სა­ხალ­ხო გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ არ­მი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ინ­ტერ­ნეტ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მას იპო­ვით, რო­მე­ლიც გაჩ­ვე­ნებთ, ჩი­ნეთ­ში მოქ­მე­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ თუ არა საფრ­თხეს იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თა­ნაც გაც­ვლით პროგ­რა­მე­ბი აქვთ. ჩი­ნეთ­ში "შვი­დი ვა­ჟის ერ­თო­ბა", 7 უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯგუ­ფი არ­სე­ბობს. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი პირ­და­პირ ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ბმა­შია ჩი­ნე­თის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ არ­მი­ას­თან და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მას­თან, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს რო­გორც აშშ-ში, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, შავ სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ. 2 უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს (კონ­ტრაქ­ტე­ბი 2018 წელ­საა გა­ფორ­მე­ბუ­ლი), ამ "7 ვა­ჟის ერ­თო­ბი­დან" არი­ან. რას ნიშ­ნავს ეს უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კი, რა უნდა დაგ­ვი­შა­ვო­ნო, იკი­თხავს ვინ­მე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ობი­ვა­ტე­ლი". რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ამას ვერ იგ­რძნობს, ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იმი­ტო­მაა შეყ­ვა­ნი­ლი მა­ღა­ლი რის­კის სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი, რომ ჩარ­თულ­ნი არი­ან შპი­ო­ნაჟ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­პარ­ვა­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის მო­პარ­ვა­ში, და ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში იმის­თვის, რომ მო­ცე­მულ სა­ხელ­მწი­ფო­ში მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ქსე­ლებ­თან, სის­ტე­მებ­თან, უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან ჰქონ­დეთ შეღ­წე­ვა­დო­ბა", - აცხა­დებს ხი­და­შე­ლი.

  • "ტიკ ტოკი" - უწყი­ნა­რი გარ­თო­ბა?

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი აპ­ლი­კა­ცია "ტიკ ტოკს" გა­მოჰ­ყოფს, რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი სეგ­მენ­ტი­დან ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას, რომ­ლის გად­მო­წე­რაც მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის - "ფე­ის­ბუ­ქის" თუ "ინ­სტაგ­რა­მის" ქო­ნა­სა­ვით აღიქ­მე­ბო­და და ადა­მი­ა­ნი მათ შო­რის ზღვრის გავ­ლე­ბას ვერ ახერ­ხებ­და.

"ამა­სო­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ რო­გორც კი "ტიკ ტო­კის" აპ­ლი­კა­ცი­ას გად­მო­წერთ თქვენს ტე­ლე­ფონ­ში, მას მი­აქვს ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი, რაც თქვენს ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბობს. "ტიკ ტო­კის" წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ე­ბი აქვს და­წყე­ბუ­ლი "ეფლს", "სამ­სუნგს" და უამ­რავ სხვა კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბას სწო­რედ იმის გამო ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ "ტიკ ტოკი", პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ, ასეთ "ქურდ" აპ­ლი­კა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. აშშ-ში პენ­ტა­გონ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბაც კი გა­მოს­ცა, რომ­ლი­თაც ამე­რი­კელ ჯა­რის­კა­ცებს სა­კუ­თარ ტე­ლე­ფო­ნებ­შო "ტიკ ტო­კის" ინ­სტა­ლა­ცია აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ, რად­გან მა­გა­ლი­თად, ავ­ღა­ნეთ­ში თუ ერაყ­ში ჯა­რის­კა­ცი რო­ცა­ო­პე­რა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და უცებ "ტიკ ტო­კის" ვი­დე­ო­თი გარ­თო­ბას გა­და­წყვეტს, ამ ტე­ლე­ფო­ნის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩი­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში მი­დის.

ასე­ვე, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი პან­დე­მი­ის დროს გა­და­წყვე­ტენ, რომ უნდა გაგ­ვარ­თონ "ტიკ ტოკ­ზე" ვი­დე­ო­ე­ბით, გარ­და იმ ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვი­სა, რომ პან­დე­მი­ით შე­წუ­ხე­ბუ­ლი და შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს დამ­ცი­ნა­ვი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, სე­რი­ო­ზუ­ლი სხვა პრობ­ლე­მა­ცაა, რომ რე­ა­ლუ­რად, ისი­ნი ქვე­ყა­ნა­ში ეწე­ვი­ან იმის რეკ­ლა­მას, რაც ჩვენს ყვე­ლა პარტნი­ორს უბ­რა­ლოდ, აკ­რძა­ლუ­ლი აქვს, რის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეც ჩვე­ნი ყვე­ლა პარტნი­ო­რი რე­კო­მენ­და­ცი­ას თა­ვის მე­გო­ბარ და პარტნი­ორ ქვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს - ჩვენ­თან, პირ­და­პირ, ერ­თმნიშ­ნე­ლოვ­ნად რომ ვთქვათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აკე­თებს იმის რეკ­ლა­მას, რაც ამე­რი­კე­ლებს აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ. ყვე­ლა­ზე უწყი­ნა­რი რა­მეც კი, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც მო­მენ­ტში შე­საძ­ლოა, თქვენ­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის მქო­ნე აღ­მოჩ­ნდეს, თუ მას­ზე წვდო­მა არა­კე­თილ­მო­სურ­ნე სის­ტე­მას აქვს", - აღ­ნიშ­ნავს ხი­და­შე­ლი.

