საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5866-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 2324 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ველოდები იმ დღეს როცა ინფიცირებულთა რიცხვი მოსახლეობის რიცხვს გადააჭარბებს
რატომ იღუპება აჭარაში ამდენი, თან საშუალო ასაკის. გააგზავნეთ თბილისიდან ნორმალური ექიმები, ვერ ხედავთ, რომ აჭარაში მედიცინის გაგებაში არ არიან.