ავტორი:

"გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა" - კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია

"გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა" - კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალიზებული იყო რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა, რადგან სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველა ღონისძიება გატარდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

მისივე ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში დღეს 463 პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 არის ბავშვი და 10 -ორსული. ამასთან, კოვიდკარანტინებში არის 900-ზე მეტი ინფიცირებული, აქედან 60-მდე ბავშვია. ბინაზე კი მკურნალობს 600-ზე მეტი პაციენტი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზებები ოქტომბერშიც ამოქმედდება

"კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან" - თამარ გაბუნია

"ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა - როგორც მეპატრონე ამბობს, ტერიტორია დაზღვეულია" - დიდუბის რაიონის გამგებელი