  • სა­ქარ­თვე­ლოს სამი პრობ­ლე­მა

"სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სამი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა აქვს:

"პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არა­სის­ტე­მუ­რო­ბის და არას­ტრა­ტე­გი­უ­ლო­ბი­საა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და ქმე­დი­თად მიჰ­ყვე­ბა სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო - ვინ რას აკე­თებს, არა­ვის წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს; მე­ო­რე, იქ სა­დაც რე­ა­ლუ­რად უნდა მუ­შა­ობ­დეს და რის­თვი­საც სუს-ი გვჭირ­დე­ბა, იქ ის დუმს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ჩი­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ფორმ­დე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მათ წინ უნდა დე­ბო­დათ ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც რის­კებ­ზე გა­აფრ­თხი­ლებ­და. სუს-ი ვერ მი­უ­თი­თებს თსუ-ს, ვის­თან და­დოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ვის­თან - არა, მაგ­რამ სუს-ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გა­აფრ­თხი­ლოს ყვე­ლა კერ­ძო კომ­პა­ნია, და მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტიც (რო­მე­ლიც მთლად კერ­ძოც არ არის), საფრ­თხე­ე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. სუს რე­ა­ლუ­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბით უფრპა და­კა­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბით; მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი დო­ნის, კო­რუფ­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მაა, მერ­კან­ტი­ლუ­რი, ვიწ­რო პი­როვ­ნუ­ლი, ოჯა­ხუ­რი, მა­გა­ლი­თად, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის და­უ­დევ­რო­ბით (კარ­გი სი­ტყვა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და სხვა რა­მეს ნუ და­ვაბ­რა­ლებთ) გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს ხი­და­შე­ლი.

  • ჩი­ნე­თის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი მსოფ­ლი­ო­სა და რე­გი­ონ­ში

ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძეც ესა­უბ­რა. გობ­რო­ნი­ძე ახ­ლად აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლიო სუ­პერ­ძა­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მიზ­ნედ ამო­ღე­ბის ნიშ­ნებს ნაკ­ლე­ბად ხე­დავს და ჩი­ნე­თის ინ­ტე­რე­სებს რე­გი­ონ­ში ძი­რი­თა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო პო­ტენ­ცი­ალს უკავ­ში­რებს.

"კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ჩი­ნე­თის ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რად­გან აქ ჩი­ნე­თი არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რი, რო­გო­რი­ცაა იგი­ვე, ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათი სა­გა­რეო და ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სხვა რე­გი­ო­ნებ­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, აქ ჩი­ნე­თის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ­დი. ჩი­ნე­თის­თვის პირ­ველ რიგ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო სატ­რან­ზი­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, თუნ­დაც, თა­ვის დრო­ზე ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტზეც არ­სე­ბობ­და ჩი­ნე­ლე­ბის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც 2015 წლი­დან გა­ცხად­და "სარ­ტყე­ლი­სა და გზის პო­ლი­ტი­კა", რო­მე­ლიც ჩი­ნუ­რი ეკო­ნო­მი­კის­თვის ბაზ­რებ­ზე წვდო­მის გზე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს. "სარ­ტყე­ლი­სა და გზის პო­ლი­ტი­კა" ჩი­ნე­თის­თვის ერ­თგვა­რი ახა­ლი სი­ტყვა, რომ­ლი­თაც და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს მი­მართ ჩი­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად იც­ვლე­ბა - უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გუ­ლის­ხმობს იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ჯაჭ­ვის შექ­მნას დე­და­მი­წის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც ჩი­ნუ­რი პრო­დუქ­ცი­ის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად უზ­რუნ­ველ­ჰყოფს მისი გა­სა­ღე­ბის ბაზ­რე­ბამ­დე. ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც თა­ვის ერთ-ერთ ბოლო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ჩი­ნე­თი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ფლაგ­მა­ნია, გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩი­ნე­თი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო იქ­ნე­ბო­და. ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო? პირ­ველ რიგ­ში, ესაა ქვეყ­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი, თუმ­ცა მის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო ვერ ახ­დენს. მე­ო­რე, შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ჩი­ნე­თის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყოს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნის გავ­ლით ევ­რო­პას­თან გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი წვდო­მის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა.

ზო­გა­დად კი, ჩი­ნუ­რი ჰე­გე­მო­ნია ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საა საფრ­თხე, რო­მელ­საც დე­მოკ­რა­ტი­ის აშე­ნე­ბა უნდა, მათ შო­რის ჩვენ­თვი­საც. მე­ო­რე, დიდი და ცუდი მო­მენ­ტია, რომ ჩი­ნეთს არა მარ­ტო ინ­ტე­რე­სი, არა­მედ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც აქვს, გლო­ბა­ლურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს - ეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბია.

"ტიკ ტოკ­ზე" სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­თვის ისაა, რომ ჩი­ნუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რო­ბის ხა­რის­ხით ხში­რად და­სავ­ლურ კომ­პა­ნი­ებს ას­წრე­ბენ, იგი­ვე, 5G ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრძო­ლა ამ სი­ტუ­ა­ცი­ის ერ­თგვა­რი რეფ­ლექ­სი­აა. ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, ჩი­ნუ­რი მე­ხუ­თე და მე­ექ­ვსე თა­ო­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა დღეს მხო­ლოდ აშშ-ს ჩა­მორ­ჩე­ბა. ანუ, ეს ძა­ლი­ან მზარ­დი ძა­ლაა მსოფ­ლი­ოს­თვის, მაგ­რამ ამ მზარ­დი ძა­ლის პო­ტენ­ცი­ალს ამ ეტაპ­ზე ვერ გან­ვი­ხი­ლავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეგ­ზის­ტენ­ცი­ურ საფრ­თხედ და რა­ი­მე ტი­პის სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლად, უბ­რა­ლოდ, იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ჩვენ თვი­თონ ვართ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პე­რი­ფე­რი­ა­ზე. მე­ო­რე მხრივ, საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, თუნ­დაც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ქარ­თვე­ლო, ძა­ლი­ან ბევრ პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც "სარ­ტყე­ლი­სა და გზის" ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ერთ-ერთი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი წევ­რია და ჩარ­თუ­ლია არა მხო­ლოდ რო­გორც პარტნი­ო­რი, არა­მედ, რო­გორც დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი წევ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნურ-ამე­რი­კულ და­პი­რის­პი­რე­ბას, ეს თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ არ­სე­ბობს და ცალ­სა­ხად იმის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ამე­რი­კას­თან სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რო­ბა იქ­ნე­ბა ჩი­ნუ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი, მაგ­რამ ჩი­ნე­თი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში არ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, რათა გა­ა­ძე­ვოს აშშ, არა­მედ შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე ახ­ლაა გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი, რათა მი­ი­ღოს წვდო­მა სა­სურ­ველ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე და აქ უკვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩი­ნურ-ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნურ-ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის იმგვა­რი კვე­თა, რო­გო­რიც გვქონ­და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ონ­ში, არ გვექ­ნე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი აზია ჩი­ნე­თის უშუ­ა­ლო სა­მე­ზობ­ლოა", - აღ­ნიშ­ნავს AMBEBI.GE-სთან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

  • ჩი­ნე­თის ბერ­კე­ტე­ბი - ერ­თგვა­რო­ვა­ნი ყველ­გან?

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა თინა ხი­და­შე­ლის მიერ ხაზ­გას­მულ, ჩი­ნე­თის რბი­ლი ძა­ლის სხვა­დას­ხვა მე­თოდს. მისი მო­საზ­რე­ბით, ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა მთელს მსოფ­ლი­ო­ში ერ­თსა და იმა­ვე ბერ­კე­ტებს იყე­ნებს.

"ჩემი აზ­რით, "ტიკ ტოკი" ან თუნ­დაც, მსგავ­სი სხვა რამ, ზო­გა­დად ის ტრენ­დია, რა­საც ჩი­ნე­თი აკე­თებს ყველ­გან. მე ამას გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტებს არ და­ვარ­ქმევ­დი, უბ­რა­ლოდ, პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მსოფ­ლი­ო­ში ჩი­ნე­თის აღ­ქმა არ არის ისე­თი პო­ზი­ტი­უ­რი, რო­გო­რიც ევ­რო­პის თუ ამე­რი­კის რე­გი­ო­ნის, კულ­ტუ­რის და ცხოვ­რე­ბის სტი­ლის აღ­ქმაა. შე­სა­ბა­მი­სად, თუნ­დაც გაც­ვლით პრო­ექ­ტებს ჩი­ნე­თი აკე­თებს ყველ­გან იმის­თვის, რომ მისი მიმ­ღებ­ლო­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში გა­ი­ზარ­დოს. ჩი­ნე­თი ერ­თგვა­რი კონ­ფუ­ცი­ა­ნუ­რი ტექ­ნოკ­რა­ტი­აა დიქ­ტა­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბით, ეს საკ­მა­ოდ არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხელ­მწი­ფოა პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით (თუნ­დაც პან­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბი­სას გავ­ხდით მომსწრე­ნი, რო­გორ უჩი­ნარ­დე­ბო­და ხალ­ხი, ვინც ცდი­ლობ­და, გან­გა­შის ზა­რის­თვის შე­მო­ეკ­რათ), აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა რბი­ლი ძა­ლის ატ­რი­ბუ­ტე­ბის შე­ძე­ნა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩი­ნე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ მის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიმ­ღებ­ლო­ბა იყოს, - აი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა თუნ­დაც, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, რა­საც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახორ­ცი­ე­ლებს, რათა სა­კუ­თა­რი თავი უფრო პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტიც სა­უბ­რობ­და ამა­ზე, რომ მსოფ­ლი­ომ დროა, ჩი­ნე­თი ახ­ლი­დან გა­იც­ნო­სო. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, ანუ, ერ­თგვა­რი რბი­ლი ძა­ლის ელე­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა "შვი­დი ვა­ჟის ერ­თო­ბას", რო­გორ გგო­ნი­ათ, 7 უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარ­და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თუ იქ თა­ვი­სუფ­ლე­ბის იმ­დე­ნად მა­ღა­ლი ხა­რის­ხია, რომ შე­უძ­ლი­ათ, თუნ­დაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კი­თაც იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი? იქ პრაქ­ტი­კუ­ლად, ნე­ბის­მი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით აკე­თებს რა­ღა­ცას, ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბას­თან და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ი­ცავს არ­მი­ას, სპეც­სამ­სა­ხურს და ყვე­ლა­ფერს. მაგ­რამ აქ მე­ო­რე სა­კი­თხია - რა შემ­თხვე­ვა­შია ჩი­ნე­თი ჩვენ­თვის საფრ­თხე? ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ჰყავს სპეც­სამ­სა­ხუ­რი, არ­მია, ყვე­ლას აქვს გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ან სამ­სა­ხუ­რე­ბი ყო­ველ­თვის ყვე­ლას­თვის საფრ­თხე არ არის. ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან რა ინ­ფორ­მა­ცია უნდა აი­ღოს ჩი­ნეთ­მა, ეს კი­დევ სხვა სა­კი­თხია, თუ შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან რა­ი­მე წა­ი­ღონ - აკე­თე­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იმგვარ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის­თვის? გვაქვს კი იმ­დაგ­ვა­რი სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ჩი­ნე­თის­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იყოს? ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში ჩი­ნე­თის აღ­ქმა რო­გო­რი­ცაა, რომ ჩი­ნე­თი ძა­ლის მე­ო­რე პო­ლუ­სად ყა­ლიბ­დე­ბა აშშ-ს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, აქ უკვე შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი ქარ­თულ-ჩი­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ ეს რის­კე­ბი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­დის კონფრონ­ტა­ცი­ამ­დე, იქამ­დე, რომ ჩვენ ჩი­ნე­თის გან­ხილ­ვა და­ვი­წყოთ ისე­თი­ვე ტი­პის საფრ­თხედ, რო­გორც გან­ვი­ხი­ლავთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას და სხვა სა­გა­რეო საფრ­თხე­ებს", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
6

ბიძინა ივანიშვილის ტიკ ტოკის ვიდეო მაშინ აიტვირთა,როცა არც ამერიკას და არც არავის არ ქონდა ეს აკრძალული,აკრძალვები მოგვიანებით გაჩნდა,ეს რა თქმა უნდა კარგად იცის ხიდაშელმა,მაგრამ მაინც ავრცელებს დეზინფორმაციას

ალექს
9

გასაგებია, ბიძინა ჩინეთზე უფრო საშიშია, აფერუმ ბიძინა ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში

უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში

ბოლო დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი, ამომავალი მსოფლიო სუპერძალა, რომელიც მზარდი ეკონომიკით და სამხედრო შესაძლებლობებით გამოირჩევა. როგორც წესი, პოტენციურად თუ რეალურად სუპერსახელმწიფები კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკუთარი ინტერესების გატარებას მრავალფეროვანი მეთოდებით ცდილობენ. ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" კვლევის: "ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? - ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი", - თანახმად, საკუთარი გავლენების გაფართოების მიზნით ქვეყნის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოცაა, სადაც უკვე იგრძნობა ჩინეთიდან წამოსული გარკვეული იმპულსები.

მაინც, კონკრეტულად რატომ შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო ჩინეთისთვის? ამაზე"სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გვესაუბრება.

  • რატომ ჩინეთი?

"სამოქალაქო იდეაში" უკვე სამი წელია, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ფოკუსი საგარეო გავლენის ოპერაციებია, რაც გამოიხატება პროპაგანდაში, საინფორმაციო ომში, ასევე, ეკონომიკურ ექსპანსიაში, ფსიქოლოგიურ ოპერაციებში, აკადემიურ, საგანმანათლებლო სეგმენტში გავლენის გაზრდაში. მისი მთავარი ამოცანაა, მოახდინოს იმ ღირებულებითი სისტემის დევალვაცია, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის სახელმწიფო ვითარდება და საკუთარი მოახვიოს თავს. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის რამდენიმე ასპექტია მნიშვნელოვანი:

პირველი, საქართველო განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაა, საბოლოოდ ფორმირებული ჯერ არაა, თუ როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება; მტრებთან და მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და არაპარტნიორებთან დამოკიდებულებები ახლა ყალიბდება. ასეთი ტიპის ქვეყნებში ნოყიერი ნიადაგი არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციო, თუკი სწორად მოიქცევი და მიზანმიმართულად დაგეგმავ. რუსეთის შემთხვევაში თუკი ყველაფერი გასაგებია, ჩინეთზე ვმუშაობთ და ხშირად ვაწყდებით ხოლმე შეკითხვას - "რატომ ჩინეთი?" უმთავრესია ის, რომ ჩინეთი დღეს ის მზარდი ქვეყანაა, არა მარტო ეკონომიკის და მოსახლეობის სიდიდის გამო, არამედ იმიტომ, რომ სტრატეგიულად მსოფლიო დომინაციის პრეტენზია აქვს. ჩინეთი იქცა ქვეყანად, რომელსაც ღიად აქვს გაცხადებული სუპერსახელმწიფოობის პრეტენზია და კონკურენციაშია შესული, მაგალითად, ევროკავშირთან, აშშ-სთან, იმ სახელმწიფოებთან ან გაერთიანებებთან, რომლებიც დღემდე ითვლებოდა, რომ დომინაციის სეგმენტში კონკურენტი არ ჰყავდათ. დღეს ნებისმიერი სახელმწიფო, დიდი და პატარა იკვლევს, რასთან აქვს საქმე და რა არის ის ფორმები, რომლითაც ჩინეთის რესპუბლიკა საკუთარი დომინაციის უზრუნველყოფას ახდენს. განსაკუთრებით გვაინტერესებს ჩინეთი იმიტომაც, რომ ეს სახელმწიფო არ არის დემოკრატიული, არამედ, ერთპარტიული ქვეყანაა, ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიაა იმაზე უფრო დიდი ხანია, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. ეს ქმნის იმის წინაპირობას, რომელიც საფრთხის განცდას უჩენს ძალიან ბევრ სახელმწიფოს. აღმოსავლეთ ევროპის ქვყენებში დღეს აღარავინ დავობს, რომ ისინი ჩინური ექსპანსიის გამო სერიოზული პრობლემების წინაშე არიან, თავი რომ დავანებოთ დასავლურ და უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიის სახელმწიფოებს. ამიტომაცაა განსაკუთრებით საინტერესო სჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციები საქართველოში", - აღნიშნავს ხიდაშელი.

  • რატომ შეიძლება იყოს საინტერესო ჩინეთისთვის საქართველო?

საერთოდ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოსნაირი პატარა და სხვადასხვა მიმართულებით - უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არცთუ ძლიერი სახელმწიფო ჩინეთისთვის საინტერესო? ხიდაშელის თქმით, არსებობს ორი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩინეთის ყურადღებისა და ინტერესის რადარში მოვხვდით. ერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობაა, მეორე კი - სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან...

"პირველი, ეს საყოველთაოდ ცნობილი და ბევრჯერ ნათქვამი ჩვენი გეოგრაფიაა. სავაჭრო, სარკინიგზო, საჰაერო და ენერგეტიკული გზების კვეთის ცენტრალური წერტილი ვართ, სატრანსპორტო გზებზე მთელი დანარჩენი ცივილიზებული კაცობრიობისთვის ყველაზე რეალისტური ალტერნატიული გზა ვართ, დესპოტური და ტირანული რუსეთის ალტერნატივის შესაქმნელად;

მეორე უმნიშვნელოვანესი მიზეზია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენ არ ვართ უბრალოდ ქვეყანა სწორ გეოგრაფიაში, ჩვენ ვართ ქვეყანა სწორ და საინტერესო გეოგრაფიაში, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს იმ სახელმწიფოსთან, ვისთანაც ჩინეთი დღეს ლამის დეკლარირებული ომის მდგომარეობაში იმყოფება. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიულ გეოგრაფიაზე გავლენა არ დაკარგოს, ჩინეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც მათ მხარეს იქნება შესაძლო გართულებების ან ნებისმიერი გართულების პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან.

მაგალითად, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამები საქართველოში უკვე 30 წელია, მოქმედებს, ქართველები განათლების მისაღებად გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში მიდიან, ეს არასდროს ყოფილა წუხილის საგანი და ახლა, ჩინეთში რომ მიდიან, რატომაა წუხილის საგანიო? პირველი მიზეზი, ის, რომ ჩინეთი თავისუფალი დემოკრატიული სამყარო არაა, აკადემიურ სეგმენტში ნიშნავს, რომ ყველა აკადემიური პროგრამა ცენზურაგავლილია. საბჭოთა საქართველოში გაზრდილმა თაობამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც კომუნისტური პარტია შენი უნივერსიტეტის კურიკულუმს ადგენს და განსაზღვრავს, რა შეიძლება გასწავლონ და რა - არა. ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ახალგაზრდების მთელი ჯგუფი, რომელსაც ამ ტიპის, ცენზურაგავლილი საგანმანათლებლო გამოცდილება აქვს მიღებული. მეორე, რითიც ამერიკასთან კონკურენცია ჩანს, ისაა, რომ, კვლევაზე დაყრდნობით გეუბნებით, საქართველოში ჯამურად ყველა საგანმანათლებლო პროგრამა მუშაობს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ცალ-ცალკე მოქმედებს. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ჩინეთის სახელმწიფოს ამოცანა იმ დისბალანსის აღმოფხვრაა, რომელიც აშშ-ს 30-წლიანი დაწინაურებითაა შექმნილი, ვგულისხმობ, რომ ქართველები დასავლურ განათლებას 30 წელია იღებენ. ჩინეთი ცდილობს, ეს უპირატესობა რაოდენობით გადაწონოს, იმდენი სტუდენტი წაიყვანოს ერთჯერადად და ყოველწლიურად, რომ რაოდენობით დაეწიოს ყველა იმ დასავლურ პროგრამას, რომელიც აქ მუშაობდა; გარდა ტიპიური სასწავლო სტიპენდიებისა, ასევე საინტერესოა, რომ ზუსტად ისე, როგორც აშშ ადრე აკეთებდა, 2-3 კვირიანი პროგრამებით მიჰყავთ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიის წარმომადგენლები, სწორედ იმისათვის, რომ აჩვენონ, რამდენად წარმატებული და რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანის უფლებებზე და საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულია ჩინეთის კომუნისტური სახალხო რესპუბლიკა. ანუ, კომუნისტური პარტიის გატარებული ღირებულებითი სისტემის მიყიდვა ხდება იმ ქართველებზე, რომლებიც ტელევიზორში ჩანან, რომლებიც საზოგადოებასთან კომუნიკაციაში არიან. ესეც ფსიქოლოგიურ ოპერაციას წარმოადგენს, რომელიც მესამე სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის ძალიან ცნობილი ფორმაა", - აღნიშნავს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე AMBEBI.GE-სთან.

  • აკადემიური სივრცე, როგორც რისკი უსაფრთხოებისთვის?

ხიდაშელი ყურადღებას იმ უნივერსიტეტებზე ამახვილებს, რომლებიც, მისი თქმით, პირდაპირაა ჩართული ჩინეთის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ინსტიტუციურად სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთანაა დაკავშირებული.

"ავსტრალიელების კვლევის თანახმად, ინტერნეტში უნივერსიტეტების საძიებო სისტემას იპოვით, რომელიც გაჩვენებთ, ჩინეთში მოქმედი უნივერსიტეტები წარმოადგენენ თუ არა საფრთხეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთანაც გაცვლით პროგრამები აქვთ. ჩინეთში "შვიდი ვაჟის ერთობა", 7 უნივერსიტეტის ჯგუფი არსებობს. ეს უნივერსიტეტები პირდაპირ ინსტიტუციურ ბმაშია ჩინეთის განმათავისუფლებელ არმიასთან და უსაფრთხოების სისტემასთან, მათი უმრავლესობა დღეს როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, შავ სიაშია შეყვანილი, მათთან ურთიერთობა ამ ქვეყნების უნივერსიტეტებს აკრძალული აქვთ. 2 უნივერსიტეტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს (კონტრაქტები 2018 წელსაა გაფორმებული), ამ "7 ვაჟის ერთობიდან" არიან. რას ნიშნავს ეს უსაფრთხოების რისკი, რა უნდა დაგვიშავონო, იკითხავს ვინმე, ჩვეულებრივი "ობივატელი". რიგითი მოქალაქე ამას ვერ იგრძნობს, ბუნებრივია, მაგრამ ეს უნივერსიტეტები იმიტომაა შეყვანილი მაღალი რისკის სიაში შეყვანილი, რომ ჩართულნი არიან შპიონაჟში, ტექნოლოგიების მოპარვაში, საინფორმაციო სისტემების მოპარვაში, და ამ უნივერსიტეტების მონაცემთა ბაზების გამოყენებაში იმისთვის, რომ მოცემულ სახელმწიფოში მათთვის საინტერესო ქსელებთან, სისტემებთან, უსაფრთხოების ინსტრუმენტებთან ჰქონდეთ შეღწევადობა", - აცხადებს ხიდაშელი.

  • "ტიკ ტოკი" - უწყინარი გართობა?

AMBEBI.GE-სთან საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი აპლიკაცია "ტიკ ტოკს" გამოჰყოფს, როგორც აღნიშნული სეგმენტიდან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ისტორიას, რომლის გადმოწერაც მობილურ ტელეფონში სოციალური ქსელების - "ფეისბუქის" თუ "ინსტაგრამის" ქონასავით აღიქმებოდა და ადამიანი მათ შორის ზღვრის გავლებას ვერ ახერხებდა.

"ამასობაში აბსოლუტურად დადასტურებული ფაქტია, რომ როგორც კი "ტიკ ტოკის" აპლიკაციას გადმოწერთ თქვენს ტელეფონში, მას მიაქვს ყველა მონაცემი, რაც თქვენს ტელეფონში არსებობს. "ტიკ ტოკის" წინააღმდეგ საქმეები აქვს დაწყებული "ეფლს", "სამსუნგს" და უამრავ სხვა კომპანიას, რომლებიც საკუთარი პროდუქციის უსაფრთხოებას სწორედ იმის გამო ვეღარ უზრუნველყოფენ, რომ "ტიკ ტოკი", პირობითად რომ ვთქვათ, ასეთ "ქურდ" აპლიკაციად ჩამოყალიბდა. აშშ-ში პენტაგონმა სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა, რომლითაც ამერიკელ ჯარისკაცებს საკუთარ ტელეფონებშო "ტიკ ტოკის" ინსტალაცია აკრძალული აქვთ, რადგან მაგალითად, ავღანეთში თუ ერაყში ჯარისკაცი როცაოპერაციაზე იმყოფება და უცებ "ტიკ ტოკის" ვიდეოთი გართობას გადაწყვეტს, ამ ტელეფონის ადგილმდებარეობის შესახებ ყველა მონაცემი დაუყოვნებლივ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებში მიდის.

ასევე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრემიერი ან მისი ოჯახის წევრები პანდემიის დროს გადაწყვეტენ, რომ უნდა გაგვართონ "ტიკ ტოკზე" ვიდეოებით, გარდა იმ ემოციური დატვირთვისა, რომ პანდემიით შეწუხებული და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის ეს დამცინავი და შეურაცხმყოფელია, სერიოზული სხვა პრობლემაცაა, რომ რეალურად, ისინი ქვეყანაში ეწევიან იმის რეკლამას, რაც ჩვენს ყველა პარტნიორს უბრალოდ, აკრძალული აქვს, რის არგამოყენებაზეც ჩვენი ყველა პარტნიორი რეკომენდაციას თავის მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს - ჩვენთან, პირდაპირ, ერთმნიშნელოვნად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმის რეკლამას, რაც ამერიკელებს აკრძალული აქვთ. ყველაზე უწყინარი რამეც კი, თქვენი ცხოვრების რაღაც მომენტში შესაძლოა, თქვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემის მქონე აღმოჩნდეს, თუ მასზე წვდომა არაკეთილმოსურნე სისტემას აქვს", - აღნიშნავს ხიდაშელი.

  • საქართველოს სამი პრობლემა

"სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარის თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს სამი მთავარი პრობლემა აქვს:

"პირველი, ყველაზე დიდი პრობლემა არასისტემურობის და არასტრატეგიულობისაა. საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც მიზანმიმართულად და ქმედითად მიჰყვება სხვადასხვა სამინისტრო - ვინ რას აკეთებს, არავის წარმოდგენა არ აქვს; მეორე, იქ სადაც რეალურად უნდა მუშაობდეს და რისთვისაც სუს-ი გვჭირდება, იქ ის დუმს. მაგალითად, როდესაც ჩინეთის უნივერსიტეტთან ფორმდებოდა ხელშეკრულება, მათ წინ უნდა დებოდათ ანგარიში, რომელიც რისკებზე გააფრთხილებდა. სუს-ი ვერ მიუთითებს თსუ-ს, ვისთან დადოს ხელშეკრულება და ვისთან - არა, მაგრამ სუს-ის ვალდებულებაა, გააფრთხილოს ყველა კერძო კომპანია, და მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტიც (რომელიც მთლად კერძოც არ არის), საფრთხეების და პრობლემების შესახებ. სუს რეალურად "ქართული ოცნების" პოლიტიკური პარტიული უსაფრთხოებით უფრპა დაკავებული, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოებით; მესამე, ყველაზე დაბალი დონის, კორუფციული პრობლემაა, მერკანტილური, ვიწრო პიროვნული, ოჯახური, მაგალითად, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის დაუდევრობით (კარგი სიტყვა გამოვიყენოთ და სხვა რამეს ნუ დავაბრალებთ) გამოწვეული პრობლემები", - აღნიშნავს ხიდაშელი.

  • ჩინეთის მთავარი ინტერესები მსოფლიოსა და რეგიონში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თემაზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძეც ესაუბრა. გობრონიძე ახლად აღმოცენებული მსოფლიო სუპერძალის მიერ საქართველოს სამიზნედ ამოღების ნიშნებს ნაკლებად ხედავს და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში ძირითადად, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს უკავშირებს.

"კავკასიის რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო ჩინეთის ტრადიციული ინტერესების სფეროს არ განეკუთვნება, რადგან აქ ჩინეთი არასდროს ყოფილა ისეთივე აქტიური, როგორიცაა იგივე, ევროპის მიმართულებით. მათი საგარეო და ეკონომიკური აქტივობები სხვა რეგიონებში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, აქ ჩინეთის რაღაც განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე ვერ ვისაუბრებდი. ჩინეთისთვის პირველ რიგში საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველო კარგი და საინტერესო სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყანა, თუნდაც, თავის დროზე ანაკლიის პროექტზეც არსებობდა ჩინელების საკმაოდ სერიოზული დაინტერესება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2015 წლიდან გაცხადდა "სარტყელისა და გზის პოლიტიკა", რომელიც ჩინური ეკონომიკისთვის ბაზრებზე წვდომის გზების უზრუნველყოფას გულისხმობს. "სარტყელისა და გზის პოლიტიკა" ჩინეთისთვის ერთგვარი ახალი სიტყვა, რომლითაც დანარჩენი სამყაროს მიმართ ჩინური მიდგომები პრაქტიკულად იცვლება - უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმ ინფრასტრუქტურული ჯაჭვის შექმნას დედამიწის გარშემო, რომელიც ჩინური პროდუქციის ძალიან მარტივად უზრუნველჰყოფს მისი გასაღების ბაზრებამდე. ჩინეთის პრეზიდენტი, რომელმაც თავის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში განაცხადა, რომ ჩინეთი 21-ე საუკუნეში გლობალიზაციის ფლაგმანია, გულისხმობდა იმას, რომ საგარეო ეკონომიკურ პროცესებში ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო იქნებოდა. ამ თვალსაზრისით საქართველო რატომ შეიძლება იყოს საინტერესო? პირველ რიგში, ესაა ქვეყნის ინფრასტრუქტურული პოტენციალი, თუმცა მის სრულად რეალიზაციას საქართველო ვერ ახდენს. მეორე, შეიძლება, საქართველო ჩინეთისთვის საინტერესო იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნიდან ცენტრალური აზიის რეგიონის გავლით ევროპასთან გაიოლებული წვდომის მიღწევა შეიძლება.

ზოგადად კი, ჩინური ჰეგემონია ყველა იმ სახელმწიფოსთვისაა საფრთხე, რომელსაც დემოკრატიის აშენება უნდა, მათ შორის ჩვენთვისაც. მეორე, დიდი და ცუდი მომენტია, რომ ჩინეთს არა მარტო ინტერესი, არამედ შესაძლებლობებიც აქვს, გლობალურ კონკურენციაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს - ეს ტექნოლოგიური ფაქტორებია.

"ტიკ ტოკზე" საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ინოვაციურობის ხარისხით ხშირად დასავლურ კომპანიებს ასწრებენ, იგივე, 5G ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ბრძოლა ამ სიტუაციის ერთგვარი რეფლექსიაა. ასევე, მაგალითად, ჩინური მეხუთე და მეექვსე თაობის თვითმფრინავების წარმოება დღეს მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ანუ, ეს ძალიან მზარდი ძალაა მსოფლიოსთვის, მაგრამ ამ მზარდი ძალის პოტენციალს ამ ეტაპზე ვერ განვიხილავდი საქართველოსთვის ეგზისტენციურ საფრთხედ და რაიმე ტიპის სერიოზული რისკების შემცველად, უბრალოდ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ თვითონ ვართ საგარეო პოლიტიკის პერიფერიაზე. მეორე მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა შეინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაში, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო, ძალიან ბევრ პროექტში, რომელიც "სარტყელისა და გზის" ფარგლებში ხორციელდება, ერთ-ერთი საკმაოდ აქტიური წევრია და ჩართულია არა მხოლოდ როგორც პარტნიორი, არამედ, როგორც დამფუძნებელი წევრი.

რაც შეეხება ჩინურ-ამერიკულ დაპირისპირებას, ეს თავისთავად ცხადია, რომ არსებობს და ცალსახად იმის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ ამერიკასთან საქართველოს პარტნიორობა იქნება ჩინური საგარეო პოლიტიკის ინტერესის საგანი, მაგრამ ჩინეთი კავკასიის რეგიონში არ გააქტიურდება, რათა გააძევოს აშშ, არამედ შეიძლება გააქტიურდეს კავკასიის რეგიონში იმაზე მეტად, ვიდრე ახლაა გააქტიურებული, რათა მიიღოს წვდომა სასურველ ინფრასტრუქტურაზე და აქ უკვე შეიძლება მოხდეს გარკვეულწილად ჩინურ-ამერიკული ინტერესების გადაკვეთა. საქართველოში ჩინურ-ამერიკული ინტერესების იმგვარი კვეთა, როგორიც გვქონდა ცენტრალური აზიის რეგიონში, არ გვექნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცენტრალური აზია ჩინეთის უშუალო სამეზობლოა", - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

  • ჩინეთის ბერკეტები - ერთგვაროვანი ყველგან?

გიორგი გობრონიძე ეხმიანება თინა ხიდაშელის მიერ ხაზგასმულ, ჩინეთის რბილი ძალის სხვადასხვა მეთოდს. მისი მოსაზრებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე ბერკეტებს იყენებს.

"ჩემი აზრით, "ტიკ ტოკი" ან თუნდაც, მსგავსი სხვა რამ, ზოგადად ის ტრენდია, რასაც ჩინეთი აკეთებს ყველგან. მე ამას გავლენის ბერკეტებს არ დავარქმევდი, უბრალოდ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოში ჩინეთის აღქმა არ არის ისეთი პოზიტიური, როგორიც ევროპის თუ ამერიკის რეგიონის, კულტურის და ცხოვრების სტილის აღქმაა. შესაბამისად, თუნდაც გაცვლით პროექტებს ჩინეთი აკეთებს ყველგან იმისთვის, რომ მისი მიმღებლობა ცივილიზებულ სამყაროში გაიზარდოს. ჩინეთი ერთგვარი კონფუციანური ტექნოკრატიაა დიქტატურის ელემენტებით, ეს საკმაოდ არათავისუფალი სახელმწიფოა პოლიტიკური თვალსაზრისით (თუნდაც პანდემიის აფეთქებისას გავხდით მომსწრენი, როგორ უჩინარდებოდა ხალხი, ვინც ცდილობდა, განგაშის ზარისთვის შემოეკრათ), აქედან გამომდინარე, მას ძალიან გაუჭირდება რბილი ძალის ატრიბუტების შეძენა. ამის პარალელურად, ჩინეთი დაინტერესებულია, რომ მის მიმართ გარკვეული პოლიტიკური მიმღებლობა იყოს, - აი, რას ემსახურება თუნდაც, საგანმანათლებლო პროექტები, რასაც არა მხოლოდ საქართველოში ახორციელებს, რათა საკუთარი თავი უფრო პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინოს. ჩინეთის პრეზიდენტიც საუბრობდა ამაზე, რომ მსოფლიომ დროა, ჩინეთი ახლიდან გაიცნოსო. ამას ემსახურება საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურული პროგრამები, ანუ, ერთგვარი რბილი ძალის ელემენტების შეძენა.

რაც შეეხება "შვიდი ვაჟის ერთობას", როგორ გგონიათ, 7 უნივერსიტეტის გარდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები არ თანამშრომლობენ ჩინეთის ხელისუფლებასთან თუ იქ თავისუფლების იმდენად მაღალი ხარისხია, რომ შეუძლიათ, თუნდაც, ხელისუფლების კრიტიკითაც იყვნენ დაკავებულნი? იქ პრაქტიკულად, ნებისმიერი უნივერსიტეტი, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით აკეთებს რაღაცას, ჩინეთის მთავრობასთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს, რომელიც ასევე მოიცავს არმიას, სპეცსამსახურს და ყველაფერს. მაგრამ აქ მეორე საკითხია - რა შემთხვევაშია ჩინეთი ჩვენთვის საფრთხე? ყველა ქვეყანას ჰყავს სპეცსამსახური, არმია, ყველას აქვს გარკვეული ინტერესები, მაგრამ ყველა ქვეყანა ან სამსახურები ყოველთვის ყველასთვის საფრთხე არ არის. ქართული უმაღლესი სასწავლებლებიდან რა ინფორმაცია უნდა აიღოს ჩინეთმა, ეს კიდევ სხვა საკითხია, თუ შეიძლება, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემიდან რაიმე წაიღონ - აკეთებენ უნივერსიტეტები იმგვარ კვლევებს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურისთვის? გვაქვს კი იმდაგვარი სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც შეიძლება, ჩინეთისთვის გარკვეულწილად საინტერესო იყოს? ზოგადად, მსოფლიოში ჩინეთის აღქმა როგორიცაა, რომ ჩინეთი ძალის მეორე პოლუსად ყალიბდება აშშ-ს საწინააღმდეგოდ, აქ უკვე შეიძლება იყოს გარკვეული რისკები ქართულ-ჩინურ ურთიერთობაში, მაგრამ ეს რისკები არავითარ შემთხვევაში არ მიდის კონფრონტაციამდე, იქამდე, რომ ჩვენ ჩინეთის განხილვა დავიწყოთ ისეთივე ტიპის საფრთხედ, როგორც განვიხილავთ რუსეთის ფედერაციას და სხვა საგარეო საფრთხეებს", - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.

იხილეთ ვიდეო

"ელისაშვილი ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს ოპოზიციონერის როლს და ამაშიც ფულს აიღებს" - რას ამბობს ბურჯანაძე ელისაშვილსა და იოსელიანზე

"გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიანს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად" - ნინო ბურჯანაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"